#44493290 · 3 May 2015, 23:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ასი წლის მერე რა იქნება არ ვიცი და უახლოესი ათწლეულების განმავლობაში - ძალიან საეჭვოა მოკავშირეობა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ვაჭრობისთვის არანაირი თემა. რუსებს არაფერი არ აქვთ ისეთი, რასაც ჩვენ მოვინდომებდით და შესაბამისად ჩვენც არაფერს არ მივცემთ. ერთადერთი ჩვენი ინტერესი, ცხადია არის ტეტრიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ რუსეთი აღიარებას უკან ვერ წაიღებს - მე მგონი ისტორიაში არ ყოფილა ეგეთი რამე. მინიმუმ სანამ პუტინია სათავეში ეგ გამორიცხულია და არც მერე მგონია რუსები მაგაზე წავიდნენ. ასე რომ ვერ ვხედავ რეალურ ვარიანტს, მოკავშირეობისას. ეხლა ასი წლის შემდეგ სულ სხვა რეალობა თუ იქნა - მაგალითად სახელმწიფოები თუ გაუქმდა და ერთი ზესახელმწიფო შეიქმნა ან რამე მასეთი ფანტასმაგორია, ეგ სხვა რამეა, მაგრამ ამ პოლიტიკური სტატუს ქუოს პირობებში შანსი არაა.
|