დღეს პუტინმა გააპრავა ბლატერი და ამერიკას გადასწვდა.

თუ დაუმტკიცეს ეს ყველაფერი ბლატერი ვირის აბანოს ხეხავს და ამერიკა იმ შუაშია,რომ ფიფა არის საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა ქვეყანა უხდის მას ფულს.
ინგლისის ფეხბურთის მესვეური ბლატერის გადადგომას მოითხოვს
ბეჭდვა
28.05.2015
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ გრეგ დაიკმა 27 მაისს განაცხადა, რომ გახმაურებული კორუფციული სკანდალის ფონზე, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს თანამდებობიდან. დაიკის განცხადება გაცილებით მწვავეა, ვიდრე ევროპის მმართველი საფეხბურთო უწყების - უეფასი, რომელიც ფიფას პრეზიდენტის არჩევნების ექვსი თვით გადადებას ემხრობა. არჩევნები 29 მაისისთვის, ციურიხშია დანიშნული. აზიის ფეხბურთის კონფედერაცია მხარს უჭერს ბლატერს და სურს, რომ არჩევნები გეგმის შესაბამისად ჩატარდეს. გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ მისთვის არ არის დამაჯერებელი ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის განცხადება, რომ ფიფას შეუძლია დაიბრუნოს ფეხბურთის ქომაგთა ნდობა, თუკი კორუფციის აღმოსაფხვრელად ბრძოლას გააძლიერებს. „ბლატერმა განაცხადა, რომ ახლა არის ფიფას მიმართ ნდობის აღდგენის დრო. შეუძლებელია ფიფას მიმართ ნდობის აღდგენა, ვიდრე ზეპ ბლატერი იქ არის“, - განაცხადა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თავმჯდომარემ. „ბლატერი უნდა წავიდეს. ის ან უნდა გადადგეს, ან უნდა გადაირჩიონ, ან მესამე გზა უნდა მოვძებნოთ“, მათ შორის შევეცადოთ მის გაძევებას“. ზეპ ბლატერი მეხუთედ იყრის კენჭი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე. მისი მეტოქეა იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი.
28 მაისი 2015
This post has been edited by lasha1997 on 29 May 2015, 03:22