Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთის ადგილას...
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
robin
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
robin
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 14176
წევრი No.: 167034
რეგისტრ.: 11-May 13
#44522584
· 6 May 2015, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფხაზებს და ოსებს რომ კითხო ჩვენ ვართ დამპყრობლები, თვითგამორკვევის უფლება არ მივეცით და მათ მიწაწყალს ვასაღებდით სუფთა ქართულად, ხოლო მათ ჩამოსახლებულად, რის გამოც ისევე ვძულვართ, როგორც ჩვენ რუსები. ჩვენც მათ, როგორც რუსები ჩვენ,
არ არის ეს სიმართლე ძირითად მასას ქართველების არ ძულთ რუსები მიუხედავად იმისა რაც მათ გააკეთეს ჩვენთან მიმართებაში, აი აფხაზებმა, ოსებმა მოახერხეს საყოველთაო სიძულვილის დათესვა და ამის ფონზე შექმნეს ის წარმონაქმნები რასაც სახელმწიფოებს უწოდებენ. მათ ამ მტრის ხატის შესაქმნელად თითქმის ცარიელ ადგილზე იმუშავეს მაინც მოახერხეს კონსოლიდირება თავიანთი ძირითადი მასის, ქართველების მტრად გამოცხადების საფუძველზე. ამავე კონტექსტით რუსულ -ქართული დაპირისპირების განხილვა არის აბსურდი და აცდენა რეალობიდან.
This post has been edited by
robin
on 6 May 2015, 23:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4244
წევრი No.: 45053
რეგისტრ.: 28-October 07
#44522609
· 7 May 2015, 00:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
datu
თუ ასე ძალიან გაგიხარდება სხვა სიებიც შემიძლია მოგაწოდო შე კაი კაცო სხვა დროს,
თუ მოინდომებ და განსხავავებულ აზრს ზღაპარს და სისულელე აღარ უწოდებ, დარწმუნებული ვარ შეგიძლია :)
მასეთი ჩაანალიზებებით შენ რომ გააკეთე ახლა, სავსეა რუნეტი და ვიხედებით ჩვენც ხანდახან, რატომ წუხდებოდი ...
თუ ჩემი პოზიცია გაუგებარია განვმარტავ, მე იმდენად ამერიკას და რუსეთზე არ ვლაპარაკობ:
არამედ პირობითად იმ ორი გზაზე რადაც მსოფლიო გაიყო მერე მსოფლიოს მერე,
ეს წყვილები კი მაგალითია ქვეყნებისა ვინც ფაქტიურად იდენტურ სივრცეში - ორი განსხვავებული გზა აირჩია (აარჩევნიეს არა აქვს მნიშვნელობა).
ბელეტრისტიკაში რომ არ გადავსულიყავით, ჩემი თხოვნაა მარტო შედეგები შევადაროთ,
ცხადია რომ ერთ მხარეს უცნაურად ყველას აქვს მომავალი, მეორე მხარეს კი უკეთეს შემთხვევაში "რაღაც ქვეყანაა" - ეს კარგად თქვი,
ჩემი აზრით როდესაც შედეგი ვთქვათ 20:0-ია - უფრო სისტემური დასკვნების გამოტანა შეიძლება.
ხოდა ამ ორი გზიდან რომელი ავირჩიოთ ესაა კითხვა, მითუმეტეს რომ ერთის ბოლოში უფსკრული კარგად ჩანს უკვე.
ახლა: არცერთი არ გვინდა, ჩვენ განსაკუთრებული გზაგვაქსთქვა და ნეიტრალიტეტს მივაწვეთ - არ გვინდა არ გამოგვივა მაგი,
არ ვართ დამოუკიდებელი მოტამაშე და ეს 1918-ში რომ გაგვეგო კარგად - სხვაგან ვიქნებოდით ახლა.
ნებისმიერი აზრი: სწორია თუ არა, სასარგებლოა თუ არა - კონტექსტს გააჩნია,
ამიტომ მაგალითად ამერიკაც ცუდია - როდესაც ეუბნები საზოგადოებას, რომელიც წითელი ურჩხულისგან ცდილობს თავის დაღწევას,
(ჯერ შიგნით თავის თავში პირველ რიგში) გააზრებულად თუ გაუაზრებლად უკან უბიძგებ მას.
ასეა ეს თორემ მეც ვიცი რომ : "დემოკრატია საშინელებაა, მაგრამ ეს საუკეთესოა რაც ჯერ მოიფიქრა კაცობრიობამ" ;)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20676
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#44522650
· 7 May 2015, 00:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
karlsoni
QUOTE
რუსების მხრიდან რატომ უნდა შევხედო?
