#44491961 · 3 May 2015, 20:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tb-seli
QUOTE | აი მოტოციკლეტებით რო ვიაროთ მოსკოვში რამდენიმე ქართველმა და საქართველოს ერთიანი რუკის სტიკერი ან ნებისმიერი რამე რომ მქონდეს მიმაგრებული მოტოზე. შენ რისი თქმა გინდა რო რუსი გოგოები კამერებით დაიწყებენ ჩვენთან მოსვლას და მოხსენით ეს რაღაცეები მოტოციკლეტებიდანო? |
გოგოები არ მოვლენ, ალბათ შეშინდებათ. "ბიჭები" - მოვლენ. ცხადია, თუ საერთოდ გაიგეს, რას ნიშნავს ეგ.
QUOTE | რუსეთში სიმბოლოების გამო კი არა, შეიძლება ვიღაცეები ჯერ მარტო უბრალოდ იმიტო აგიშარდნენ რო რამდენიმე ქართველი ხართ მოტოციკლეტებზე და მანდ სიმბოლო არაფერ შუაშია. ხოდა ეგეთი ბიდლო სასტავი ყველგანაა და არ გამოხატავს მაგ ამბავში მთლიანობაში რუსეთის პოზიციას. |
კარგად შემოატრიალე შენ, ხო იცი, ყოჩაღ  სიმბოლოც შუაში იქნება და "ჯერ მარტო ქართველი" რომ ხარ - ისიც. მერე კიდევ, ერთი მთავარი მომენტია: მთლიან ხალხში რამდენი წილია ბიდლო სასტავი და რამდენი - არა. საქართველო არავის ინტერესებში არ ეჩრება და ერთიანი საქართველოს რუკით თუ სიმბოლოთი თუ გამოვლენ, ეგ ვინმეს დაპყრობის კი არა, პირიქით, თავის კუთვნილი ტერიტორიის დამამტკიცებელია. QUOTE | ხოდა თუ ბიდლოობაში ვეჯიბრებით რუსებს, ბაზარი არაა, მაგაში უეჭველი ვაჯობებთ, ეგ კარგად გამოგვდის. მოდის ლენტებით ვიღაც ბაიკერი, დაიკიდე რა და ყურადღებას ნუ მიაქცევ. რაც ნაკლები ყურადღება ექნება მით მალე მობეზრდებათ აქეთ იქით წოწიალი და დაახვევენ აქედან. რაც უფრო გაღიზიანდებით მით უფრო აზარტში მოვლენ და უფრო და უფრო მეტად მოგეშლებათ ნერვები. ეგეთ ელემენტარულ დებილობაზე, ნორმალური ადამიანი როგორ უნდა ავარდეს არ მესმის? |
ავარდნა არაა საჭირო. ბიდლოობაში არ უნდა შევეჯიბროთ. ამიტომ, უნდა მოახსნევინოთ ეგ, აუხსნათ, თუ რატომ აკეთებთ, დააჭერინოთ თოიძის პლაკატი და მერე გააგრძელონ წანწალი. თან ეგ ყველაფერი რომ მაქსიმალურად მასმედიაში გაჟღერდეს. ამით შენ ანახებ, რომ არა რუსი, არა იმ ომის ვეტერანი, არა ვინცმე სხვა, არამედ თვითონ ბიდლო გეზიზღება, თავის მოღალატე მთავრობიანად.
QUOTE | ეს ყველაფერი უკრაინაი რო ხდებოდეს კიდე გასაგები იქნება, მაგრამ საქართველოში ამ ლენტებს საერთოდ არანაირი დატვირთვა არა აქვს, პირიქით მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებასთან ასოცირდება, სადაც პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა. |
ზუსტად იგივე დატვირთვა აქვს და უპირველეს ყოვლისა - თვით რუსეთში. ეგ ვისაც უკიდია, 90% ან ბიდლოა, ან ბრიგადნიკი.
QUOTE | პ.ს. ქართველები იცი როდის ვიქნებოდით მაგრები, კრეატივს კრეატივითვე რო ვუპასუხებთ, აქეთ შევიფერებდით ამ ლენტებს და ისეთ კრეატივს შევუქმნიდით რომ ჩვენს ჯინაზე თვითონ ჩამოხსნიდნენ ამ ლენტებს თავის ხელით. მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების მთელ დიდებას საქართველოს მივაწერდით და ამ ლენტას აქეთ შევიფერებდით. სათქმელი არ გვაქვს თუ რა. 1. ყველაზე მეტი ქართველი იბრძოდა პროცენტულად. 2. დროშა ქართველმა აღმართა 3. სტალინი ქართველი იყო 4. ბერია ქართველი იყო და ასე შემდეგ. ისე გავუხდიდით საქმეს რომ მაგ ლენტის დანახვაზე სულ საქართველო რო ახსენდებოდეთ. |
მეც დაახლოვებით მაგას ვიძახი აგერ ორი გვერდია, სხვა კი არაფერს. ვეტერანებს გამოუყვანდი, ვინც ცოცხალია კიდე და მათ გავაგდებინებდი ხელჯოხებით. მაგრამ ამას ჭადრაკის თამაშის ცოდნა ჭირდება.
QUOTE | კრეატივი კი არა, აქ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა მემორიალებს ებრძვიან და რამის სამარცხვინო დაფაზე გამოაკრან ვინც მაგ ომში მონაწილეობდა. ესენი სულით ფაშისტები არიან და ამათ იმ დროს რო ეცხოვრათ ჰიტლერის მხარეს იბრძოლებდნენ. აი ესაა სიმართლე და ამიტომ ღიზიანდებიან ამ ლენტებზე. |
კაი ერთი  შენ სტილს ვერ იშორებ მაინც.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|