#44530001 · 7 May 2015, 19:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jedai ქართველი დამპყრობელი არ ყოფილა იმიტომ კი არა, რომ ზედმეტად ჰუმანურები ვიყავით, და არც იმიტომ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ყველაფერი მოდიოდა და არ გვშიოდა (თურმე!). ჩემი აზრით, უფრო იმიტომ, რომ ქართველი ზარმაცია. აგერ Shurige-მ მშვენიერი ლექსი დადო. დაპყრობით ომებს დიდი შრომა სჭირდება, რესურსების მობილიზაცია, ტექნოლოგიების განვითარება, ტვინის ჭყლეტა. მაგას არ ჯობია კაკლის ჩრდილში წამოწვე, 3000 წლოვანი ღვინო წრუპო და იოცნებო? როგორ გგონიათ, რატომ ყრის ქართველი ქუჩაში ნაგავს და რატომ არ ყრის დავუშვათ, რუსი? ხო, კაი, ევროპელებზე აღარაფერს ვამბობ. აი ახლა, მაგ ნაგვის დამყრელი ქართველების ბინებში რომ შეიხედოთ, გაწკრიალებული ექნებათ ყველაფერი, ეჭვი არ შეგეპაროთ! ქუჩები კი საღორეს გავს. იმიტომ, რომ ქართველი საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს იმ 16 კვადრატულ მეტრს, რაც უშუალოდ მის საკუთრებაშია. და რუსი საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს კამჩატკასაც კი, არათუ ქუჩას და ეზოს.
This post has been edited by Lemshveniera on 7 May 2015, 19:50
|