მაგათ ავადმყოფი ეთნოფსიქოლოგია აქვთ.
და იმან რატომ უნდა შეხედოს ჩვენი მხრიდან? მითუმეტეს იმათზე სუსტი ერი ვართ. ჩვენ ვუყურებთ იმავე აფხაზების და ოსების მხრიდან? აწი კაი დროსია, მარა მაინც.
რომელ ენას ექნება სახელმწიფო და რომელს არა - მაგას წყვეტს პირველ რიგში ბობოლა დიდი ძალები და მერე თავად ის ხალხი, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს. ბობოლებს რომ არ ნდომებოდათ , არ გამოჭრიდნენ პალესტინიდან ისრაელს და არის ახლა მშვენივრად , ოფიციალურ ენადაც ივრითი გააცოცხლეს, რომელზედაც მანამდე მარტო რაბინები ლაპარაკობდნენ. დღესდღეისობით უფრო ძლიერ ბობოლებს აწყობთ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია და მხოლოდ მაგიტომ არ მტკიცდება მაგათი თვითმყოფადობა.
მსოფლიო ღირებულების შექმნა კი ჩვენს რეგიონში ძალიან შედარებითია. იმათ ნართების ეპოსი გონიათ მთელი ამიერკავკასიური ცივილიზაციის გვირგვინი, ჩვენ - ვეფხისტყაოსანი და ათასი წელი ვერ დავაჯერებთ ერთმანეთს საპირისპიროში
* * *
robin
QUOTE
არ არის ეს სიმართლე ძირითად მასას ქართველების არ ძულთ რუსები მიუხედავად იმისა რაც მათ გააკეთეს ჩვენთან მიმართებაში, აი აფხაზებმა, ოსებმა მოახერხეს საყოველთაო სიძულვილის დათესვა და ამის ფონზე შექმნეს ის წარმონაქმნები რასაც სახელმწიფოებს უწოდებენ. მათ ამ მტრის ხატის შესაქმნელად თითქმის ცარიელ ადგილზე იმუშავეს მაინც მოახერხეს კონსოლიდირება თავიანთი ძირითადი მასის, ქართველების მტრად გამოცხადების საფუძველზე. ამავე კონტექსტით რუსულ -ქართული დაპირისპირების განხილვა არის აბსურდი და აცდენა რეალობიდან
მაგაში გეთანხმები.
ეთნო-კონფლიქტი ჩვენ ფაქტიურად არავისთან არ გვაქვს . უფრო სახელმწიფო ინტერესების თანხვედრაში გვაქვს კონფლიქტი.... ყველა სახელმწიფოსთან ჩვენს გარშემო :D
ერთის მხრივ ეგ ცივილიზებულობის მანიშნებელია, მაგრამ მეორეს მხრივ ნერვები მეშლება. რუს ტურისტებს ბარანებივით რომ ხვდებიან ქართველები და გაბადრული სახეებით ელაპარაკებიან რუსულად და მერე იმათ ვიდეოებზე რუსი ნაციონალისტები წერენ კომენტარებს, 5 წლის წინ ვიპყრობდით და ახლა ასე ვუყვარვართო. შეიძლება ეგ ცივილიზებულობის კი არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაკლებობის (და გაჭირვების) ბრალია. რუსი მეგობარი გყავდეს კაი და რა თქმა უნდა, მაგრამ უცნობ რუს ტურისტებს რომ ხელის გულზე ატარებ და ყველა სავეცკი ფილმის სტერეოტიპში ჩამჯდარ ქართულ სტუმართმოყვარეობას ამარიაჟებ, ეგ უკვე გამაღიზიანებელია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
karlsoni
ხატიონი
ჯგუფი: Members
karlsoni
ხატიონი
ჯგუფი: Members
წერილები: 51200
წევრი No.: 7762
რეგისტრ.: 13-December 04
#44522738
· 7 May 2015, 00:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
და იმან რატომ უნდა შეხედოს ჩვენი მხრიდან? მითუმეტეს იმათზე სუსტი ერი ვართ. ჩვენ ვუყურებთ იმავე აფხაზების და ოსების მხრიდან? აწი კაი დროსია, მარა მაინც.
კი. . . .
სხვანაირად მაგათი ბუნდღაც არ იქნებოდა. . . .
