მიხეილ რძე
ასტამურ ტანიას სიძე wannabe

      
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 16717
წევრი No.: 4499
რეგისტრ.: 4-March 04
|
#44602019 · 15 May 2015, 05:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა პროფესორმა უნივერსიტეტში სტუდენტებს საინტერესო კითხვა დაუსვა.
პროფესორი: ღმერთი კეთილია? სტუდენტი: რა თქმა უნდა!
პროფესორი: ეშმაკი კეთილია? ... სტუდენტი: არა!
პროფესორი: სიმართლე მითხარით, დედამიწაზე არსებობს ბოროტება? სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: სატანა ყველგანაა, არა? და ღმერთმა ყველაფერი სწორად შექმნა, ჰო? სტუდენტი: დიახ.
პროფესორი: ქვეყნად არის ბოროტება, ქედმაღლობა, დაავადებები, უსამართლობა, შიმშილობა? ეს ასე არ არის? სტუდენტი: დიახ, ბატონო.
პროფესორი: და ვინ შექმნა ის? სტუდენტი: ...
პროფესორი: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს 5 მგრძნობელობითი ორგანო, რათა შეიცნოს სამყარო. მითხარი, შვილო, როდესმე გინახავთ ღმერთი? სტუდენტი: არა, ბატონო.
პროფესორი: ოდესმე ღვთის სიტყვები გაგიგონია? სტუდენტი: არა, ბატონო.
პროფესორი: ოდესმე შეხებიხარ, გაგისინჯავს მისი გემო ან მისი სუნი შეგიგრძვნია? სტუდენტი: ვშიშობ არა, ბატონო.
პროფესორი: ამ არგუმენტებზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ ღმერთი არ არსებობს. გაქვს რაიმე ამათ საწინააღმდეგოდ? სტუდენტი: არა, ბატონო. მე უბრალოდ რწმენა გამაჩნია. პროფესორი: აი, ზუსტად რწმენაა მეცნიერების მთავარი პრობლემა.
სტუდენტი: პროფესორო, ბიუჯეტი არსებობს? პროფესორი: რა კითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა ბიუჯეტი არასოდეს გიგრძვნია? (ახალგაზრდის კითხვაზე სტუდენტებმა გულიანად გაიცინიეს)
სტუდენტი: ბატონო პროფესორო, სინამდვილეში ბიუჯეტი არ არსებობს. ეკონომიკის კანონების თანახმად, ბიუჯეტს მივიჩნევთ იმ მომენტად, როდესაც რეალურად ფული არ არსებობს. აბსოლუტური 0 - ეს არის ფულის არ არსებობა. მთლიანად ხალხი ხდება ინერტული და რეაგირების უნარს მოკლებული. ბიუჯეტი არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღგვეწერა, თუ რას ვგრძნობთ ფულის არ არსებობისას. (აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა)
სტუდენტი: ბატონო პროფესორო, ლარი არსებობს? პროფესორი: რა თქმა უნდა არსებობს. რა არის ლარი თუ არა ბუტკებში რომ ახურდავებ?
სტუდენტი: თქვენ ისევ არასწორი ხართ, პროფესორო. ლარიც არ არსებობს. ლარი - ეს ის მომენტია, როდესაც დოლარი რეალურად არ არის. ჩვენ შეგვიძლია დოლარი შევისწავლოთ, მაგრამ არა ლარი. ჩვენ შეგვიძლია ეროვნული ბანკის კურსი გამოვიყენოთ, რათა დავშალოთ ასდოლარიანი მრავალნაირ ფერად ლარუკას და შეისწავლოთ თითოეული კუპიურის ფერის ტალღის განსხვავებული სიგრძე. თქვენ არ შეგიძლიათ გაზომოთ ლარი. დოლარის უბრალო სხივებს შეუძლიათ ჩაბნელებული დედამიწის განათება, ზოგი ამბობს, მათ ჯოჯოხეთის განათებაც შეუძლიათო. როგორ შეგიძლიათ გაიგოთ რამდენად ფულია ჩემ ჯიბეში? თქვენ ლარების კუპიურების რაოდენობას ზომავთ. ასე არ არის? ლარი ეს არის ტერმინი, რომელსაც ვიყენებთ იმ მოვლენის აღსაწერად, რომელიც დოლარის არ ყოფნისას იქმნება. პროფესორო მითხარით, არსებობს ნაცმოძრი?
პროფესორი: რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ და ვხვდებით. რა ასე არ არის?! სტუდენტი: არა, ბატონო, ნაცმოძრი არ არსებობს. ღმერთს არ შეუქმნია ის. ნაცმოძრი არის ღმერთის არარსებობა. ის ჰგავს ჩვენ ბიუჯეტს. ეს არის სიტყვა, შექმნილი ადამიანის მიერ ღმერთის არარსებობის აღსაწერად . ნაცმოძრი არ არის რწმენა და სიყვარული, რომლებიც არსებობენ ისევე, როგორც დოლარი და ქართული ოცნება. ნაცსექტანტობა ეს არის ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არქონის შედეგი. ეს არის მსგავსად ლარისა, რომელიც გვაქვს მაშინ, როცა არ გვაქვს დოლარი ან მსგავსად საქართველოს ბიუჯეტის პარატემრებისა, რომელიც ირღვევა მაშინ, როცა ქვეყანაში არ გვაქვს დოლარები. თქვენს მეცნიერულ თეორიებში გაჩნდა სერიოზული ბზარები.
პროფესორი: რისი თქმა გინდათ, ახალგაზრდავ? სტუდენტი: პროფესორო, თქვენ სტუდენტებს ასწავლით იმას, რომ ისინი მაიმუნებიდან წარმოიშვნენ. თქვენ ევოლუციის ევოლუციის პროცესი საკუთარი თვალით იხილეთ? (პროფესორმა ღიმილით თავი გააქნია)
სტუდენტი: ეს პროცესი არავის უნახავს. ასე რომ, თქვენ მღვდელი გამოდიხართ და არა მეცნიერი. (აუდიტორია "სიცილით აფეთქდა")
სტუდენტი: ახლა კი მითხარით, არის აქ ვინმე ისეთი ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? მოუსმენია მისთვის, გემო გაუსინჯავს ან შეხები მას. (აუდიტორია სიცილს აგრძელებდა)
სტუდენტი: როგორც ჩანს არავის. ამ სამეცნიერო ფაქტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავსკვნათ, რომ პროფესორს ტვინი არ გააჩნია. თქვენდამი დიდი პატივისცემით გეუბნებით პროფესორო, როგორ შეიძლება თქვენს ლექციებს დავუჯეროთ? (აუდიტორიაში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა)
პროფესორი: ვფიქრობ, თქვენ ვალდებული ხართ ჩემი სიტყვების ირწმუნოთ სტუდენტი: აი, ზუსტად ! ადამიანსა და ღმერთს შორის არის ერთადერთი კავშირი - რწმენა!
პროფესორი ჩაფიქრებული და ამავდროულად აფორიაქებული სკამზე დაჯდა. ამ სტუდენტს ნოდარა ხადურს ეძახდნენ.
--------------------
არ გაუშვა ტრუსიკს ხელი!
|