nigoეხლა ვიღაცამ დაწერა ფეისბუკზე - ანსამბლის ხელმძღვანელს გული გაუსკდა და მოკვდაო.
ჰასანა არ აპირებს ეტყობა სიკვდილს.
მიშას დროს სახანძრო უსაფრთხოების დაცვა მოთხოვეს და მაგის ცოლი გამოვარდა და ბიზნესს გვიწიოკებენ და თავი უნდა დავიწყაო.
ესეც დაწერეს, რამდენად მართალია არ ვიცი.
http://www.info9.ge/samarthali/shemthkhvev...html?lang=ka-GE ჰასან ართმელაძე ქობულეთში მომხდარზე პასუხისმგებლობას ანსამბლის პედაგოგებს აკისრებს
ჰასან ართმელაძე ქობულეთში მომხდარზე პასუხისმგებლობას ანსამბლის პედაგოგებს აკისრებს
13:28 / 10.05.2015
ქობულეთში დამწვარი სასტუმრო „არმაზის“ მფლობელი შერმადინ, იგივე ჰასან ართმელაძე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ბავშვთა ანსამბლ „სიხარული 2“-ის პედაგოგებს აკისრებს.
როგორც „ინფო 9“-ის კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ართმელაძე აცხადებს, რომ პედაგოგები საღამოს ქეიფობდნენ, ნასვამები იყვნენ და ანსამბლის წევრ ბავშვებს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.
ართმელაძის თქმით, თავად სასტუმროს გვერდით შენობაში ცხოვრობს და როდესაც ხანძრისას ადგილზე მივიდა, კარი ჩაკეტილი იყო.
ართმელაძე მომხდარი ტრაგედიის გამო წუხილს გამოთქვამს და ასევე, აცხადებს, რომ თავად 2 მილიონის ზარალი მიიღო.
მშობლებს ართმალაძესთან პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. წინასწარი ვერსიით, ხანძარი კონდენციონერიდან გაჩნდა.
ამ დროისათვის, ხანძრის დროს შენობიდან გადაყვანილი ყველა პირი გვერდით სასტუმროშია დაბინავებული.
ხანძარი ქობულეთში, ჰასან ართმელაძის კუთვნილ სასტუმროში გამთენიისას გაჩნდა. სასტუმრო „არმაზში“ რუსთავიდან ჩასული ბავშვთა ცეკვის ანსამბლის წევრები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ.
როგორც „ინფო 9“-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამთენისას, პატრულირების დროს, ქობულეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმროდან ამოსული კვამლი შეამჩნიეს.
პოლიციელებმა აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა და მაშველებმა ცეცხლმოდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე პერსონალი იყო.
ხანძრის შედეგად, სამი არასრულწლოვანი ბიჭი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს. ადგილზე ცხრა სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
მომხრადრს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მან მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ დაღუპული მოზარდების დაკრძალვის ყველა ხარჯს მთავრობა გაიღებს.