უბრალოდ შეგვეძლო მაგათი ასიმილირება, არ გვჭირდებოდა. . . .
არასდროს დაფიქრებულხარ, რატომ არ გვეჯავრებოდა ებრაელები?
საკონკურეციო არაფერი გვქონდა. . .
QUOTE
რომელ ენას ექნება სახელმწიფო და რომელს არა - მაგას წყვეტს პირველ რიგში ბობოლა დიდი ძალები და მერე თავად ის ხალხი, რომელიც ამ ენაზე ლაპარაკობს. ბობოლებს რომ არ ნდომებოდათ , არ გამოჭრიდნენ პალესტინიდან ისრაელს და არის ახლა მშვენივრად , ოფიციალურ ენადაც ივრითი გააცოცხლეს, რომელზედაც მანამდე მარტო რაბინები ლაპარაკობდნენ. დღესდღეისობით უფრო ძლიერ ბობოლებს აწყობთ რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაშია და მხოლოდ მაგიტომ არ მტკიცდება მაგათი თვითმყოფადობა.
მაგას წყვეტს ის ისტორია დ ის ცივილიზაცია რომელიც ამ ენის გარშემო შეიქმნა.
QUOTE
მსოფლიო ღირებულების შექმნა კი ჩვენს რეგიონში ძალიან შედარებითია. იმათ ნართების ეპოსი გონიათ მთელი ამიერკავკასიური ცივილიზაციის გვირგვინი, ჩვენ - ვეფხისტყაოსანი და ათასი წელი ვერ დავაჯერებთ ერთმანეთს საპირისპიროში
არა.
მშვენივრად იციან რა რა რირებულებისაა, უბრალოდ შენ არ გეტყვიან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1784
წევრი No.: 198649
რეგისტრ.: 24-February 15
#44522909
· 7 May 2015, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
რუსებს რომ კითხო 'პინდოსების' მიერ გადაგვარებული და მოსყიდული ერი ვართ, რომლის ევროატლანტიკური არჩევანი რუსეთის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აგდებს.
ეგ არჩევანი თავად რუსეთმა შექმნა...
მე რომ შენთან მოვიდე , გაგლახო და მერე შენ მიჩივლო , ისევ მე უნდა ვიყო ნაწყენი ?
QUOTE
იმას კი არ ამბობს მაგ ვიდეოში ტიპი, ნახეთ რა ბოროტი ვარ დედას ვუხნავდი დაპყრობილებს, არამედ ამბობს ფაბრიკები და ინდუსტრია ავუშენე იმ ხალხს და ის უმადურები თუ ოკუპანტს დამიძახებენ, დაე ვიყო ოკუპანტი, ჩემ თავთან მართალი ვარო...
მასე ფრანგებმა ალჟირი ააყვავეს მაგრამ რა ...?
ის რაც შენი არააა, არაა...
რომ გეუბნებიან გადი, უნდა გახვიდე და არ უნდა დაიწყო წიოკი და ბათქა-ბუქთი.
QUOTE
აფხაზებს და ოსებს რომ კითხო ჩვენ ვართ დამპყრობლები, თვითგამორკვევის უფლება არ მივეცით და მათ მიწაწყალს ვასაღებდით სუფთა ქართულად, ხოლო მათ ჩამოსახლებულად, რის გამოც ისევე ვძულვართ, როგორც ჩვენ რუსები. ჩვენც მათ, როგორც რუსები ჩვენ, გზააბნეულ და ტვინამღვრეულ, უფრო დიდი პოლიტიკური ძალის პაიკად მივიჩნევთ და ვიმედოვნებთ რომ როგორმე ნათელ მხარეზე მოვაქცევთ, რათა ჩვენი სამშობლო არ იყოს შეკვეცილი და მიწაახეული.
აი, ამაშია სხვაობა...
ჩვენ რუსეთის ნაწილი არ ვართ
სსრკ-ს ნაწილი ვიყავით, ისიც შეთრეული ძალით...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20676
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#44523141
· 7 May 2015, 00:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
karlsoni
QUOTE
უბრალოდ შეგვეძლო მაგათი ასიმილირება, არ გვჭირდებოდა. . . .
არასდროს დაფიქრებულხარ, რატომ არ გვეჯავრებოდა ებრაელები?
საკონკურეციო არაფერი გვქონდა. . .
