#44563698 · 11 May 2015, 16:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PFU
QUOTE | ამაზე უარესი მოდელია საფრანგეთში და ესპანეთში... აი ის ციროზიანი და ბე, ცე ჰეპატიტიანი ავადმყოფები ზუსტად საფრანგეთში გაურბოდნენ 'ქართულ ლიბერტარიანულ ჯანდაცვას' და აზილში ბარდებოდნენ სამკურნალოდ... |
მერე ახსნა სჭირდება იმას, რომ საფრანგეთის ფინასური შესაძლებლობები შეუდარებელია საქართველოს ფინანსურ შესაძლებლობებთან, და რასაც გაუძლებს (ჯერ კიდევ უძლებს) საფრანგეთი და პრობლემას წინ (მომავალში) სწევს, იმას რომ ვერ გაუძლებს საქართველო? მე ნამდვილად არ მეგონა, რომ შენ ამის ახსნა დაგჭირდებოდა... ისე, შენი ცნობისათვის, შენს მიერ ნახსენებ საფრანგეთშიც საშინლად დეფიციტურია მაგათი სადაზღვევო სისტემა. იმდენად, რომ გამოთქმა -"სადაზღვევო სისტემის ხვრელი" (le trou de la sécu) ყველა ფრანგს გამარჯობასავით აკერია პირზე. არ იციან რა უქნან ამას და ყველანაირად ცდილობენ ამოავსონ, გარდაქმნან და ა.შ., მაგრამ არ გამოსდით, ნემსზე არიან შესმულები, ხვდებიან რომ დაღუპავთ ეს, მაგრამ გაბრუებიდან გამოსვლა ადვილი არ არის. აგერ ქვეყნის რეიტინგებიც ქვევით წამოუვიდათ ტრიპლ A იყო და აღარ არის, ვსიო, ტიუ ტიუ. მაგრამ მაგათ რა უჭირთ, კიდევ დიდი ლუფტი აქვთ კოლაფსამდე, ჩვენ ვიკითხოთ თორემ... * * * PFU
QUOTE | რამდენია ხარჯი ამ პროგრამაზე რომ იძახიან ეკონომიკა ვერ ქაჩავსო? ნუ ახლა ბორატას მუცლის გვრემა გასაგებია... |
ხარჯი იმდენია, რომ დეტალებს აღარ აქვეყნებს ჯანდაცვა (ვალდებულება აქვთ ყველა დეტალის გამოქვეყნების და არ აქვეყნებენ უკვე კარგა ხანია). დასკვნები ახლა შენ გამოიტანე. ბორატა ყველას კიდია, მაგრამ სიმართლე სიმართლეა.
|