Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(6)
« პირველი
...
3
4
[5]
6
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ჩვენ რომ ვიყოთ რუსეთის ადგილას...
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
vaxo55
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9595
წევრი No.: 80368
რეგისტრ.: 26-December 08
#44524667
· 7 May 2015, 08:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
Ar-Pharazôn
საღოლ!
კარგი აზრია ჩვენს თავს შევხედოთ უცხო თვალით
ასეთი რამ გამახსენდა:
ურალში არის ქალაქი ასბესტი, სადაც ასბესტი მოიპოვებოდა. ირგვლივ გადამუშავებული ნარჩენების გორები იდგა.ჩამოვიდნენ იაპონელები,აიღეს სინჯები და შესთავაზეს–მოგვყიდეთ ეს ნარჩენები,თქვენ მაინც არ გაქვთ სათანადო ტექნოლოგიაო. არ მისცეს და ასეთი პასუხი გასცეს: ეს მიწა მარტო ჩვენ კი არა, ჯერ რომ არ დაბადებულან,იმ ჩვენს შვილებსაც ეკუთვნით და დღეს ჩვენ თუარა გვაქვს რამის თავი,ჩვენი შვილები შეძლებენო.
ჰააა, აბა გავიხსენოთ ახლა კაზრეთის(და არა მარტო) ამბები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturn
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
Saturn
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 56365
წევრი No.: 21369
რეგისტრ.: 5-July 06
#44524763
· 7 May 2015, 09:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
datu
QUOTE
სამაგიეროდ მთლიანად ჰქონდა დაკავებული მაგ ქვეყნებიდან ერთი-ორი
დაკავებული რას ჰქვია? ოკუპირებული ჰქონდა?
QUOTE
უბრალოდ რუსეთზე ცოტა უფრო ჰუმანური და მისაღები იმის გამო, რომ ბევრად დიდი ძალის და დახვეწილი მეთოდების ხარჯზე, როგორც წესი, უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად ახერხებს საკუთარი ინტერესების გატანას. მაგრამ სადაც არ გამოსდის, იქ ძალის გამოყენებას ნაღდად არ ერიდება.
ბევრი ტყუილი ერთ წინადადებაში :) ცოტა უფრო ჰუმანური კი არა ბევრად ჰუმანური. უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად მიზნების მიღწევა არის ზუსტად ცივილიზებული გზა და ამაში არაფერი დასაძრახი არაა. რუსეთის შემთხვევაში უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად მიზნის მიღწევა საქართველოსთან მიმართებაში იქნებოდა ჩვენი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა საქართველოს სამხედრო ბლოკებში არგაწევრიანების პირობის სანაცვლოდ, რასაც ყველა დათანხმდებოდა ამ ქვეყანაში. მაგრამ რუსეთმა აირჩია ძალის გამოყენება და სისხლისღვრა. პატარა განსხვავებაა ამ ორ ვარიანტს შორის?
რაც შეეხება აშშ-ს მიერ ძალის გამოყენებას: ერთადერთი შემთხვევა, როცა ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე აშშ -მ გამოიყენა სამხედრო ძალა გაეროს რეზოლუციის გარეშე იყო ერაყის კამპანია უმცროსი ბუშის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში არსებობდა გაეროს შესაბამისი რეზოლუცია ძალის გამოყენებაზე.
სადაც არ გამოსდის იქ არ ერიდება ძალის გამოყენებასო - ესეც ტყუილია. ამის მაგალითი კუბაა. სურვილის შემთხვევაში აშშ შეძლებდა კუბაში ძალის გამოყენებით შეჭრას და ლოიალური ხალხის დასმას ხელისუფლებაში.
QUOTE
ჯიგარი და კეთილშობილი სახელმწიფო
ჯიგარი და კეთილშობილი :D ასე შეიძლება ადამიანი დაახასიათო. სახელწიფოს შემთხვევაში კი ასეთი ცნებები არ არსებობს. სახელმწიფო შეიძლება იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული ან ავტორიტარული, კოლონიური მისწრაფებებით. რომელია პირველი და რომელი მეორე ნათელია.
და კიდევ ერთი: როცა ვსაუბრობთ დასავლეთსა და რუსეთზე, მაინცდამაინც მხოლოდ აშშ-ს რატომ წარმოიდგენთ? მის გარდა არსებობს გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და სხვა სახელმწიფოები. შეადარეთ მათი და რუსეთის პოლიტიკა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
vaxo55
QUOTE
ურალში არის ქალაქი ასბესტი, სადაც ასბესტი მოიპოვებოდა. ირგვლივ გადამუშავებული ნარჩენების გორები იდგა.ჩამოვიდნენ იაპონელები,აიღეს სინჯები და შესთავაზეს–მოგვყიდეთ ეს ნარჩენები,თქვენ მაინც არ გაქვთ სათანადო ტექნოლოგიაო. არ მისცეს და ასეთი პასუხი გასცეს: ეს მიწა მარტო ჩვენ კი არა, ჯერ რომ არ დაბადებულან,იმ ჩვენს შვილებსაც ეკუთვნით და დღეს ჩვენ თუარა გვაქვს რამის თავი,ჩვენი შვილები შეძლებენო.