ისე, ამ თემის გახსნა ჩემს ერთ მეგობართან ამ თემაზე დღევანდელმა საუბარმა მიბიძგა და რატომღაც დასკვნამდე მივედით რომ თანამედროვე ქართველ ერს უფრო მეტი აქვს საერთო ებრაელებთან, ვიდრე ჩრდილოკავკასიელებთან :D შედარებით ნაკლები საშუალო კომერციული და (არავის გვეწყინოს) ინტელექტუალური მონაცემებით.
თუმცა ასიმილირებას რაც შეეხება. ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ჩვენ გვგონია რომ არ ვახდენდით ასიმილირებას, თორე იმათ ეგრე არ გონიათ. ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა იმდენი ძალა, რომ საქართველოს ცენტრიდან ამსიშორეზე მყოფი რეგიონი გაგვექართულებინა საყოფაცხოვრებო დონეზე.
QUOTE
მაგას წყვეტს ის ისტორია დ ის ცივილიზაცია რომელიც ამ ენის გარშემო შეიქმნა
საერთაშორისო სამართალი წყვეტს მაგას და ეგ საერთაშორისო სამართალი იმას წყალობს ვისაც მეტი ძალა აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში. ეგ სამართალი და საერთაშორისო აღიარება რომ არ არსებობდეს, მეც შემიძლია ჩემი სახლი სუვერენულ სახელმწიფოდ გამოვაცხადო და ვიზები დავურიგო ხალხს აქ შემოსვლისთვის :D სანამ არ დამიპყრობენ. მაგრამ თუ არ მაღიარებს იგივე გაერო, როგორ გახდება ჩემი სახლი დამოუკიდებელი რესპუბლიკა (მონარქია, ა.შ.)?
QUOTE
არა.
მშვენივრად იციან რა რა რირებულებისაა, უბრალოდ შენ არ გეტყვიან
შეიძლება.
საკუთარი ღირსებისთვის ამაყ და 'მოჯიგიტო' გარემოში გაზრდილ ადამიანს ტომობრიობის სტიმული ჭირდება. ერს ან ტომს მატერიალური კულტურა რომც არ ქონდეს, მაინც გამოიგონებს რაიმე თვისებას საკუთარ კულტურაში, რომელიც მას უნიკალურს და უპირატესს გახდის სხვა კულტურებთან შეხამებაში. და მერე ეს ხალხი დააჯერებს თავს რომ ყველაზე გენიალური ერია იმიტომ რომ მიუხედავად დამწერლობის არქონის და ათასობით წლით ფაცხებში ცხოვრებისა, უნიკალური სამსტვირიანი პოლიფონიური სალამური აქვს ფოლკლორში და ამიტომ ყველას ჯობია. ანუ თვითგამორკვევის უფლება აქვს, სულ ცოტა...
918 Spyder
QUOTE
აი, ამაშია სხვაობა...
ჩვენ რუსეთის ნაწილი არ ვართ
სსრკ-ს ნაწილი ვიყავით, ისიც შეთრეული ძალით...
სსრკ-ს კონსტიტუცია ათასჯერ გადაიწერ-გადმოიწერა და ჩვენ რაც არ უნდა ვუთხრათ ეგ მაგათ, ისინი არ გაიგებენ და გვეტყვიან რომ სტალინმა შეათრია აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (და არა ავტონომიური, თუმცა ამიერკავკასიის ფედერატიულ რესპუბლიკაში შემავალი) საქართველოს სსრ-ში და ჩვენს 1978 წლის სსრკ კონსტიტუციის არგუმენტებს დაუპირისპირებენ უფრო ადრინდელი სსრკ-ს არგუმენტებს, რომელშიც აფხაზებიც ისე შეათრიეს , როგორც ჩვენ.
This post has been edited by
Ar-Pharazôn
on 7 May 2015, 00:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
datu
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
datu
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 18723
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07
#44523403
· 7 May 2015, 01:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Data_TuTashxia
QUOTE
ცხადია რომ ერთ მხარეს უცნაურად ყველას აქვს მომავალი, მეორე მხარეს კი უკეთეს შემთხვევაში "რაღაც ქვეყანაა" - ეს კარგად თქვი,ჩემი აზრით როდესაც შედეგი ვთქვათ 20:0-ია - უფრო სისტემური დასკვნების გამოტანა შეიძლება.
QUOTE
ნებისმიერი აზრი: სწორია თუ არა, სასარგებლოა თუ არა - კონტექსტს გააჩნია,ამიტომ მაგალითად ამერიკაც ცუდია - როდესაც ეუბნები საზოგადოებას, რომელიც წითელი ურჩხულისგან ცდილობს თავის დაღწევას,(ჯერ შიგნით თავის თავში პირველ რიგში) გააზრებულად თუ გაუაზრებლად უკან უბიძგებ მას.
