ელისო ჩაფიძე: თუკი უფრო მაღალი ხელფასი მექნება, დაიხარჯება ამომრჩევლების და გარშემომყოფი ადამიანების საკეთილდღეოდ
ავტორი: ანა ნოდია
14 მაისი, 2015. 16:47
-
+
„უნდა აიღოს თუ არა პრემია მაღალჩინოსანმა, პარლამენტარმა, მინისტრმა, კანონის ფარგლებში, მაშინ როცა იცის, რომ საკუთარი მოსახლეობის დიდ ნაწილს შია?" - ამ შეკითხვაზე პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე „რეპორტიორს" პასუხობს:
„სამართლებრივად, პრემია და დანამატი არის ჩვეულებრივი რამ - იმისთვის, რომ წავახალისოთ ადამიანი. მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ - ეს უნდა იყოს ერთეული გამონაკლისები.
პარლამენტარებს ეს პრობლემა არ გვაქვს. 2013 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით და უმრავლესობის მხარდაჭერით, გაუქმდა პრემიები. არანაირი მეცამეტე ხელფასი არცერთ წელს არ დარიგებულა. გვყავს ძალიან მკაცრი თავმჯდომარე და ძალიან ბევრ ვიზიტთან დაკავშირებითაც, თუ ჩვენი ყოფნა ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმზე არ არის აუცილებელი, მივლინებასაც არ აწერს ხელს. ამიტომ, ჩვენ მოსახლეობის წინაშე თავს ვგრძნობთ მორალურად კარგად.
მინდა გითხრათ - თუკი მექნება უფრო მაღალი ხელფასი, ის დაიხარჯება ისევ ჩემი ამომრჩევლების და გარშემომყოფი ადამიანების საკეთილდღეოდ. ამიტომ, აქაც ძალიან არ ვნერვიულობ. რაც მეტი მექნება შემოსავალი, უფრო კარგად იგრძნობენ თავს ის ადამიანები, რომელთა დახმარებაც შემიძლია",- აცხადებს ელისო ჩაფიძე.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=65177პატ ჩომბე
გთხოვთ...