laci[quote]არ მესმის უკრაინსთან ერთად რატომ გვიხილავენ,[/quote
აი მეც ვერასდროს ვხვდებოდი როცა ამბობდნენ საქართველო და უკრაინა. რატომ გვახსენებდნენ ხოლმე უკრაინასთან..
და ფორუმზე რო თემა არ არის გახსნილი ამ რიგის სამიტის წარუმატებლობაზე, და საჯაროდ რომ გამოგვიცხადეს ასოცირების ხელშეკრულებასაც ვერ ასრულებთო, რა დროს სავიზო რეჟიმის შემსუბუქებააო, აქ როგორაა საქმე?? რატო ვართ ჩუმად?
"რიგის სამიტისგან მე მქონდა ძალიან მაღალი მოლოდინი და სამწუხაროა, რომ ეს მოლოდინი გამიცრუვდა. ახლა არაფრის მოლოდინი აღარ მაქვს. მე დღეს ვნახე ის შესწორებები, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა, რომ ევროკავშირმა დეკლარაციაში შეიტანოს 4 მიმართულებით – ევროპული პერსპექტივა, ვიზები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და ე.წ. ხელშეკრულებების არაღიარება და მისი დაგმობა. თუ ამ 4 საკითხიდან არცერთი არ მოხვდა დეკლარაციაში, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ნიშნავს, რომ ამაზე ნამუშევარი არ იყო. რაც შეეხება ვიზას და ევროპულ პერსპექტივას, ჩვენ ძალიან ნათლად გვითხრეს, რომ შესასრულებელი გვაქვს კიდევ ბევრი რეფორმა და თუ კრიტერიუმებს არ დავაკმაყოფილებთ, არ იქნება უვიზო მიმოსვლა. გარდა ამისა, ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ თუკი ასოცირების შეთანხმებას ვერ გამოვიყენებთ და არ ვაჩვენებთ, რომ უკვე რაღაც წინსვლა გვაქვს ამ მიმართულებით, შემდეგ ნაბიჯს, ანუ ევროპულ პერსპექტივას არ უნდა ველოდოთ. ერთიც და მეორეც - კრიტერიუმების არშესრულება და ასოცირების ხელშეკრულების არაჯეროვნად ამოქმედება არის საქართველოს მთავრობის მარცხი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ რიგაში პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მე მქონდა მოლოდინი, რომ საქართველო ტექნიკურ მხარეს 100 %-ით შეასრულებდა, რადგან ეს არ იყო ძნელი. მეგონა, რომ არ მივცემდით საბაბს ევროკავშირს, ტექნიკური მიზეზით გადაედო რაიმე სახის წინსვლის აღიარება. ”
https://www.facebook.com/tabula.ge?fref=ts