Choncxis mzeraრატომ გიკვირთ?
კარგა ხანია მიმდინარეობს, მიზანმიმართული და სულაც დაუფარავი
პროპაგანდა, ევრაზიის კავშირში საქართველოს გაერთიანების მიზანშეწონილობაზე.
იმ ხალხს, ვინც წლების მანძილზე მიჩუმათებული იყო და გულში იმარხავდა
სტალინის, რუსეთის და სსრკ-ის სიყვარულს, ახლა თავისუფალი სიტყვის
თქმის უფლების პირობებში (

), მიეცათ საშუალება, თავიანთი გრძნობების
და სურვილების გამოაშკარავებისა.
ამიტომაც იხსენებენ თვალცრემლიანები, საბჭოთა კავშირის აყვავებული
ეკონომიკის პირობებში ცხოვრების საამურ პერიოდს, დარბიან გიორგის ბაფთებით,
სტალინის პორტრეტებით, საბჭოთა დროშებით და სხვა მსგავსი ატრიბუტიკით, აწყობენ
მიტინგებს და მისტირიან და მისტირიან წარსულს.
კარგად ახსოვთ ეს საბჭოთა წარსული!
და სულ "დავიწყებული" აქვთ, რაღაც შვიდიოდე წლის წინ რუსული ბომბები ( რომ აღარაფერი
ვთქვათ, საქართველოსა და რუსეთის 200 წლიან თბილ ურთიერთობაზე).
თუნდაც, აქ, ფორუმზე, არ შეგხვედრიათ ნოსტალგიური პოსტები?
მე, ჩემი ასაკის მიუხედავად, მქონდა იმედი, რომ რუსეთთან კვლავ
"დაძმობილების" სურვილი და ხანა აღარ დაბრუნდებოდა.
ახლა მეშინია, რომ ისევ "მოვახერხებთ" ერთმორწმუნე "ძმებთან"
ჩაბრატებას.facepalm:
vita brevis...