მოკლედ, დღეს მომწერა მესიჯი ამ ბავშვის დედამ. აქამდე მქონდა მიწერილი, რომ სოლიდარობის ფონდისთვის მიემართათ და პასუხი არ მქონდა მიღებული.
გადავურეკე ეგრევე და ქალმა მითხრა, რომ ბავშვს 70%-ს უფინანსებს სახელმწიფო, 30%-ის მოძიება კი მოახერხეს უკვე სხვადასხვა საიტების მიხედვით.
არ უარვყოფ, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გულით გამიხარდა, ნამდვილად მჯერა, რომ აქ ყველაფერი სუფთადაა, პერიოდულად სურათებსაც ვიღებდი ამ ბავშვისას და მინდა, რომ გამოჯანმრთელდეს.
დედამ მითხრა, რომ ბავშვის ოპერაცია დაიგეგმა თურქეთში, ივნისის თვეში. მთლიანი თანხის ოდენობა ნამდვილად არ მიკითხავს, უბრალოდ ვთხოვე, წასვლის წინ შეეტყობინებინათ ჩემთვისაც.
როგორც მითხრეს, ახლა წინასწარ რეაბილიტაციას გადის მარიამი, რაც ოპერაციამდეა საჭირო და თანხა სჭირდებათ ანალიზებისთვის, რაც დაახლოებით 300 ლარი ჯდებაო.
მაისის ხელფასიდან 100 ლარს მე პირადად გადავრიცხავ.
ღმერთმა გადაგარჩინოს, პატარა გოგონა