LacosTe87მოდი რა ცოტა რეალურად შეხედე მოვლენებს და გამოდით ამ ილუზიებიდან.
რა იყო საქართველო გეორგიევსკის ტრაქტატამდე?
თითქმის განადგურების პირას მისული სახელმწიფო, ვისაც ირანოსმალეთის მხრიდან საბოლოო დაბყრობა არ აცდებოდა და სამუდამოდ შეწყვიტავდა საქართველო არსებობას. ავად თუ კარგად რუსეთმა გადაგვარჩინა ამ უბედურებას და დღეს არსებობს საქართველოს სახელმწიფო. მე არ ვაქებ ამისთგვის რუსეთს, ვინაიდან რუსეთმაც ბევრი უბედურება მოგვიტანა, მაგრამ რაც ფაქტია ფაქტია.
რუსეთთან ურთიერთობის დროს გამრავლდა ქართველი ერი, რუსეთან ურთიერთობის დროს განათლდა ქართველი ერი, მაგ დროს შეიქმნა სამეცნიერო აკადემიები და აშენდა უნივერსიტეტები. და რუსეთთან ურთიერთობის დროს აშენდა საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც დღემდე არსებობს და დღემდე ძირითად საშუალებებს წარმოადგენენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ბოლოს და ბოლოს რუსეთის საშუალებით დავუახლოვდით ევროპულ კულტურას და ცივილიზაციას.
ასე რომ რუსეთთან ურთიერთობამ, უბედურებებთან ერთად ბევრი სიკეთე მოგვიტანა, მე არ ვაქებ ამისთვის რუსეთს, შეიძლება ბევრი რამე თავისით ხდებოდა და სულაც არ უნდოდათ რუსებს რომ მასე მომხდარიყო. მაგრამ ფაქტია რომ ეს რუსეთის დროს ხდებოდა.
და ბოლოს, აგერ 25 წელია რაც დამოუკიდებლები ვართ, არანაირი ურთიერთობა რუსეთთან აღარ გვაქვს, მთლიანად დასავლეთის პოლიტიკოსები და მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობოებს მიყავთ პალაჟენია საქართველოში ათწლეულებია უკვე და შედეგი რა არის?
1. კატასტროფულად შემცირებული შობადობა
2. კატასტროფულად შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა
3. კატასტროფულად შემცირებული ეთნიკურად ქართველების რაოდენობა
4. კატასტროფულად გაზრდილი ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა ქვეყანაში
5. 3,5 მილიონიან ქვეყანაში, თითქმის 2 მილიონი სოციალურად დაუცველი
6. ყველა სფეროში კატასტროფული დილეტანტიზმი
7. განადგურებული მეცნიერების ყველა დარგი, ქვეყანაში შენობას ვერ აშენებს სხელმწიფო წყალი რო არ ჩამოვიდეს
და რომელი ერთი ჩამოვთვალო.
რაო რატო ხდება ესე? და ამ ყველაფერს რუსეთს აბრალებთ, იმის მაგივრად იმათ აგინოთ, ვის ხელშიც არის დღეს საქართველოს მართვის ბერკეტები.
ეხლა გინდა ჩამოგიწერო რა პლიუსები ქონდა საქართველოსთვის და ქართველისთვის სსსრ-ში ყოფნას?
15 რესპუბლიკაში საქართველო ცხოვრობდა ყველაზე კარგად, ფიზიკურადაც და მორალურადაც. სიტყვა ქართველი ერთგვარ სიამაყეს ანიჭებდა ადამიანს და განსაკუთრებულ პრივილეგიებს მატებდა, ქართველი ყველგან უყვარდათ და უდიდეს პატივს სცემდნენ. თუ რომელიმე პროდუქტზე დეფიციტი იქმნებოდა სსსრ-ში პირველ რიგში საქართველოს მარაგებს ავსებდნენ და შემდეგ უკვე სხვა რესპუბლიკებისას, რუსეთსაც კი არ ხვდებოდა ხშირ შემთხვევაში აქ რო ხალხი გულაობდა. აი ამიტომ ვერ გვიტანს დღემდე ჟირნოვსკი და მისნაირები:
თქვენ კი არ იყავით მონები თქვე სულელებო,14 რესპუბლიკა იყო საქართველოს მონაო, და ნაღდად მასე იყო.
დღეს კიდე თუ რამე გვაქვს შემორჩენილი ხარისხიანი,იქიდან გვაქვს შემორჩენილი, მოსახლეობის 80% მაგ დროინდელ აშენებულ და დარიგებულ სახლებში ცხოვრობს თორე დღეს რაც შენდება, ამ უბედურებას მომავალ 5-10 წელიწადში ვიგრძნობთ, ან ერთი 7 ბალიანი მიწისძვრა უნდა.
პ.ს. შეიძლება მზე და მთვარე არ ამოგდიოდეს რუსეთზე მაგრამ ფაქტია რო საქართველო უფრო მეტს იგებდა და მოიგო ვიდრე აგებდა.
პ.პ.ს. რუსეთის დედაც, აქ არაა საუბარი რუსეთის მაინც და მაინც სიყვარულზე, მაგრამ როდესაც შენი გადარჩენის და გაძლიერების შანსები რუსეთთანაა დაკავშირებული, სხვა რა დაგრჩენია თუ არა ამ შანსების გამოყენება.
არ გამოიყენებ და აგერ გაეროს ოფიციალური დასკვნაა, 50 წელიწადში დიდი ალბათობით ქართველი ერი, როგორც ერი აღარ იარსებებსო.
პ.პ.პ.ს. ჩვენ რომ ვყოფილიყავით ტერიტორიულად შუა გულ ევროპაში, მაშინ კი ბატონო, შესაძლოა სულ სხვა მომავალიც გვქონოდა და პირიქითაც რუსეთის გარეშე მეტისთვისაც მიგვეღწია, მაგრამ როდესაც გარშემო მუსლიმური ტომები გარტყია, მანდ რუსეთი ნათელი წერტილია და ამაზეა ზუსტად საუბარი.