ფორუმზე სოვოკის კლასიკა:
მეთიუ ბრაიზა: თუ სააკაშვილი ვერ შესძლებს, მაშინ სხვა"აშშ-ში რომ კორუფციაა, არც კი დაესიზმრება დანარჩენ მსოფლიოს. მილიარდებს კი არა,
ტრილიონებს ეთამაშება მაფია კი არა, რაღაც ზესახელმწიფოებრივი ჯგუფი. კორპორაციები-თქო,
ვიტყოდი, მაგრამ ბანალური არ მსურს ვიყო. მიშა,.. ბიძინა...
არ კიდიათ ორივე? თავისი საქმე გააკეთებინეს, ორივე გადააგდეს თინეიჯერი
არიფივით და კიდევ აქეთ ჭკუას გვასწავლიან...
თქვე უბედურ დღეზე გაჩენილებო, ის მაინც ასწავლეთ საქართველოსა და დანარჩენ პოსტსაბჭოეთს -
ხალხი დაასაქმეთ, შემოსავალი გაუჩინეთ, ხოლო იპარეთ ის თანხები,
რომელთა გაქრობას ხალხი ვერც გაიგებს და არც დაინტერესდება-თქო...
იტალიურმა მაფიამ გაიგო ეს ამერიკელებისგან,
კარგად აუხსნეს 1945 წლის შემდეგ - იტალიაში საქმის დაწყებისას მაფია გეხმარება,
ხელს კი არ გიშლის, მაგრამ შემდეგ მყარად გიჯდება წილში,
ოღონდ არ ღორდება ქართველი მაფიოზივით და არ გიკარგავს სტიმულს...
მისტერ მეთიუ, თქვი ბოლომდე,
როგორ აქეზებდი მიშას, შენი კონდობოზაც როგორ იგზავნებოდა მის დასაბოლებლად,
- მიდი, პუტინის მუქარა დაიკიდე, ჩვენ აქ ვართო..
მიშას ყველა საუბარი აქვს ჩაწერილი და იმიტომაა,
ბოლომდე რომ ვერ წირავთ, თქვე საქართველოს გადამგდებებო...
ხალხო, მიშასა და ბიძინაში არაა პრობლემა, პრობლემა 2 ნაძირალაშია -
აშშ-ს მილიტარისტული ჯგუფები აწყობენ კონფლიქტს,
რუსები კი, მოკლე იმპერიალისტური ჭკუიდან გამომდინარე, აღასრულებენ ამას... ი
სინი ყველას გადააგდებენ, თუ ჭკუით არ იყვნენ..
რა, გჯერათ გულწრფელად(როგორ არ გვჯერა, მეტი რა გზა გვაქვს? (კ))
მიშას გარანტიები რომ არ ჰქონოდა, წავიდოდა ამაზე?
დღევანდელი მთავრობაც რომ გაურკვევლობაშია წინააღმდეგობრვივი მესიჯებიდან გამომდინარე,
ამასაც ვერ ამჩნევთ?"
ჩემო მეგობარო, მე ამერიკელ ხალხს არ ვეხები.(კიდევ კარგი ამერიკელი ხალხი გადარჩა(K))
საშუალო სტატისტიკური ამერიკელი ადამიანი ქართველი
ხალხის მეგობარია და მისი ნასისხლარ-ნაოფლარი გადასახადი იხარჯება ამ პროვოკაციებში.
რესპუბლიკელთა მილიტარისტული ფრთის ნამოქმედარს კი მიწისქვეშა
სამართალიც ვერ მიუსჯის საკადრისს. მიშას გინდ ასე ვუყუროთ და გინდ ისე,
ბავშვის გასართობებით კი ერთობოდა, მაგრამ ამხელა ავანტურაში გარანტიების გარეშე რომ ვერ ჩაებმებოდა,
ამაში ნუ ვიდავებთ. პირველი გადაგდებული ქვეყანა არ ვართ და არც უკანასკნელი... "

პოსტი რატომღაც წაიშალა... ხელმეორედ ვდებ(K)
This post has been edited by Klingon on 5 Jul 2015, 19:21