"SOS!!! სიმწრისაგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება - 23 წლის გოგონა კალაძის უწყებას აფრთხილებს
19:08 2015-05-14
"როგრ გადავიხადო ამხელა თანხა, ციდან ფრინავს ეს ფული? თუ მეც თქვენსავით პრემიები დამერიცხება?? მიწასთან ვარ გასწორებული და ზემოდან კიდე მიწას მაყრით..."
სოციალურ ქსელში „ფეისბუქმომხმარებელი“ სოფო სხირტლაძე ენერგეტიკის სამინისტროსთან შიმშილის დაწყებას აპირებს. სხირტლაძე სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის გადასახადზე მისული ქვითრის ფოტოს აქვეყნებს, სადაც წერია, რომ მას გადასახდელი აქვს 535 ლარი. როგორც სოფო განმარტავს, მისი დანახარჯი სინამდვილეში 186 ლარია.
„SOS!!! გთხოვთ არ დაიზაროთ და გააზიაროთ!
დღეს 14 მაისს, მომივიდა ქვემოთ წარმოდგენილი ქვითარი, ჩემი დანახარჯია 186,73 მაგრამ მიმდინარე გადასახადი წარმოდგენილი მაქვს 535,44. ამ ციფრების დანახვაზე წნევა თუ არ დამარტყავდა არ მეგონა. დავრეკე ქვემოთ ხსენებულ ცხელ ხაზზე და ვთხოვე გავერკვიე რისთვის დამაკისრეს სადეპოზიტო დავალიანება 349,30. პასუხი მივიღე შემდეგი: "იცით რა არის ქალბატონო? აპრილის თვის გარდა, წინა თვეებში აგვიანებდით გადახდას და თელასმა გადაწყვიტა დეპოზიტზე თანხა დაგარიცხინოთ, თუ არ გადაიხდით შეგიწყდებათ ელ.ენერგია" პატივცემულო თელასის წარმომადგენლებო, დავიჯერო ვერ ხვდებით რატომ ვაგვიანებდი თანხის გადახდას? თუ გგონიათ რომ 23 წლის გოგოს სკლეროზი მაქვს და მავიწყდებოდა გადახდა?
ზოგადად არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე საჯაროდ საუბარი რადგან უპრობლემო დღეს არავინაა, მაგრამ ბოღმისგან და სიმწრისგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება ახლა. რამოდენიმე თვეა უკვე უმუშევარი ვარ, მყავს 4 წლის გოგონა და ავადმყოფი დედა, ტყავში ვძვრები რომ მშივრები არ ვისხდეთ და აი ამ სიტუაციაში მთხოვენ ამხელა თანხის გადახდას, ციდან ფრინავს ეს ფული? თუ მეც თქვენსავით პრემიები დამერიცხება??
მიწასთან ვარ გასწორებული და ზემოდან კიდე მიწას მაყრით. არ ვაპირებ და არც მაქვს საშუალება რომ ეს თანხა გადავიხადო, გადავიხდი მხოლოდ იმ თანხას რაც მეკუთვნის და თუ შემიწყვეტთ ელ.ენერგიას, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, დავიწყებ შიმშილობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან. რა მნიშვნელობა აქვს სახლში ვიჯდები მშიერი თუ სუფთა ჰაერზე!!!!!!!!!!!
P.S. ვაკეთებ ჩასწორებას თხოვნისამებრ. საუბარი არის კომერციულ ფართზე, რომელიც დედიკოს ავადმყოფობის გამო მარტის შემდეგ ფაქტიურად გამოუსადეგარი გამიხდა, არანაირი შემოსავალი აღარ მოაქვს და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, სახლი არ გამაჩნია, მაგრამ ვერ ვხვდები ამას რა მნიშვნელობა აქვს ეს სახლია თუ სხვა ობიექტი, როცა გადახდის საშუალება არ მაქვს!!!“, - წერს სოფო სხირტლაძე.
http://www.newposts.ge/?l=G&id=74989მოკლედ თელასმა გამონახა ბრიყვი და ბოლომდე ჩაგრავს