ესე იგი, რა ხდება,
ქოცების აქტიურ მებრძოლ ლევან ჩიკვაიძეს გამარჯვების შემდეგ (პირველ ოქტომბერს) უბოძეს სრულიად საქართველოს ფოსტა. ის ადგა და ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე ფოსტა თავისი ძმაკაცებით, ნათესავებით და ძმაკაცების ნათესავებით გამოტენა. ხელფასები და პრემიები თავისიანებს გაუორმაგა. ძველი ხალხი, მათ შორის იქ წლობით მომუშავე პერსონალი კანონის დარღვევით დაფერთხა. ტენდერებში მონაწილეობა ეზარება. ორგანიზაციის შემოსავალი შეამცირა. მოგება გააუნალა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია დახურული გახდა, იქიდან რაღაცის გამოტყუება, ფაქტიურად, შეუძლებელია.
დაახლოებით იგივე, თუ ამაზე უარესი არა ხდება საქართველოს რკინიგზაში, თბილისის მერიაში, მრავალ და მრავალ სამინისტროში.
ეს იმათთვის, რაღაცის რომ ჯერა კიდევ, რომ კონკურსით სამსახურში აიყვანენ, ეკონომიკას მოქოქავენ, ქვეყანაში პროფესიონალი ხალხის როლს აამაღლებენ... ლარს გაამყარებენ.
არადა დარწმუნებული ვარ, ამ ორგანიზაციებში მომუშავე დიდი ნაწილი აქ აგდია და მაღალზნეობრივ პოსტებს აცხობს

კიდევ უკეთესად რომ წარმოიდგინოთ სიტუაცია, გრეჩიხას ბიჭი საქართველოს ფოსტის სტრუქტურაშია, თავის დროზე დისტრიბუტორის დამჭრელი ზერეკიძე და ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაშვების შემდეგ ეგრევე საქართველოს რკინიგზაში დაარჭეს.
თემა სერიიდან "რომ იცოდეთ"