ჰააა, აბა გავიხსენოთ ახლა კაზრეთის(და არა მარტო) ამბები
მთავარია მაგ გახსენებებში რეალობას არ მოწყდეთ
http://www.dp.ru/a/2015/02/27/Neftjanie_mestorozhdenija_dl/
This post has been edited by
Saturn
on 7 May 2015, 09:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
Data_TuTashxia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4244
წევრი No.: 45053
რეგისტრ.: 28-October 07
#44524867
· 7 May 2015, 09:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
datu
QUOTE
კი, დასავლური გზა და სისტემა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ეგ ფაქტია, მაგას რად უნდა ლაპარაკი?!
უკვე ვარბილებთ თან ისე რომ აზრი იცვლება, ფორმალურად კი ვეთანხმებით მაგრამ რეალურად ვამბობთ რომ ამ ორიდან ერთია "უფრო წარმატებული",
ეს კი იმას ნიშნავს რომ მეორესაც არაუშავს, მაშინ როდესაც რეალურად მეორე გზა მთავრდება უმომავლო საზოგადოების ჩამოყალიბებით,
რომელსაც ნარკოტიკივით სჭირდება თავისუფალი აზრის მოკვლა და მუდმივი ინექციები მტრის ხატის სახით (ეს იყო ერაყი, ლიბია, სირია, ესაა რუსეთი .... ჩვენც მანდ ვართ ჯერჯერობით,
ძალიან შორს კი არ ვართ წასული - ამიტომ არის რომ მაგალითად ჩვენი საზოგადოების უმეტესობას ან სძულს, ან უყვარს მთავრობა, ოპოზიცია და ა.შ.
ყველაზე გაუგებარი ორი დამოკიდებულებაა რომელიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკის/პოლიტიკოსის მიმართ)
QUOTE
ჩვენ ვამბობთ, რომ დასავლური იდეოლოგიის კოპირება შეიძლება ამერიკის ინტერესებში შედიოდეს, ვისაც საბოლოო ჯამსი სულ ახატია, მთად რომც ამოიბუგოს აქაურობა, მაგრამ ჩვენს ინტერესებში ეგ არ შედის; რომ ჩვენს რეგიონში დაცულობის მისაღწევად დასავლური ლიბერალიზმისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიაა საჭირო.
გთხოვ ეს განსხვავებული იდეოლოგია რომელია, იქნებ მე არ ვიცი, მითხარი და დავფიქრდები - ირონიის გარეშე ვამბობ,
თუ ვთანხმდებით, რომ ჩვენი მდგომარეობის და შესაძლებლობების ქვეყანას სულ ორი გზა აქვს,
ერთისგან რადიკალურად განსხავავებული მეორე არ გამოდის ? მესამე როგორ ჩნდება ამ "რასკლადში", რამე არ მესმის?
QUOTE
რაც თურმე რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა, ქვეყნის უკან, რუსეთისკენ ბიძგება, კოლაბორაციონიზმი, ღალატი, საკუთარი ქვეყნის მტრისთვის მიყიდვა და ა.შ. ყოფილა, რისი მინიშნებებიც შენს პოსტებშიც იყო და მთლიანად ეს ფორუმი სასვეა ამერიკული პოზიციის მოწინააღმდეგეთა მაგგვარი შეფასებებით. გამოდის, რომ უკვე გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანი, რომელიც უბრალოდ დასავლეთის კრიტიკას ბედავს, უკვე ლამის მოღალატედ ცხადდება.
ამაზე პასუხი ნაწილობრივ არის წინა აბზაცში, ქვემოთაც შევეხები, აქ დავამატებ:
ჯერ გავხდეთ დასავლეთი, ან იქითკენ მიმავალ გზაგზე შეუქცევადად მაინც დავდგეთ, გავანეიტრალოთ არსებული რისკები, შევიქმნათ ის პრობლემები რაც მათ აქვთ და მერე ვაკრიტიკოთ და ვირტყათ თავში როგორ მოვაგვაროთ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გზის გავლა, და ყველაფერს რაც ამის წინააღმდეგია თუ ვინმე ისეთ სახელს არქმევს რაც შენ დაწერე, მე არ ვარ ასე მკაცრი ფორმულირებების მომხრე, რადგან იგი (გარდა იმისა რომ მეორე მხარეს პოზიციის შეცვლის შანსს აღარ აძლევ)
ტოტალიტარული აზროვნების დამახასიათებელია და ჩემს თავს არ ვთვლი ასეთად, ამიტომ მე ნებსით თუ უნებლიე შეცდომას ვუწოდებ.
QUOTE
ზუსტად ამას ვგულისხმობდი, როცა საკუთარი ინტერესების გატანის ბევრად დახვეწილ ამერიკულ მეთოდებზე ვლაპარაკობდი - როგორ შეიძლება დამორჩილების და დამონების უფრო მაღალი ხარისხის წარმოდგენა, როცა საკუთარი ქვეყნის განვითარების კურსზე მსჯელობისას რაიმე განსხვავებული კურსის ხსენება, ან კურსი იქით იყოს, საერთოდ დასავლეთის რაიმე სახის კრიტიკაც კი ლამის ქვეყნის ღალატად და კოლაბორაციონიზმად ცხადდება?!
ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ღალატად და რუსეთუმეობად ცხადდება არამხოლოდ კურსზე ლაპარაკი, ან თუნდაც დასავლური ქვეყნების პოლიტიკის კრიტიკა, მათი ესა თუ ის ფასეულობაც რომ გააკრიტიკო და შენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიიჩნიო, ეგეც რუსეთისკენ ბიძგება ყოფილა, თურმე, ვინაიდან, ეგეც ხომ ირიბი მინიშნებაა, რომ დასავლეთი არ ვარგა და რუსეთი კარგია და, შესაბამისად, ეგეც ხომ რუსულ საქმეს აკეთებს?! ამიტომ, ცხადია, ყოველმა გულანთებულმა ქართველმა უარი უნდა თქვას ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე, ნებისმიერ საკითხში, გარდა დასავლურისა, თუ არ გვინდა ისევ წითელ ხაფანგში შევათრიოთ ქვეყანა.
ა) სახელმწიფო რომელიც საკუთარ ინტერესებზე არ ზრუნავს ვერ იარსებებს, საკითხი იმაშია სხვის ინტერესებს როგორ ითვალისწინებ ამ დროს.
ბ) სად ნახეთ ბრმად გადმოტანას რომ გვაძალებდეს ვინმე?
თუ წაგვიკითხავს ბიზნესის, ორგანზაციების და ზგადად საზოადოების მართვის დასავლური თეორიები?
ყველგან გასდევს მთავარ ხაზად რომ ამ სისტემების დანერგვისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოკალური
სოციალური, კულტურული, ეთნიკური, ტრადიციული - თავისებურების გათვალისწინებას,
თავებია ამაზე და ზოგადად ეთიკურ საკითხებზე, ახლა შევადაროთ რუსული მართვის თეორიებს, გამაოგნებელი განსხვავებაა,
რა მაგის პასუხია და იმასაც კი შეამჩნევს დაკვირვებული თვალი მაგალთად ვის (უკეთესად) გაუგია ქრისტიანული მორალი პრაქტიკაში:)
გ) ყველა გულანთებულმა ქართველმა ორი რამ უნდა დაიწყოს, მიუხედავად ასაკისა და პოზიციისა: სწავლა და შრომა,
და უნდა ვისწავლოთ რომ მთავრობა ღმერთისგან კი არ არის ჩვენი არჩეული და დანიშნულია - (უფალი თანხმობას აცხადებს მხლოდ :)),
შესაბამისად სულ სხვა მოვალეობები აქვს, განსხვავებული იმისგან რასაც ჩვენს 80% ითხოვს მისგან.
QUOTE
ზატო დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყანა ხომ გვექნება, სინგაპურივით წარმატებული?!
სინგაპურივით, რომლის მოსახლეობის 80%-ს ჩამოსულები შეადგენენ.
გვექნება თუ იმ პრონციპების დაცვას შევძლებთ რაც ითქვა, შეიძლება სინგაპურზე უკეთესიც.
ჩვენც გავივსებით (თუნდაც) ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსულებთ, როლებიც *ოვ/ევებიდან *შვილებად ასიმილირდებიან ძალიან სწრაფად,
თუ 10 წელი გავქაჩეთ სწორ დასავლურ გზაზე და ეს კარგია.
არ ვეშვებით ამ სინგაპურს და ბარემ ვიკითხავ შემდეგი საკითხები იყო თუ არა მისი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები თითქმის 30 წელი:
1. მკაფიო/ცალსახა დასავლური კურსი და "მეორის" მკაფიო დაგმობა, არანაირი ტრაკის თამაში ამ ნაწილში.
2. სამხედრო ინფრასტრუქტურის სასწრაფო განვითარება (მიუხედავად იმისა რომ თიტქოს მილიარდიან საფრთხესთან საომარი კუთხით შანსი არ ქონდა).
3. ამ მტერთან, დიპლომატიური ურთერთობებისაც კი არ ქონა, სანამ ყველა რისკი არ განეიტრალდა ან მისაღებ დონემდე არ შემცირდა,
და მან არ აღიარა სინგაპური, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორი ნებისმიერი წინაპირობებისა და პრეტენზიების გარეშე.
This post has been edited by
Data_TuTashxia
on 7 May 2015, 09:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OTARIUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
OTARIUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2273
წევრი No.: 101359
რეგისტრ.: 1-October 09
#44525123
· 7 May 2015, 10:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩვენ, რომ რუსეთის ადგილას ვიყოთ,
გარშემო სხვები დაგვიპყრიბდნენ და ტერიტორიები ოკუპირებული გვექნებოდა და ისევ საქართეველო გავხდებოდით :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
crystal
Crazy Member
ჯგუფი: Members
crystal
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2834
წევრი No.: 158080
რეგისტრ.: 26-December 12
#44525180
· 7 May 2015, 10:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
140მილიონიანი ქართველი ერი
140 მილიონი ბოღმა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#44525201
· 7 May 2015, 10:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
ჩვენნაირები არიან, სამშობლოთი ამაყობენ
:D :D :D
არ დაიჯეროთ, ყოველი მეორე ან უფრო მეტი ჩვენთან სამშობლოს გინებით არის დაკავებული! სიამაყის უნარი ვის გვაქვს, თორემ კი, ძველი ერი ვართ! :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
qar-tleti
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 11605
წევრი No.: 192505
რეგისტრ.: 14-October 14
#44525335
· 7 May 2015, 10:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Ar-Pharazôn
QUOTE
აღმოსავლეთით ჩვენზე ძლიერი ხვარაზმშაჰების ქვეყანა, რომელმაც სახე წაგვაძრო გაგანია ოქროს ხანაში.
ეგ გარნისის ომი ძალით წაგებული ომი იყო. საქართველოს მაგ პერიოდში უფრო დიდი ომები აქვს მოგებული, მაგრამ მაშინ ხელისუფლებაში არ იყვნენ რუსუდანი და ლაშაგიორგი. პოლიტიკურ ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ომის ბედის საბოლოოდ გადაწყვეტისათვის.