კი, დასავლური გზა და სისტემა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ეგ ფაქტია, მაგას რად უნდა ლაპარაკი?!
მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც საქართველოსთვის, რეგიონში არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე (რუსული, თურქული, ისლამური საფრთხეები და ა.შ.) არც დასავლური გზის პირდაპირი კოპირება მიაჩნია დასაშვებად. ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური იდეოლოგიის კოპირება შეიძლება ამერიკის ინტერესებში შედიოდეს, ვისაც საბოლოო ჯამსი სულ ახატია, მთად რომც ამოიბუგოს აქაურობა, მაგრამ ჩვენს ინტერესებში ეგ არ შედის; რომ ჩვენს რეგიონში დაცულობის მისაღწევად დასავლური ლიბერალიზმისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიაა საჭირო.
რაც თურმე რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, ქვეყნის უკან, რუსეთისკენ ბიძგება, კოლაბორაციონიზმი, ღალატი, საკუთარი ქვეყნის მტრისთვის მიყიდვა და ა.შ. ყოფილა, რისი მინიშნებებიც შენს პოსტებშიც იყო და მთლიანად ეს ფორუმი სასვეა ამერიკული პოზიციის მოწინააღმდეგეთა მაგგვარი შეფასებებით. გამოდის, რომ უკვე გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანი, რომელიც უბრალოდ დასავლეთის კრიტიკას ბედავს, უკვე ლამის მოღალატედ ცხადდება.
ზუსტად ამას ვგულისხმობდი, როცა საკუთარი ინტერესების გატანის ბევრად დახვეწილ ამერიკულ მეთოდებზე ვლაპარაკობდი - როგორ შეიძლება დამორჩილების და დამონების უფრო მაღალი ხარისხის წარმოდგენა, როცა საკუთარი ქვეყნის განვითარების კურსზე მსჯელობისას რაიმე განსხვავებული კურსის ხსენება, ან კურსი იქით იყოს, საერთოდ დასავლეთის რაიმე სახის კრიტიკაც კი ლამის ქვეყნის ღალატად და კოლაბორაციონიზმად ცხადდება?!
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ღალატად და რუსეთუმეობად ცხადდება არამხოლოდ კურსზე ლაპარაკი, ან თუნდაც დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კრიტიკა, მათი ესა თუ ის ფასეულობაც რომ გააკრიტიკო და შენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიიჩნიო, ეგეც რუსეთისკენ ბიძგება ყოფილა, თურმე, ვინაიდან, ეგეც ხომ ირიბი მინიშნებაა, რომ დასავლეთი არ ვარგა და რუსეთი კარგია და, შესაბამისად, ეგეც ხომ რუსულ საქმეს აკეთებს?! ამიტომ, ცხადია, ყოველმა გულანთებულმა ქართველმა უარი უნდა თქვას ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, ნებისმიერ საკითხში, გარდა დასავლურისა, თუ არ გვინდა ისევ წითელ ხაფანგში შევათრიოთ ქვეყანა.
ზატო დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა ხომ გვექნება, სინგაპურივით წარმატებული?!
სინგაპურივით, რომლის მოსახლეობის 80%-ს ჩამოსულები შეადგენენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1784
წევრი No.: 198649
რეგისტრ.: 24-February 15
#44523409
· 7 May 2015, 01:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
მასე ფაქტების უგულებელყოფას თუ დავიწყებთ, მე შემიძლია ვამტკიცო რომ წინა ცხოვრებაში ელვისი ვიყავი. დამიჯერებს ვინმე?!
ეგ აფხაზეთი სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა სწორედ იმის მერე ,რაც საქართველო შეათრიეს საბჭოეთში...
ეხლა რამდენიც უნდათ ახტნენ და დახტნენ...
QUOTE
თვითგამორკვევის უფლება აქვს, სულ ცოტა...
კი, ცხადია აქვს მაგრამ ეგ არ არის საკმარისი სახელმწიფოს შესაქმნელად...
იმისთვის, რომ დამოუკიდებელი იყოს, დამოუკიდებელი უნდა იყო... ეს ტავტოლოგია არ არის ... მე იმის თქმა მინდა,რომ სახელმწიფოს ქმნის ის ერი, რომელსაც ცალკე არსებობა შეუძლია...
