თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის (და არა მარტო მათთვის) საკმაოდ კარგად ნაცნობი და საყვარელი ნუგბარია.
მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად,
თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების
არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის
დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ.
ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო,
მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში.
ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის
გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის
ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ
http://iranadirashvili.blogspot.com/2013/07/blog-post.htmlაქ ვიღაც წერდა რომ ნიგოზი ბერძნულიაო და აქედან გამომდინარე...
გაუგებარია ქართველის ამგვარი განცხადება ესეც პოლიტიკა ხომ არაა...
ჩურჩხელა. სრულიად სხვა საკითხია "ჩურჩხელა”;
ის რომ ქართულია დღემდე სადავოდ არავის გაუხდია,
რადგან ამაზე მეტყველებს როგორც ტერმინოლოგიური,
ასევე მისი დამზადების ბაზა და ტექნოლოგიური თავისებურებანი.
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ჩურჩხელა ძაფზე ასხმული კაკალია (ჯაგანია),
თუმცა ყოფაში გვხვდება როგორც კაკლის, ისე თხილის (სამეგრელო, იმერეთი),
ასევე კვახის კაკლის და "ჩამიჩის”, ჩირის ჩურჩხელა.
ტექნოლოგიურად ეს არის თათარაში (აღმოსავლეთ საქართველო) ან ფელამუშში
(დასავლეთ საქართველო) ამოვლებული ძაფზე ასხმული ხილის ჯაგანი,
რომელსაც იმერეთსა და გურიაში ჯანჯუხას უწოდებენ.
ქართველებისთვის ჩურჩხელა გამორჩეული კალორიული პროდუქტია,
რაც მევენახეობის განვითარების ერთ-ერთი ძირძველი ქვეყნის ხალხისთვის სრულიად ლოგიკურია.
ის არა მხოლოდ თავშესაქცევი საკვებია, არამედ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტი,
ქართველი მეომრების აუცილებელი საგზალი. მეომარს, თუ მას ჩურჩხელა ჰქონდა შეეძლო
რამოდენიმე დღე მხოლოდ ამ საკვებით ეარსება. მტერთა შემოსევების და ხიზნობის დროსაც
მოსახლეობა ხშირად ჩურჩხელით ირჩენდა თავს.
ფეოდალურ ხანაში ჯარს სხვა პროდუქტებთან ერთად ჩურჩხელითაც
ამარაგებდნენ და ის სახელმწიფო გამოსაღების ანუ გადასახადების ნუსხაში შედიოდა.
XIV საუკუნის ქართულ ისტორიულ ძეგლში "ხელმწიფის კარის გარიგება”,
(ხელმწიფის კარის გარიგება”, გამოცემული ექვთიმე თაყაიშვილის რედაქციით, თბ., 1920, გვ. 14.)
რომელშიც დაწვრილებითაა აღწერილი საქართველოს სამეფო კარის ეტიკეტი და გამოსაღებები, მითითებულია,
რომ გარეჯის უდაბნოს მონასტერს, სხვა გადასახადებთან ერთად, მეფის კარის ჩურჩხელით მომარაგება ევალებოდა.
ამდენად, XIV საუკუნის ქართულ წერილობით ძეგლში: "ხელმწიფის კარის გარიგება”, დასტურდება ტერმინი "ჩურჩხელა” და მისი, როგორც სამონასტრო გადასახადის ფორმა.
ჩურჩხელა სიტყვის ფუძე ჩურჩხ-ია, ხოლო -ელა _ მაწარმოებელი ელე-მენტი, რომელიც სხვა სიტყვებშიც გამოიყოფა
(მაგ., ცერცველა, ფერდელა, ტაფელა...).
ჩურჩხ- ფუძე უკავშირდება ქართულ სიტყვას ჩონჩხ-ი, რომელსაც პარა-ლელურად, როგორც ჩანს,
მოეპოვებოდა ჩუნჩხ- და ჩურჩხ- ვარიანტები. ამ მხრივ საყურადღებოა
ქართული აჩონჩხილ-ი || აჩორჩხილ-ი და იმავე მნიშვნე-ლობით მეგრულში დადასტურებული ჩორჩხოლია და სვანურში – ლჩონჩხე.
http://institutehist.ucoz.net/news/sametsn.../2014-02-26-126ალბათ საკმარისია.
Votren თქვენი კითხვა ეხლა შევამჩნიე:
არა საბერძნეთში მიცხოვრია და არ არსებოს ჩურჩხელის ანალოგი რაიმე თუმცა მსგავსი ტკბილეული
აქვთ და მას სვადასხვა ხილის სიროპზე ამზადებენ კარიცას(ბოდიში არ ვიცი ამის ქართული სახელი) აუცილებელი
დამატებით ამასთან არაა ეგ პროდუქტი იქ პოპულარული...
ბერძნებს აქვთ შაურმაც(გიროს ეძახიან), ფახლავაც, ბასთურმაც და მრავალი სხვა რასაც თავის "გამოგონებად" თვლიან,
1997-98 წლებში აქაურმა ბერძნებმა საბერძნეთში გამოუშვეს სულგუნი რომელსაც მარკეტში აწერია "პონტიური ყველი"
პონტიელებს ელინები საქართველოში და საერთოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ბერძნებს ეძახიან....
როგორც რუმი წერდა: "ბერძნების დამშრალ ღელეში წყალს ვინ ეძებს"-ო.
გაიხსენეთ კონსტანტინეს გამოთქმა ბიზანტიელებზე(რომეებზე)...
This post has been edited by Klingon on 5 May 2015, 11:53