ის კი არა და საქართველოს თავი ნორმალურად რო დაეცვა 2008ში და სააკაშვილი პირველი დეზერტირი არ ყოფილიყო, შესაძლო იყო ჭარმატების მიღწევა მაშინახ კი, თუნდაც რუსეთს უფრო დიდი ძალებით შემოეტია. მაგრამ ომის ბედი გადაწყვიტა არა სამხედრომ, არამედ სააკაშვილის სიმხდალემ, არაკომპეტენტურობამ და სატელეფონო ზარებმა.
რუსეთის ადგილას რო ვიყოთ ახლა? ჩვენ არავართ აგრესიული ერი, და არც მზაკვარი. მართლაშეეძლო საქართველოს მე13 საუკუნეში უფრო დიდი ტერიტორიები ჰქონოდა, მაგრამ ეს არ გაასკეთა, არადა უნდა გაეკეთებინა. ყურთლუ-არსლანის დასს(პარტიას)რო გაემარჯვა, შესაძლოა სულ სხვა კონფიგურაციის მსოფლიოში გვეცხოვრა ახლა. მიზეზი მარტივია-ვაჭრებს უყვართ ფული, ფულის გამო ისინი ყველაფერზედ მიდიან. ომი კი ბიზნესია. საქართველოში რომ მომხდარიყო მე13 საუკუნეში ის რაც მე16 საუკუნეში მოხდა ინგლისში, შესაძლოა დღეს ქართული ყოფილიყო ერთრეთი მსოფლიო ენა (როგორც იგივე ინგლისური, ესპანური არაბული და ასე შემდეგ). მე13 საუკუნის ქართული სამხედრო წყობა იყო ერთერთი საუკეთესო სამხედრო წყობა, რომელიც შექმნა დავით აღმაშენებელმა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
datu
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
datu
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 18723
წევრი No.: 37099
რეგისტრ.: 24-June 07
#44525653
· 7 May 2015, 11:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Saturn
QUOTE
დაკავებული რას ჰქვია? ოკუპირებული ჰქონდა?
ავღანეთის და ერაყის ოკუპაცია არ მოახდინა აშშ-მ?
სიტყვა ოკუპირებს ნიშნავს სახელწმიფოს მიერ ძალით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიის დაკავებას და ეგ არ მოხდა?
QUOTE
ბევრი ტყუილი ერთ წინადადებაში ცოტა უფრო ჰუმანური კი არა ბევრად ჰუმანური. უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად მიზნების მიღწევა არის ზუსტად ცივილიზებული გზა და ამაში არაფერი დასაძრახი არაა. რუსეთის შემთხვევაში უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად მიზნის მიღწევა საქართველოსთან მიმართებაში იქნებოდა ჩვენი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა საქართველოს სამხედრო ბლოკებში არგაწევრიანების პირობის სანაცვლოდ, რასაც ყველა დათანხმდებოდა ამ ქვეყანაში. მაგრამ რუსეთმა აირჩია ძალის გამოყენება და სისხლისღვრა. პატარა განსხვავებაა ამ ორ ვარიანტს შორის?რაც შეეხება აშშ-ს მიერ ძალის გამოყენებას: ერთადერთი შემთხვევა, როცა ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე აშშ -მ გამოიყენა სამხედრო ძალა გაეროს რეზოლუციის გარეშე იყო ერაყის კამპანია უმცროსი ბუშის დროს. ყველა სხვა შემთხვევაში არსებობდა გაეროს შესაბამისი რეზოლუცია ძალის გამოყენებაზე.სადაც არ გამოსდის იქ არ ერიდება ძალის გამოყენებასო - ესეც ტყუილია. ამის მაგალითი კუბაა. სურვილის შემთხვევაში აშშ შეძლებდა კუბაში ძალის გამოყენებით შეჭრას და ლოიალური ხალხის დასმას ხელისუფლებაში.
ჰოდა მაგას ვამბობ, რომ ჰუმანური იმითია, რომ ახერხებს უსისხლოდ და ძალის ჩაურევლად საქმის გაკეთებას. უფრო უკეთესი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსის ხარჯზე ახერხებს.
მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ როცა ვერ ახერხებს და არ გამოსდის, იქ არ იყენებს. ძაან კაი მაგალითი მოიყვანე ბუშის რეზოლუციის გარეშე შეჭრა, ზუსტად იმის მაგალითია, რომ როცა რეზოლუციის მიღებას ვერ ახერხებს, მაინც შედის.
თან რა მიზეზით, ვითომ ბირთვული იარაღის წარმოების სესაჩერებლად, როცა ბირთვული იარაღის წარმოების მცდელობაც კი არ ყოფილა :facepalm:
კუბაში არშესვლა არაფერს არ ნიშნავს. ყველა ქვეყანა იმის მიხედვით შედის ან არ შედის, უღირს ტუ არ უღირს.
QUOTE
ჯიგარი და კეთილშობილი ასე შეიძლება ადამიანი დაახასიათო. სახელწიფოს შემთხვევაში კი ასეთი ცნებები არ არსებობს. სახელმწიფო შეიძლება იყოს ცივილიზებული, დემოკრატიული ან ავტორიტარული, კოლონიური მისწრაფებებით. რომელია პირველი და რომელი მეორე ნათელია.