რა გააკეთეს აფხაზებმა ამ 20 წლის მანძილზე თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ? რა გააკეთეს საერთოდ გარდა იმისა რომ ქართველების სახლები სომხებს და რუსებს მიჰყიდეს ?
რა?
This post has been edited by
918 Spyder
on 7 May 2015, 01:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20676
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#44523538
· 7 May 2015, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
918 Spyder
QUOTE
რა გააკეთეს აფხაზებმა ამ 20 წლის მანძილზე თავიანთი დამოუკიდებლობისთვის ? რა გააკეთეს საერთოდ გარდა იმისა რომ ქართველების სახლები სომხებს და რუსებს მიჰყიდეს ?
იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩვენზე დაბოღმილები იყვნენ თავიდანვე და გამოგვყარეს იქიდან, მართლა არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ ეგ არცაა აუცილებელი დამოუკიდებლობისთვის. შიმშილით არ კვდებიან, ბანძურად ცხოვრობენ მაგრამ ცხოვრობენ, 'სტრატეგიული პარტნიორი' ყავთ რომელიც იციან რომ უარესად ჩაყლაპავს ვიდრე ჩვენ ჩავყლაპავდით, მაგრამ ისე ვძულვართ რომ ურჩევნიათ იმან ჩაყლაპოს. ამის შემდეგ მხოლოდ აღიარებაა საჭირო იმისთვის , რომ აფხაზეთი იურიდიულად დამოუკიდებელი სახელმწიფო იყოს. რუსეთმა, სიტყვაზე, ბრიკსის ქვეყნები რომ გადმოიბიროს უახლოეს 7-8 წლის განმავლობაში რომ აღიარონ აფხაზეთი, მერე იქნება ეგ ტერიტორია კოსოვოსავით - ნახევარი მსოფლიოს მიერ აღიარებული და ნახევარის მიერ არაღიარებული, ნაცვლად ბანდიტი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქართული ტერიტორიისა.
უსაქმურობისგან ამ ძაან გრძელ რაღაცეებს ვწერ, არადა ყველა ვიცით მოკლედ როგორცაა: ყველა პატარა მხარეს აქვს თავისი სიმართლე მანდ და ბოლოს იმისი გაიტანს, ვისი მფარველიც მოუგებს მეორეს მფარველს. ჯერჯერობით რუსეთს არ წაუგია. მორალურად კი ერთმნიშვნელოვნად ცუდი და კაი არავინაა-თქუა :D
თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ქართველი ვარ, რუსეთის დედასაცშავეცი (თუმცა რუსი რომ ვიყო პუტინისტი ვიქნებოდი)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
918 Spyder
აბა ობამა ჯობდა ?!
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1784
წევრი No.: 198649
რეგისტრ.: 24-February 15
#44523636
· 7 May 2015, 01:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
ჰოდა, მე რას ვამბობდი...
არ არიან ეგენი დამოუკიდებლები; სიაფანდობააა მაგათი დამოუკიდებლობა.
გააგრძელონ ჭაობში ცხოვრება, თუ მასე ურჩევნიათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პროფაზა
123456
ჯგუფი: Members
პროფაზა
123456
ჯგუფი: Members
წერილები: 2989
წევრი No.: 152472
რეგისტრ.: 28-July 12
#44523662
· 7 May 2015, 01:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
უბრალოდ 'ცუდი ტიპები' არ არიან. ჩვენნაირები არიან, სამშობლოთი ამაყობენ და რაც მთავარია ამის გამო მზად არიან გაჭირვებისთვის,
ხო ეგ აშკარაა.
უბრალოდ, საპირისპირო ინტერესები გვაქვს.
ეგ კიდე კარგია რუსეთს რომ დავეჯახეთ და არა ამერიკას.
