http://www.netgazeti.ge/GE/105/News/45001/ირინა ღამბაშიძე: საყდრისის კულტურული ძეგლი აღარ არსებობსსაყდრისის ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ განაცხადა, რომ საყდრისის კულტურული ძეგლი აღარ არსებობს და მთლიანად დანგრეულია.
16 მაისს ბოლნისის რაიონში საყდრისის არქეოლიგიური ძეგლი დაათვალიერა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც საყდრისის საქმეზე მუშაობს. მოსამართლეს თან ახლდნენ მხარეები და არქეოლოგები, მათ შორის, ირინა ღამბაშიძეც.
"ის ადგილი აღარ არსებობს, აქ არის დიდი ორმო. სამუშაოები უკვე ძალიან დიდ სიღრმეზე მიმდინარეობს. ის დონე, რომელზეც ჩვენ ვვარაუდობდით ჯერ კიდევ კულტურული ფენების შენარჩუნებას, ის დონე უკვე ხელყოფილია, დანგრეულია და აღარ არსებობს,"- განაცხადა არქეოლოგმა რუსთავი 2-ის ეთერში.
მისი განცხადებით, ოქროს მოპოვების კერა 38 მეტრს აღწევდა. სამთო-მოპოვებითი სამუშაოები კი უკვე დაახლოებით 80 მეტრამდე არის ჩასული.
ღამბაშიძის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ საყდრისი ძეგლი იყო უნიკალური და მსოფლიო მნიშვნელობის ოქროს წარმოების კერა.ბოლნისის რაიონში, საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე კომპანია RMG-მ სამთო მოპოვებითი სამუშაოები 2014 წლის 13 დეკემბერს განაახლა. ამას "საყდრისის მცველებისგან" საპროტესტო აქციებისსერია მოჰყვა. მათი განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანი საერთაშორისოდ აღიარებული კულტურული მემკვიდრეობაა ჩვ.წ.აღ-ის მეოთხე ათსწლეულიდან. 2015 წლის დასაწყისში Europa Nostra-მ, რომელიც ევროპაში კულტურულ მემკვიდრეობას ლობირებს, საყდრისი–ყაჩაღიანთან დაკავშირებით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ყველა მხარეს მოუწოდებდა მიეღოთ საჭირო ზომები, რათა "უნიკალური მომკვიდრეობის განადგურება" შეწყვეტილიყო.
საყდრისის საკითხს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თავის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში შეეხო. როგორც მან 31 მარტს განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე საყდრისის აფეთქება სასამართლოს უპატივცემულობაზე მეტყველებს.
-------------------------
გილოცავთ ბატონო ბიძინა.