ჰოდა როცა საუბრობენ ცივილიზებულ და დემოკრატიულ სახელწმიფოებზე, გულისხმობენ ეს არის კეთილშობილურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე სხვებზე უხეშად არ ძალადობენ, რაც ფაქტია, რომ ტყუილია.
QUOTE
და კიდევ ერთი: როცა ვსაუბრობთ დასავლეთსა და რუსეთზე, მაინცდამაინც მხოლოდ აშშ-ს რატომ წარმოიდგენთ? მის გარდა არსებობს გერმანია, საფრანგეთი, იაპონია და სხვა სახელმწიფოები. შეადარეთ მათი და რუსეთის პოლიტიკა საკუთარი მიზნების მისაღწევად.
ეგრე კიდევ ჰოლანდიაც ხომ არ შევადაროთ, ან რამე უფრო პატარა და საერთაშორისო დონეზე ამბიციის არმქონე ქვეყანა?
ვის რისი რესურსიც აქვს, იმხელაზე ცდილობს თავისი ინტერესის გატანას.
Data_TuTashxia
QUOTE
უკვე ვარბილებთ თან ისე რომ აზრი იცვლება, ფორმალურად კი ვეთანხმებით მაგრამ რეალურად ვამბობთ რომ ამ ორიდან ერთია "უფრო წარმატებული",ეს კი იმას ნიშნავს რომ მეორესაც არაუშავს, მაშინ როდესაც რეალურად მეორე გზა მთავრდება უმომავლო საზოგადოების ჩამოყალიბებით, რომელსაც ნარკოტიკივით სჭირდება თავისუფალი აზრის მოკვლა და მუდმივი ინექციები მტრის ხატის სახით (ეს იყო ერაყი, ლიბია, სირია, ესაა რუსეთი .... ჩვენც მანდ ვართ ჯერჯერობით,
კი, ზუსტად რომ ერთი უფრო წარმატებულია, მაგრამ არა - ერთად-ერთი.
რა ხარისხის წარმატების მიღწევა შეეძლო მეორე გზას, ეგ ჩვენ ჯერ არ ვიცით, ვინაიდან უფრო ეფექტური დასავლეთი აქტიურად ცდილობს დაბლოკოს და შეაფერხოს მეორე გზა. მაგალითად ირანი, რომელსაც ძალიან სერიოზული ეკონომიკური ზრდა აქვს უმკაცრესი სანქციების მიუხედავად. რომ არა ეგ სანქციები, ირანი უკვე ახლა აღარ იქნებოდა თურქეთზე ნაკლები. მაგრამ საბოლოო ჯამში ირანი ალბათ მაინც მოახერხებს განვითარებას, სანქციების მიუხედავადაც კი.
და დასავლური გზის ერთად-ერთობას მალე ჩინეთი დააყენებს სერიოზული ეჭვის ქვეშ. ცოტა დარჩა და მერე მსოფლიოში ატერნატიული გზის დაბლოკვა მასეთი ადვილი აღარ იქნება.
QUOTE
გთხოვ ეს განსხვავებული იდეოლოგია რომელია, იქნებ მე არ ვიცი, მითხარი და დავფიქრდები - ირონიის გარეშე ვამბობ,თუ ვთანხმდებით, რომ ჩვენი მდგომარეობის და შესაძლებლობების ქვეყანას სულ ორი გზა აქვს, ერთისგან რადიკალურად განსხავავებული მეორე არ გამოდის ? მესამე როგორ ჩნდება ამ "რასკლადში", რამე არ მესმის?
ნაციონალისტურ-რელიგიური იდეოლოგია.
ირანი კარგი მაგალითია, ქვეყანა, რომელიც უმკაცრესი სანქციების პირობებში მაინც ახერხებს ეკონომიკურ განვითარებას.
პოლიტიკური ორიენტაცია დასავლური უნდა იყოს, მაგრამ არა იდეოლოგიური.
QUOTE
ჯერ გავხდეთ დასავლეთი, ან იქითკენ მიმავალ გზაგზე შეუქცევადად მაინც დავდგეთ, გავანეიტრალოთ არსებული რისკები, შევიქმნათ ის პრობლემები რაც მათ აქვთ და მერე ვაკრიტიკოთ და ვირტყათ თავში როგორ მოვაგვაროთ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გზის გავლა,
დასავლური იდეოლოგიის გზაზე შეუქცევადად თუ დავდექით, ვერასდროს ვერ გავხდებით ვერც დასავლეთი და ვერც იმ პრობლემებამდე მივალთ, რა პრობლემებიც მათ უდგათ. ის იდეოლოგია აქტუალური და მუშა იყო იმ რეგიონში და იმ ტიპის და მასშტაბის ქვეყნებში, სადაც ჩამოყალიბდა, ჩვენს რეგიონში მაგ იდეოლოგიის ხალხი სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება.
