გუშინ ვესაუბრე ერთ-ერთი ასე თუ ისე წარმატებული კომპანიის დამფუძნებელს (სხვა პარალელური ბიზნესის მქონეცაა),
55-60 წლამდე ასაკის წელში გამართულ და მხნე კაცს. აბა როგორ ხართ რას შვრებით მეთქი და, მშვენივრადო.
ეს კურსის საკითხი და პოლიტიკური ამინდი არ გაწუხებთ მეთქი? (მის ბიზნესი საკმაოდაა დამოკიდებული პოლიტიკაზე).
რატომო? ეს მთავრობა გენაცვალე 30 წლითაა მოსულიო? ჯერ მეგონა ხუმრობდა... რატომ მეთქი? იმიტომ რომ ასეაო.
ხალხი ამათ 30 კი არა 3 წელიც აღარ გააჩერებს ამ სახით მეთქი. ხალხი ბრმაა კაცოო, მაგათ არავინ შეეკითხებაო.
ისე შენ მაგარი ანტიმიშისტი მახსოვხარო (ჩართო ეგრევე სტანდარტული "ქოცი არაა ზნაჩიტ მიშისტია" ბიდლო ლირიკა).
მერე არც ახლა მახატია შე კაცო მიშას ხატი გულზე, ამ წუთას ამათ სიცუდეზე ვლაპარაკობ მეთქი.
აბა ის იყო კაი რო მირეკავდნენ და ამ დღეს ამდენს მოიტან თუ არადა ვირის აბანო გელოდებაო? ეს ცხოვრება ჯობიაო..
არ გეწყინოთ მაგრამ თქვენნაირი ბიზნესი ამ ქვეყანაშ 0.05%-ს აქვს, დანარჩენი სამმილიონნახევარი ის ხალხია, ვისთვისაც
"თავისუფლად სუნთქვაზე" მნიშვნელოვანი სადარდებელი არსებობს და ეს სადარდებელი კუჭის გარდა სხვა ღირებულებებიცაა მეთქი.
ხალხს ყოველთვის კი გაუჭირდებაო. ვინც გუთანში ვართ შებმული და პალაჟენიე მიგვყავს, ისინი უნდა ვიყოთ კარგადო.
და მე ახლა კარგად ვარო.
და ზედვე აქ გაისმა ის კლასიკური რკინის არგუმენტი ამ მენტალობისა და თაობის წარმომადგენლისთვის:
პუტინზე დიდი ხარ შეენ? მოერევი?... ვერა ძმაო!
და ჩემი დუმილი...
კაი მოიცა რაო... და ეგეთები... და ბოლოს მისი რაღაც უაზრო შუტკით დავშორდით, წიპა
"ჰეჰე წავედი ახლა მე, სანამ მართლა მოგიყვანიათ ნაცები ბუხეხეხე"...
და მხარზე ხელის მოტყაპუნება...
ერთ დეტალსაც არ ვაზვიადებ.
ხოდა კითხვა მაქვს ახლა ერთი:
(ბუნებრივია მათთან არა,
ვინც ამ ტიპის სიმართლის (თუ ასეთი არსებობს) მიკრო მაცვლებში დედამიწის ხელა სიმართლეს დაინახავს)
კითხვა:
დახლოებით როდის აპირებს ეს თაობა/კატეგორია, რომ
ამოწყდეს როგორც კლასი?
რო ვიცოდეთ როდიდან დავიწყოთ ცხოვრება
This post has been edited by SCO on 2 May 2015, 11:42