maxviliდავანებოთ თავი იმას სახლში მიუვარდა თუ არა. დაივიწყე საერთოდ ეგ პოზიცია. შენ თუ მიზეზს ეძებ კაცის საცემად ეგრე მიზეზები არ დაილევა (როგორ მიყურებ ძმაო, ქუდი რატომ არ გახურავს, ა.შ.).
ეგ რეგულაციები რაც დაპოსტე შენ გგონია ვინმემ იცის ევროპაში? ან სკოლებში ასწავლიან? თუ გგონია რომ ზეპირად იცის ევროპამ ეგ ყველაფერი?
პროსტა კიდიათ და მორჩა. დაინახავენ ქუჩაში ვინმე ტრანსსექსუალი მიდის, გაატარებენ. იმიტომ გაატარებენ რომ სირობებზე არც დროს დახარჯავენ, არც ნერვებს მოიშლიან, არც შარში ჩაიგდებენ თავს.
ხოდა ეგ არის მთავარი მომენტი. რომ გეკიდოს ვერც შეამჩნევ. მაგრამ, მანდ არ კიდიათ იმიტომ რომ სხვა საქმე არა აქვს მოსახლეობის უმრავლესობას უმუშევრობის მაღალი რეიტინგის გამო (სამწუხაროდ). იმდენად რამდენადაც თვითრეალიზაციას განათლების საშუალებით ვერ ახდენს ხალხი, გადადიან აგრესიაზე რომ რაიმე ფუნქცია მისცენ საკუთარ არსებობას: ვითომ მამულიშვილობის, ვითომ სარწმუნოების, ვითომ ერის, ვითომ მომავლის, ვითომ შვილების, ვითომ ტრადიციების, ვითომ ქრისტეს გზის დასაცავად. არადა რეალურად ჩემს დევიდ კემერონს იცავენ.
მხოლოდ და მხოლოდ ავლენენ ადამიანის ველურ თვისებებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ რომ ადანიანს და მაიმუნს შორის არანაერი სხვაობა არ არის. ნუ მამენტ მაიმუნზე უარესები ვართ, მაიმუნი ჯოხით არ გამოგეკიდება მხოლოდ იმიტომ რომ განსხვავებული ხარ.

აგრეთვე, მაგალითისთვის ავიღოთ ბრიტანეთი. 50 მილიონია მოსახლეობა. როგორ ფიქრობ ამ 50 მილიონში 1 კაცს მაინც იპოვი რომელიც საქართველოს დემოკრატიულობას ჰომოსექსუალიზმთან დამოკიდებულების ჭრილში გააშუქებს? თუ ოდესმე რამე დაუწერია საქართველოზე ბრიტანულ პრესას (ახვარი რუსებისგან განსახვავებით) ყოველთვის იყო და არის პოზოტიური და კარგი.
და მაინც დასავლეთი ყოფილა ახვარი და რუსეთი ძმა, რომელმაც გაგვანადგურა სულიერად, მორალურად, ფიზიკურად და მატერიალურად და ეს განადგურების პროცესი დღემდე გრძელდება.
ან ერთი დასავლეთის ქვეყანა მაინც მითხარი რომელმაც საქართველოს არსებობის მანძილზე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შელახა ან ერთი ქართველი მოკლა? ან თავს დაესხა საქართველოს, ან რამე წაართვა? და მაინც დასავლეთის დდშვც და ერთმორწმუნე რუსეთს გაუმარჯოსო ბღავიან მამულიშვილები.
რა ქვია ამას გამაგებინე ძმურად, თუ არა უკიდურესი სიბნელე?
რუსეთი გართმევს, დასავლეთი გაძლევს, და მაინც დასავლეთს აგინებენ.... ვტფ?? ((((((((((((
რას უსმენ ამ ერთუჯრედიან ბნელ სირებს, შენ თავად ხომ ხედავ არც არის რეალობა არა?
ბოლობოლო თუ არ გინდა ეს დედაფეთქებული დასავლეთი, არც არავინ გეხვეწება რომ გიყვარდეს. ხარ სადაც ხარ და იყავი როგორც ხარ. ეს სიძულვილი და მტრის ხატის შექმნა რა პონტია?... განსაკუთრებით მაშინ როდესაც არანაერი შეხების წერტილი არ გაქვს და არც გაწუხებს დასავლეთი არანაერად.