QUOTE
ბ) სად ნახეთ ბრმად გადმოტანას რომ გვაძალებდეს ვინმე? თუ წაგვიკითხავს ბიზნესის, ორგანზაციების და ზგადად საზოადოების მართვის დასავლური თეორიები?ყველგან გასდევს მთავარ ხაზად რომ ამ სისტემების დანერგვისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოკალურისოციალური, კულტურული, ეთნიკური, ტრადიციული - თავისებურების გათვალისწინებას,თავებია ამაზე და ზოგადად ეთიკურ საკითხებზე, ახლა შევადაროთ რუსული მართვის თეორიებს, გამაოგნებელი განსხვავებაა, რა მაგის პასუხია და იმასაც კი შეამჩნევს დაკვირვებული თვალი მაგალთად ვის (უკეთესად) გაუგია ქრისტიანული მორალი პრაქტიკაშ
ეკონომიკურ მოდელებში მცირე სხვაობების შეტანის დაშვება საერთოდ არააქტუალური თემაა, აქ ლაპარაკი იდეოლოგიაზე და მისგან გამომდინარე კანონმდებლობაზეა, ეგ არის ყველაფრის გადამწყვეტი საკითხი.
QUOTE
ჩვენც გავივსებით (თუნდაც) ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსულებთ, როლებიც *ოვ/ევებიდან *შვილებად ასიმილირდებიან ძალიან სწრაფად,
ჰოდა აი ზუსტად ასეთი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო მიდგომით რომ წყვეტენ, თან მყარად და მკაფიოდ, რა კურსი უნდა ავირჩიოტ, აი ეგ არის უმთავრესი პრობლემა. რომ თურმე ჩვენზე მრავალრიცხოვანი და იდეოლოგიურად ბევრად მყარად განსაზღვრული ჩრდილოკავკასიელების ასიმილირებას მოვახერხებთ, თანაც ძალიან სწრაფად.
მუსლიმების ასიმილირებას ვერ ახერხებს ევროპაც კი, რომელსაც ჩვენზე განუზომლად დიდი ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების მქონე ევროპაც კი, სადაც მეორე თაობის ევროპელი მუსლიმებიც კი არათუ ისლამურ სახეს ინარჩუნებენ, მასიურად, საკმაოდ დიდი პროცენტით რადიკალებად რჩებიან.
დღეს რომ დასავლური ლიბერალიზმი უალტერნატივოა, ეგ ლამის კითხვის ნიშნის ქვეშ ევროპაშიც კი დააყენოს ისლამურმა საფრთხემ, ჩვენს რეიონში კი ერთმნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ლიბერალური, დასავლური იდეოლოგიის ქვეყანა არსებობის უუნარო იქნება.
QUOTE
არ ვეშვებით ამ სინგაპურს და ბარემ ვიკითხავ შემდეგი საკითხები იყო თუ არა მისი პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტები თითქმის 30 წელი:
სინგაპურისნაირი რომ არ მინდა ვიყოთ, 80%-იანი უცხოური მოსახლეობით, თან როგორი უცხოური - მუსლიმებით, მაგიტომაა, რომ ვნერვიულობ.
ჩვენს რეგიონში სინგაპურობამდე მიღწევა შეუძლებელია, სანამ მაგ განვითარებას მიაღწევ, ცოცხლად შეგჭამენ და ეგ იქნება.
This post has been edited by
datu
on 7 May 2015, 12:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lemshveniera
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Lemshveniera
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5034
წევრი No.: 163179
რეგისტრ.: 8-March 13
#44529408
· 7 May 2015, 18:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(vaxo55 @ 7 May 2015, 08:15 )
QUOTE
Ar-Pharazôn
საღოლ!
კარგი აზრია ჩვენს თავს შევხედოთ უცხო თვალით
ასეთი რამ გამახსენდა:
ურალში არის ქალაქი ასბესტი, სადაც ასბესტი მოიპოვებოდა. ირგვლივ გადამუშავებული ნარჩენების გორები იდგა.ჩამოვიდნენ იაპონელები,აიღეს სინჯები და შესთავაზეს–მოგვყიდეთ ეს ნარჩენები,თქვენ მაინც არ გაქვთ სათანადო ტექნოლოგიაო. არ მისცეს და ასეთი პასუხი გასცეს: ეს მიწა მარტო ჩვენ კი არა, ჯერ რომ არ დაბადებულან,იმ ჩვენს შვილებსაც ეკუთვნით და დღეს ჩვენ თუარა გვაქვს რამის თავი,ჩვენი შვილები შეძლებენო.
ჰააა, აბა გავიხსენოთ ახლა კაზრეთის(და არა მარტო) ამბები
უნდა მიეყიდათ რუსებს! ვითომ რა დააკლდებოდა იმხელა ქვეყანას 2 გოჯი მიწის გაყიდვით და თანაც აზბესტის ნარჩენებით დაბინძურებული მიწის გაყიდვით? მითუმეტეს რომ აზბესტია ფილტვის კიბოს რომ იწვევს. იაპონიას თუ კიბო აკლია :D კიბოს გამომწვევი ნარჩენებიც კი არ გაყიდეს რუსებმა! ან ახლა მიჰყიდონ კურილის კუნძულები იაპონიას.
ჩვენს ფორუმს თუ დავუჯერებთ, რუსებს უჭირთ, სავალუტო რეზერვები გაუთავდათ. რად უნდათ იმხელა ტერიტორია? გაყიდონ! და მერე ქართველებივით დაარქვან ამ პროცესს "ინვესტიცია", ან "ინვესტორების მოზიდვა", ან რამე ისეთი, მოდური :boli:
აი ეგაა, რა. ახერხებს რუსი ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას. ქართველი - ვერა. ქართველის ამოსავალი წერტილია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი. ასეთი ხალხი ვერსოდეს ვერ მიაღწევს ვერაფერს.