ამერიკა კიდე უარესს გაგვიჩალიჩებდა რა აფხაზეთი და ოსეთი და გორთან გაჩერება? :D
აუ აბუგრეიბის ციხეში რეები ხდებოდა :facepalm:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
meruemi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
meruemi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 15430
წევრი No.: 189382
რეგისტრ.: 28-July 14
#44523817
· 7 May 2015, 01:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Ar-Pharazôn @ 6 May 2015, 22:22 )
karlsoni
ეგ ყველაფერი ისე დაგეწერა რომ არ გეკბინა , არ შეიძლებოდა? არ ვიაზვობ და არავის ვეძახი ქოლოფდიუთიში ჩარჩენილ ასაკოვანს, რომც იმსახურებდეს (თუმცა ლიჩნად მე ვაღიარებ რომ მაგ კატეგორიას წარმოვადგენ, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც მცდარ რამეებს ვწერ)
სერიოზულად, რაში გამოიხატება ეგ განსხვავებული ეთნოფილოსოფია? ქართულ საზოგადოებაში გაზრდილ კაცს სხვა ფუნდამენტური მოთხოვნილება აქვს ვიდრე რუსს? რაში გამოიხატება ეგ განსხვავება, მხოლოდ იმაში რომ ღვინო ურჩევნია არაყს თუ იმაშიც რომ ბუნება უფრო უყვარს / ადამიანების მიმართ ემპათიის შეგრძნება უფრო განვითარებული აქვს და ა.შ.? უკაცრავად, მაგრამ მე ეგრე მგონია რომ როგორც ხროვებით უსწორდებიან თავიანთ მტრებს არაბები ან რუსების , ჩვენც რაღაც ეგეთ პესნიას შევუშვებდით. რასობრივად მაგათ შუაში ვართ სადღაც და დანარჩენი შეიძლება მართალი იყო იოანე ზოსიმე და მე ვარ მტყუანი
ძალიან პრინციპიალური განსხვავებაა! ქართველს არ აქსვ ,,დერჟავული' მოთხოვნილება, არ იშიმშილებს იმიტომ რომ იმპერია ჰქონდეს!
მე სხვანაირად დაგისვამ კითხვას, მე-11-12 საუკუნის საქართველოს ადგილას რომ ოფილიყო რუსეთი რას იზამდა?
ქართველებს გვქონდა შანსი შეგვექმნა იმპერია, განსაკუთრებიტ შამქორის ბრძოლის შემდეგ, როდესაც ახლო აროსავლეთის ერთ- ერთი ყველაზე ძლიერი რეგიონი ირანის აზერბაიჯანის მართველი აბუ ბაქარი დაამარცხეს. ამასტან მაგ პერიოდში ახლო აღმსავლეთში შიდა აშლილობა იყო!
და რას იავდნენ მაშინ ქარტველები რუსებივით რომ ეაზროვნათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
gramatikikina
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 55124
წევრი No.: 93409
რეგისტრ.: 11-June 09
#44524133
· 7 May 2015, 02:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
გააჩნია ვისი მხრიდან შეხედავ.
რუსებს რომ კითხო 'პინდოსების' მიერ გადაგვარებული და მოსყიდული ერი ვართ, რომლის ევროატლანტიკური არჩევანი რუსეთის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აგდებს.
რუსი რომ აქვეყნებს ვიდეოს 'ია რასიისკი აკუპანტ' მანდ თავისებურ სარკაზმს და ირონიას აწვებიან და იპრავებენ თავიანთ 'იდეალიზმს', თორემ რეალურად ოკუპანტებად და ცუდ ტიპებად არ აღიქვამენ თავს. იმას კი არ ამბობს მაგ ვიდეოში ტიპი, ნახეთ რა ბოროტი ვარ დედას ვუხნავდი დაპყრობილებს, არამედ ამბობს ფაბრიკები და ინდუსტრია ავუშენე იმ ხალხს და ის უმადურები თუ ოკუპანტს დამიძახებენ, დაე ვიყო ოკუპანტი, ჩემ თავთან მართალი ვარო...
აფხაზებს და ოსებს რომ კითხო ჩვენ ვართ დამპყრობლები, თვითგამორკვევის უფლება არ მივეცით და მათ მიწაწყალს ვასაღებდით სუფთა ქართულად, ხოლო მათ ჩამოსახლებულად, რის გამოც ისევე ვძულვართ, როგორც ჩვენ რუსები. ჩვენც მათ, როგორც რუსები ჩვენ, გზააბნეულ და ტვინამღვრეულ, უფრო დიდი პოლიტიკური ძალის პაიკად მივიჩნევთ და ვიმედოვნებთ რომ როგორმე ნათელ მხარეზე მოვაქცევთ, რათა ჩვენი სამშობლო არ იყოს შეკვეცილი და მიწაახეული.
სულ სხვა ანსვერი მაქვს მაგ საკითხზე
ჯერ რუსეთისთვის საფრთხე რა არის, ეგ განვსაზღვროთ
საერთოდ ვინ ებრძვის რუსეთს ან მის მოქალაქეებს, ან ვინ შებრძოლებია საერთოდ?
