ნინო ისედაც არ იყო პარტიულად ძალა. ადრე თუ გვიან ეგ უნდა წასულიყო და საპროგნოზოც დიდი არაფერი ყოფილა.
აი ოქროს ფალოსა სრულად აკონტროლებდა ერთი რეგიონის პარტიას და როცა ზოგიერთ რაიონში პრობლემებიც შეუქმნეს, ძალისმიერად გადაწყვიტა ეგ პრობლემები.
მერე შანტაჟი დაიწყო პარტიით და იქამდე მიიყვანა საქმე , სადამდეც ყველამ ვიცით.
მიშას შეცდომა იყო, რომ ვერ გათვალა (ან არ შეეძლო სხვაგვარად) და ოქროს წასვლით გამოწვეული დისბალანსი , პარტიის ხელიდან გაშვებით უფრო გააძლიერა.
მაგ პერიოდში პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები ახლებით ჩაანაცვლეს, გაშვებულები კი დაიკიდეს. მომავალ წლებში კი თავმჯდომარეების ქვემოთა რგოლსაც მისდგნენ ბოლომდე.
რამდენიმე ბლოკად დაიყო პარტიის რეგიონალური სტრუქტურაც. 4 ადამიანმა გაინაწილა.
2012 წლის არჩევნებზე პარტია მოტივირებულიც კი არ იყო გამარჯვებისთვის და არც არავინ ცდილობდა მოტივაცია აემაღლებინა მისთვის. კოორდინატორები წელმოწყვეტილები დადიოდნენ საკუთარ სამოქმედო არეალში

მეტს აღარ დავწერ.
ჯერ ხანდაზმულობის ვადა არ გასვლიათ ამ ამბებს. 3 -4 წელში მოგწერ.