ახლა ვისაც ქართველები ძაან ჰუმანური ხალხი გგონივართ, კარგად გაიხსენეთ, როგორ მისდევდა 2 ქეციან პეძიკს გავეშებული ბრბო ჩასაქოლად ტაბურეტკიანი მღვდლების თაოსნობით. "მოდიოდა ერთზე ასი!" :D
და ეს ხალხი არ ამოვძირკვავდით საქართველოს მსგავს წარმონაქმნებს, 140 მილიონი რომ ვიყოთ? გჯერათ ახლა მაგ ზღაპრების ვინმეს? ამოვძირკვავდით კი არა, ქვას ქვაზე არ დავტოვებდით, რუსეთის ადგილას რომ ვიყოთ. :D
This post has been edited by
Lemshveniera
on 7 May 2015, 18:38
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Klingon
Qapla'
ჯგუფი: Members
Klingon
Qapla'
ჯგუფი: Members
წერილები: 2495
წევრი No.: 197221
რეგისტრ.: 28-January 15
#44529560
· 7 May 2015, 18:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წარმოდგენა შეუძლებელია რომ ვინ ვინ და საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის ერის შვილი იყო...
ეს უბრალო საქმე არაა და ვინც ფიქრობს(თუნდაც "რეჟიმის" ზიზღით კრისტალიზირებული) წარმოიდგინა მგონი ცდება.
რუსი ეთნოსის ფსიქოლოგია აბსოლუტურად განსხვავდება კავკასიელის ფსიქოლოგიისაგან თითქმის ყველა ასპეკტში
ამიტომ ეს შეუძლებელია და უადგილოა ეხლა იმის თქმა რომ ქართველებმა "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა" დაწერას.
საქართველო და რუსეთი: კონტექსტისმიღმა პრობლემა(outside context problem).
outside context problem - კონტექსტისმიღმა პრობლემა ეს ტერმინი გაჩნდა აცტეკებისა და კონკისტადორთა ურთიერთობის აღწერისას....
აცტეკები მთელი თავისი არსებობის მანძილზე წარმატებით წყვეტდნენ ყველა პრობლემას
რომელიც მათ ცივილიზაციის არსებობას ხელს უშლიდა ან ემუქრებოდა.....
აცტეკებს ყოველთვის ქონდათ დრო რესურსი გამოცდილება გამკლავებოდნენ წამოჭრილ პრობლემებს ესპანელთა მოსვლამდე....
კონკისტადორების გამოჩენით აცტეკებს წამოეჭრათ სწორედ კონტექსტისმიღმა პრობლემა ....
ამგვარ პრობლემას თითქმის არ გააჩნია ტრადიციული ან აქამდე ცნობილი(აცტეკებისათვის) გადაწყვეტის გზა..
.გარდა ამისა მორალური, ლოგიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია მსგავსი პრობლემის პროგნოზირება ან წარმოდგენა
რაც აცტეკებისათვის ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამ და შემოტევამ მოიტანა....
საქართველომ გადაღლილმა მუდმივი ომებით არაქრისტიანულ ქვეყნებთან რუსეთს თხოვა
მფარველობა და მიიღო კიდეც გეორგიევსკის ტრაქტატის სახით პირობა რომ იგი (საქართველო)
შედიოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ როგორც სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ორივე მხარე პირობას დებდა
სამხედრო დახმარება გაეწიათ ერთმანეთისათვის......
აქ იწყება საქართველოსათვის კონტექსტისმიღმა პრობლემა: რუსეთი აუქმებს საქართველოში მეფობას 1801წელს და ავტოკეფალიასაც....
.ერთი სიტყვით საქართველო აღმოჩნდა "ლეგიტიმურად" ოკუპირებული....
საერთოდ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსათვის outside context problem-ა გახდა პირველ დღიდან:
საქართველოს ეგონა რუსეთი "ერთმორწმუნე მართლმადიდებელი" იყო და სწორედ რუსეთი ანადგურებს
ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეგონა რუსეთი ევროპული ქვეყანა რომელიც იცავდა დადებულ
ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან, აღმოჩნდა რომ რუსეთი თავისი ყველა ხელშეკრულებას მხოლოდ მომავალში
დასარღვევად დებდა საქართველოსთან: 1783-ს ხელშეკრულება დაარღვია 1801წ, 1920 წლის
(ეს თარიღი ზუსტად არ მახსოვს ბოლშევიკურ რუსეთთან ურთიერთაღიარებისა თავდაუსხმელობის აქტი)
დაარღვია 1921წელს. 1989წელს საბჭოთა საქართველომ სსრკ-დან გამოსვლა მოითხოვა
(სსრკ-ს კონსტიტუციაც კი იძლეოდა ესეთ გარანტიას) რუსეთმა დაარღვია ეს კანონი....
1991წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიო აღიარებულ საზღვრებში და იმ დღიდან
ამარაგებდა და აქეზებდა საომრად საქართველოს წინააღმდეგ ორ სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოში
. სწორედ რუსული გარანტიებით გამოიტანა იარაღი სოხუმიდან საქართველომ და მოკლე ხანში რუსულმა შეიარაღებულმა
ძალებმა და ფეესბეს კავკასიურმა ბანდებმა აიღეს სოხუმი მოაწყეს ეთნიკური წმენდა საქართველოს ამ რეგიონში.
ვერ გადაჭრა რა კონტექსტისმიღმა პრობლემა საქართველომ რუსულ ჯარს რომლმაც დაამარცხა საქართველოს არმია,
მიანიჭა "სამშვიდობო" ჯარის სტატუსი......