ვიღაც სირი ოლანდი (თუ რაც ქვია) რაღაც რეგულაციებზე და გეის უფლებების დაცვაზე კანონებს რომ გიგზავნის (და ისიც იმიტომ რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, თორემ მაგასაც 200 სინათლის წელი ჰკიდია საქართველოც და ჰომოსექსუალიზმიც), ეგ არ ნიშნავს იმას რომ სრულიად დასავლეთის მოსახლეობა ყოველ დღე აკვირდება საქართველოს, აბა ვნახოთ ჰომოსექსუალებს სცემენ თუ არაო.
ეს დედანატირები, დასავლური საზოგადოება დროთა განავლობაში ჩამოყალიბდა ტოლერანტულად და უმრავლესობას არ აღიზიანებს განსხვავებული აზრი, მიუხედავად იმისა იგი მას ეთანხმება თუ არა, თორემ აქაც არან ველურები. გუშინ მაგალითად ვოღაც თინეიჯერების ჯოგი, მენტალურად ავადმყოფ ბავშვს დახვდა ქუჩაში 50 ფუნტიანი მობილური წაართვა და მოკლა. ეგეთები ხდება ყოველ დღე. ველურს და სირს რა დალევს ამ ქვეყანაზე.
ხოდა ეს იცის ყველა ნორმალურმა და შეგნებულმა ადამიანმა. ისიც იციან რომ რადგან ვიღაც სირი მამაო ტაბურეტკით დარბოდა თბილისში, ეს არ ნიშნავს ომას რომ ყველა მამაო ტაბურეტკით დარბის საქართველოში.
ამიტომ ოლანდის რეგულაციებს ნუ აიგივებ მოსახლეობის აზრთან. დასავლეთის მოსახლეობის 99,9% სირზე კიდია საქრთველოში ვის სცემენ და ვის არა,
მხოლოდ ჩვენი განვითარებსთვის აქვს ამას მნიშვნელობა.
დაინახე გეი? დაიკიდე და გაატარე. აქაც არ ევასებათ ჰომოსექსუელები მაგრამ ჩვენგან განსხვავებით პროსტა კიდიათ.
მამულიშვილობას გვართმევენ, რელიგიას გვიბილწავენ და ეგეთი მარაზმი არის უკიდურესი სიჩლუნგე და არის უსაქმურობის ბრალი.
სამსახურში რომ გელოდება საინტერესო საქმე ხვალ, ან მაგარ და მნიშვნელოვან შეხვედრაზე რომ მიდიხარ, ან სპორტსმენი ხარ, ან კონცერტი გაქვს, ა.შ., გეის გამოეკიდები? მიტინგზე წახვალ?
შეხედე რა კონტინგენტი დადის ეგეთ ადგილებში... თუ შენს თავს მაგათთან აიგივებ მაშინ ღმერთმა გაგიმარჯოს შენს გზაზე ძმაო.
ეგ ხალხი თავს განსხვავებულად თვლის და ამაყობენ ამით. რა მოხდა მერე? ირბინონ და იხტუნაონ რამდენიც უნდათ, რატომ არ გკიდია უბრალოდ არ მესმის?
პ.ს. 70-იანებში, ინგლისში სტადიონებზე შავკანიან ფეხბურთელებს ბანანებს ესროდნენ. ჰომოსექსუალებს დაჟე ბბს-ზე ეკაიფებოდნენ და ამცირებდნენ, პედოფილია მძივნვარებდა და ეს ყველაფერი მაშინ იყო ნორმალური და მიღებული. მაგრამ გავიდა დრო და შეიცვალა საზოგადოების პოზიცია.
ამით იმის თქმა მინდა რომ ასჯერ უარესები აქვს დასავლეთსაც გავლილი მაგრამ ნელნელა დააბალანსეს საზოგადოება კანონების საფუძველზე, ისე რომ ყველამ იგრძნოს საზოგადოების ნაწილად თავი და ყველა იყოს დაცული. ეს გეხება შენც, მეც, გეისაც, შავსაც, ავადმყოფსაც, ა.შ.
თუ არა და მაშინ გამოვა რომ გეის სცემენ იმიტომ რომ გეია, ქართველს სცემენ იმიტომ რომ ქართველია, ავადმყოფს სცემენ იმიტომ რომ ავადმყოფია, ძაღლს სცემენ იმიტომ რომ ძაღლია... ხოდა გვიცხოვრია აბა ჯუნგლებში და ეგ არის.
This post has been edited by SIDCFC on 16 May 2015, 23:39