და რა ვითარებაში დაინიშნა კულტურის მინისტრად ეგეც საინტერესოა
ნაწყვეტი ჯაბა იოსელიანის მოგონებებიდან
"1992 ის ბოლოს ჩემთან მოვიდა საზოგადოება "თბილისელების" დელეგაცია და მომთხოვა საკუთარ თავზე ამეღო თბილისის და საქართველოს დაცვა ზვიადისტების და პროვინციალების მოძალებისგან.ამის შემდეგ, კიდე მოვიდა პარლამენტარების ჯგუფიც გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით და მითხრეს: ამბავი შევარდნაძესთან შეთანხმებულია და ისევ შენ უნდა აიღო ძალაუფლებაო.
"მე დავთანხმდი იმ პირობით, რომ ეს იქნებოდა დროებითი და ფორმალურად მაინც შევარდნაძის თაოსნობით. ვიწრო წრეში შევარდნაძესთან კი მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს საგანგებო კომიტეტი ფართო ძალაუფლებით, ჩემი თავმჯდომარეობით და სახელმწიფო მეთაურის ეგიდის ქვეშ. კომტეტის შემადგენლობისთვის რა თქმა უნდა გამოვრიცხე საბჭოური ნომენკლატურული მოდელი. წევრებად შევიყვანე: გია ჭანტურია,გოგა ხაინდრავა, გია ჟორჟოლიანი, მთავრობის სახლთან დახეიბრებული ინტელექტუალი კახა გველესიანი, დავით მაღრაძე. ძალოვანი სტრუქტურების მინისტრები: გია ყარყარაშვილი,ავთანდილ იოსელიანი, ირაკლი ბათიაშვილი.. თბილისში გამოვაცხადე კომენდანტი საათი... შევკრიბე საქართველოს "მხედრიონი," თბილისში ჩატარდა იგივე" თბილისელების" მიტინგი, სადაც მგზნებარე პატრიოტული სიტყვებით გამოდიოდნენ პოეტები, მსახიობები. მოწოდებები მოღალატეთა დასჯისა და განკიცხვის შესახებ სულ ტაშის გრიალში იძირებოდა.... მიხარია, რომ ბიჭები აქტიურობენ.
გია ჭანტურია კისრულობს ედპ-ს 200 კაციანი რაზმის შეკრებას და დასავლეთ საქართველოში გაგზავნას, ოღონდ იარაღს თხოულობს.
დ ათ ო მა ღ რ ა ძ ე ინტელიგენციაში ფულს აგროვებს იარაღისა და სხვა დანიშნულებისთვის.

ვიბარებ კომიტეტს და ვთხოვ შეაგროვონ შემოწირულობანი კომიტეტის ფონდისთვის. გია ჟორჟოლიანი თეორიულ საბუთებს აგროვებს."
ჯაბა იოსელიანი - "სამი განზომილება"
https://saba.com.ge/books/details/1066