სწორედ ამ "სამშვიდობო ჯარის სტატუსით მოახდინა რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ხელახალი ოკუპაცია 2008წელს.
საქართველომ უნდა გადაჭრას outside context problem-ა და გაითავისოს რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა
უფრო დიდ შრომას სისხლს და პასუხისმგებლობას მოითხოვს ვიდრე სხვა ქვეყნის მოახლედ მყოფი ეთნიკური წარმონაქმნად ყოფნა.
რუს ოკუპანტად ყოფნა ოკუპირებული საქართველოს მოქალაქისათვის ვფიქრობ უფრო ძნელი წარმოსადგენია
ვიდრე ეს ერთი შეხედვი შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
George Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
George Bush
მე ♥ ნავთობი
ჯგუფი: Members
წერილები: 3770
წევრი No.: 179528
რეგისტრ.: 9-January 14
#44529571
· 7 May 2015, 18:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
რომ მოგვესურვებინა ვიქნებოდით, მაგრამ არ ვისურვეთ, სხვანაირად განვვითარდით. . . .
"ბავშვობაში დედიკომ მითხრა, რაც გინდა ის გამოდიო...და გამოვედი ღლე " ეგრე გამგვივიდა ჩვენც...:D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shurige
წკონდა მარგალ
ჯგუფი: Members
Shurige
წკონდა მარგალ
ჯგუფი: Members
წერილები: 33829
წევრი No.: 83664
რეგისტრ.: 31-January 09
#44529629
· 7 May 2015, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ნამეტნავად მოუხდება ამ თემას :)
დღეს ლებანიძეადა მაქვს :D :D
ხმამ, მსუყემ და ჯანიერმა,
მატარებელს შეჰყვირა:
- "ქართველები?!
რაც ხალხი ვართ,
იცის, ძამა,
ქვეყანამ!
ორი კაცი სუფრას შეიქმს.
სამი კაცი -
ქეიფს!
ოთხი კაცი - არიფიონს,
ხუთი -
პარტიას!
ექვსი კაცი მანიფესტს ვწერთ
შვიდი -
ქარტიას!..
ჩვენ რომ - ასი კაცი ვიყოთ,
ჩვენ რომ - ერთი პირი გვქონდე.
არ გვეცალოს საქილიკოდ.
თან - ბილიკიც ბილოკობდეს.
მაშინ, მაშინ . . ."
- "რაი, მაშინ?!"
- "რა და . . . ეუჰ, გიჟია!
მომაშორეთ აი ბავშვი,
ჩვენია თუ ალიფაშის,
თუ კაცი ხარ, ვისია?!
ჩემ თავს ველაპარაკები,
ჩემთვის ვყვები, ბიძია!"
This post has been edited by
Shurige
on 7 May 2015, 19:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
Ar-Pharazôn
ეეეჰ!!!!
ჯგუფი: Members
წერილები: 20676
წევრი No.: 1617
რეგისტრ.: 20-January 03
#44529661
· 7 May 2015, 19:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Shurige
მაგ ლექსის მთავარი იდეა ის არის, რომ ოცნება, თეორიების შეთხზვა და მათი მომენტალური დავიწყება შეგვიძლია და ასრულება - არა ? :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Jedai
Crazy Member
ჯგუფი: Members
Jedai
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3163
წევრი No.: 63833
რეგისტრ.: 8-June 08
#44529837
· 7 May 2015, 19:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართველები არასდროს არ ყოფილან დამპყრობლები, ისტორიის არც ერთ მონაკვეთში, დამპყრობლები რომ ვყოფილიყავით ასე ცოტა არ ვიქნებოდით და ასეთი პატარა სახელმწიფო არ გვექნებოდა, მაშინაც კი (ოქროს ხანაში) როცა მტერი "არ გვყავდა" არავის დაპყრობა არ დაუწყია საქართველოს, არადა შეეძლო დაეპყრო თურქეთი, ირანი, არაბული ქვეყნები, და იმპერია დაეარსებინა. თუმცა მაქსიმუმი რაც გააკეთა ყველა ქართული რეგიონი (მაშინდელი) გააერთიანა ერთ სახელმწიფოში. არავინ იცის ის მეზობლები რომლებიც ხარკს აძლევდნენ საქართველოს, დაიპყრეს თუ თავის ნებით მიეტმასნენ, იმიტომ რომ ძლიერი იყო და ამიტომაც მის ფრთის ქვეშ დაცულებად გრძნობდნენ თავს..... ამიტომ რუსეთის ადგილას ვერასდროს ვერ ვიქნებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Shurige
წკონდა მარგალ
ჯგუფი: Members
Shurige
წკონდა მარგალ
ჯგუფი: Members
წერილები: 33829
წევრი No.: 83664
რეგისტრ.: 31-January 09
#44529934
· 7 May 2015, 19:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Jedai
ბოდიში, მაგრამ ეს ცნობები სად ამოიკითხე, რაზე დაყრდნობით ამბობ ამას? :)
რა ქართული რეგიონი? როდის იყო ნახევარი ალბანეთი და მთელი სომხეთი ქართული რეგიონები? :)
მასეთი წარმატებით თითქმის ყველა სახელმწიფოს შეუძლია ილაპარაკოს. მაგალითად, ირანს შეუძლია თქვას, კახეთი და ქართლი ოდითგანვე ირანულ-სპარსულ რეგიონები იყოო.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(6)
« პირველი
...
3
4
[5]
6
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0450 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.