Melanoვეთანხმები ჭყონიას იმაში რომ ტურიზმი ან მრეწველობა მხოლოთ მზის ამოსვლა ან დახვნა დათესვა არ არის.
ტურიზმის განვითარება ნიშნავს ავტომატურათ მრეწველობის განვითარებას თუ ჭკუა გვაქვს რა თქმა უნდა.
მართლა სიმართლე რომ იყოს და ყოველ წელს რამდენიმე მილიონი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში? სად უნდა განვათავსოთ? სადაა ამდენი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროები და ინფრასტრუქტურა?
აგერ გვაქვს თურქული ეკონომიკური სასწაულის ცოცხალი მაგალითი.

მცირე ქართული ეკონომიკური სასწაული რომ მოვახდინოთ რა არის საჭირო? მუშაობა და ცოტა მეტი პატრიოტობა.
როდესაც ინვესტორის იმედზე აკეტებენ აქცენტს და მხოლოდ ინვესტორებზე? ეს არის გაუმართლებელი რადგან ინვესტორს შეუძლია თავისი ქარხნები დაშალოს და სხვა ქვეყნებში გაიტანოს ან სხვა...
ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ეს არის ლარის და ეკონომიკის სტაბილურობის გარანტია.
უპროცენტო გრძელვადიანი კრედიტები ტურიზმში და მრეწველობაში პირველ ეტაპზე გამოიწვევს უზარმაზარი დოვლათის დაგროვებას და ეტაპობრივათ სხვა სფეროების განვითარებაც პრიორიტეტული უნდა იყოს.
მაგრამ დღეს ღარიბაშვილისგან მე ვერ დავინახე რომ ამაზე ესაუბრა და საერთოდ პარლამენტმა უნდა შეიკავოს თავი მთავრობის დამტკიცებისგან.