dragendoხო გაინტერესებდა....
საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ I კვარტალში 11.0 მილიარდი ლარი შეადგინასაქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11.0 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 5.6 მლრდ. ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 82.8 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 7.9 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 9.3 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში:
მსხვილი ბიზნესი – 81.8 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 8.4 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 9.8 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8.7 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5.7 მლრდ. ლარი შეადგინა.
საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 82.6 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი - 7.7 პროცენტი,
მცირე ბიზნესი - 9.7 პროცენტი.
თითქმის იდენტური ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებ- ზეც:
მსხვილი ბიზნესი – 83.3 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 7.5 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 9.2 პროცენტი.
საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 545.4 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.1 პროცენტი ქალია, ხოლო 59.9 პროცენტი - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 60.6 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 16.4 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 23.0 პროცენტი.
მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც:
ქალები
მსხვილი ბიზნესი – 55.7 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 17.9 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 26.4 პროცენტი.
კაცები
მსხვილი ბიზნესი – 63.8 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 15.5 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 20.7 პროცენტი.
შემდეგი დიაგრამა ასახავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:
საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 525.1 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.7 პროცენტი ქალია, ხოლო 59.3 პროცენტი - კაცი.
დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
მსხვილი ბიზნესი – 62.8 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 16.8 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 20.4 პროცენტი.
დაახლოებით მსგავსი ტენდენციაა სქესის მიხედვით დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის საწარმოს ზომის მიხედვით განაწილებაშიც:
ქალები
მსხვილი ბიზნესი – 57.0 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 18.2 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 24.8 პროცენტი.
კაცები
მსხვილი ბიზნესი 66.7 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 15.9 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 17.4 პროცენტი.
შემდეგი დიაგრამა ასახავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესში დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:
საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე შეადგინა 1350.1 მლნ. ლარი, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია:
მსხვილი ბიზნესი – 75.1 პროცენტი,
საშუალო ბიზნესი – 13.6 პროცენტი,
მცირე ბიზნესი – 11.2 პროცენტი.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 851.7 ლარი, მათ შორის ქალების - 641.1 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1018.5 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 692.8 ლარი,
მცირე ბიზნესი – 470.0 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 50.8 პროცენტი,
„ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 11.9 პროცენტი,
„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 11.8 პროცენტი,
„მშენებლობა“ – 6.6 პროცენტი,
„ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“ – 6.0 პროცენტი.
საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 23.8 პროცენტი,
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 18.2 პროცენტი,
„ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 15.6 პროცენტი,
„მშენებლობა“ – 13.1 პროცენტი „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ - 8.8 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 24.5 პროცენტი,
„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 14.5 პროცენტი,
„ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 10.5 პროცენტი,
„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 10.5 პროცენტი,
„მშენებლობა“ – 9.9 პროცენტი.
დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაშიც პირველ ადგილზეა „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 27.4 პროცენტი,
„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 19.7 პროცენტი,
„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 12.0 პროცენტი,
„ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 8.4 პროცენტი,
„განათლება “ – 8.0 პროცენტი.
დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში აგრეთვე პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:
„ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 22.6 პროცენტი,
„დამამუშავებელი მრეწველობა“ – 16.1 პროცენტი,
„მშენებლობა“ – 15.3 პროცენტი,
„ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 13.4 პროცენტი,
„ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 10.4 პროცენტი.
შემდეგი დიაგრამა ასახავს ცალკეულ სექტორებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილებას სქესის მიხედვით:
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 72.5 პროცენტი,
აჭარის ა.რ. – 6.5 პროცენტი,
ქვემო ქართლი – 6.3 პროცენტი,
იმერეთი – 4.5 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 63.4 პროცენტი,
ქვემო ქართლი – 9.3 პროცენტი,
აჭარის ა.რ. – 8.0 პროცენტი,
იმერეთი – 5.6 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.2 პროცენტი.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ქ. თბილისი – 65.9 პროცენტი,
აჭარის ა.რ. – 8.8 პროცენტი,
იმერეთი – 6.9 პროცენტი,
ქვემო ქართლი – 5.5 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2 პროცენტი.
მცირედ განსხვავებული ტენდენციაა სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში:
დასაქმებული ქალები:
ქ.თბილისი – 67.6 პროცენტი,
აჭარის ა.რ. – 8.7 პროცენტი,
იმერეთი – 7.2 პროცენტი,
ქვემო ქართლი – 4.7 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.
დასაქმებული კაცები:
ქ.თბილისი – 64.7 პროცენტი,
აჭარის ა.რ. – 8.8 პროცენტი,
იმერეთი – 6.8 პროცენტი,
ქვემო ქართლი – 6.1 პროცენტი,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.7 პროცენტი.
შემდეგი დიაგრამა ასახავს ცალკეულ რეგიონებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის გა- ნაწილებას სქესის მიხედვით:
http://www.commersant.ge/index.php?m=5&new...=23085&cat_id=6 This post has been edited by Shota525 on 4 Jun 2015, 23:07