აშშ დემოკრატიის დამყარების დროშის ფრიალით ბომბავს, მაგრამ რომ მკითხო, რას შვრებაო, გიპასუხებ
რუსეთი რაღას შვრება, ერთი ამიხსნას ვინმემ
იმის გარდა, რომ თავის გარშემო ბუფერული ზონების შექმნითაა დაკავებული იმისათვის, რომ დაცული იყოს
და ვისგან უნდა იყოს დაცული და ვის რა ჯანდაბა უნდა რუსეთში?
ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორია კიდევ ჩვენ საქართველო გვგონია და მაგას ვშვრებით და რუსეთი კიდევ თავს იცავს გაფართოვებით
ბოლოს მთლიანად დედამიწის დაკავება მოუწევს მაგ გეგმით
This post has been edited by
gramatikikina
on 7 May 2015, 02:42
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
omerta
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22219
წევრი No.: 22628
რეგისტრ.: 24-August 06
#44524600
· 7 May 2015, 07:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
140 მილიონია რუსეთთან და 80 მილიონიან თურქეთთან განვიხილავთ სამხედრო დაპირისპირებას
საქართველოში არის ერთერთი ნაყოფიერი და მრავალფეროვნებით დაჯილდოებული ბუნება...
სრული სამოქალაქო მობილიზაციის პირობებში შესაძლებელია სოფლის მეურნეობის ნედლეულის წარმოება 5-ჯერ მეტის, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას ესაჭიროება... ამ სფეროში მოსახლეობის 4% რომ ჩაებას, საკმარისია...
სწორი წარმოების პირობებში ის 4/5 ნედლეულიდან პროდუქციად იქცევა და ექსპორტზე გავა როგორც ნაწარმი. მოსახლეობის 1% საკმარისია...
ასევე დიდი პოტენციალი გვაქვს აბრეშუმის და შალის წარმოების. მოსახლეობის 1% რომ ამ მხვრივ დასაქმდეს, არა მარტო შიდა ბაზარს, საექსპორტო მნიშვნელობის ნაწარმსაც ვაწარმოებთ.
არაფერს ვამბობ ისეთი მნიშვნელობის წიაღისეულზე, როგორიცაა წყალი, ოქრო, მურა ნახშირი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი.
აგრეთვე გამოყენებადია ჰიდრო, აერო და ჰელიო საშუალებებიც, რაც ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია.
ცოტა გაზიც და ნავთობიც მოგვეპოვება...
ამ ჩამოთვლილი მიმართულებით რომ კიდევ მოსახლეობის ერთი პროცენტი დაკავდეს, სრულად ავითვისებთ ამ მიმართულებასაც.
ჩვენივე სამხედრო მრეწველობაც არაა ფანტასტიკის სფერო. ამას პლუს საჰაერო თავდაცვა და ამ კუთხით დასაქმებული 0.5 პროცენტი საკმარისი იქნება შესაბამისად სამხედრო აღჭურვილობის და სათადარიგო საკვები პროდუქტის მობილიზაციისთვის.
ამას პლუს სავალდებულო სამხედრო სამსახური განურჩევლად სქესისა და სარწმუნოებისა და 400 ათასიანი არმის რეზერვიანად სახეზე გვექნება...
400 ათასიანი არმიის მქონე ქვეყანას არ ეომებიან თუნდაც იმ მოტივით, რომ ზდემეტ დანაკარგებს ერიდებიან...
ასე რომ არაფერი გასაკვირი მანდ არ არის...
This post has been edited by
omerta
on 7 May 2015, 07:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4244
წევრი No.: 45053
რეგისტრ.: 28-October 07
#44524634
· 7 May 2015, 07:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
140 მილიონია რუსეთთან და 80 მილიონიან თურქეთთან განვიხილავთ სამხედრო დაპირისპირებას
კაცო ხომ "მოვასწარით" ორივე 3-წლიანი დამუკიდებლობისას, რაღაც სასწაულად არ შეგვირცხვენია თავი მემგონი,
ნუ ახლა არანაირი პოლიტიკური ნიჭი რომ აღარ აღმოგვაჩნდა, ყველა მოკავშირე გავაკვირვეთ და დაგვიკიდეს და
შესაბამისად ვერაფერში გამოვიყენეთ და ჯამში მაგ ორმა კარგად ივაჭრა ჩვენზე, ეს სახვაა ....
P.S. აბა ვის ახსოვს "კრიმნაშ"-ში რა გადაიხადა რუსეთმა თითქმის საუკუნის წინ?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(6)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1095 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.