აი რა გამოგადგება
http://airnav.ge/index.php?page=ms&fullstory=41PDF ფაილია, პირადად ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიერ შედგენილი სტატისტიკაა, რათქმაუნდა ტემპერატურაც არის. ინგლისურადაა..
მე ვმუშაობ საქაერონავიგაცია-ში მეტეოროლოგად, სულ გვაქვს 3 სადგური (ბათუმი-UGSB ქუთაისი-UGKO თბილისი-UGTB) თუმცა მალე უკვე მესტიაც დაემატება, ეს დაკვირვებები და სტატისტიკა ავიაციისთვის მომზადდა, სტატისტიკა 5 წლის მანძილზე ყოველ საათში და ნახევარ საათში ერთხელ გაზომილ პარამეტრებს მოიცავს.
დამიჯერე 5 წელი იმიტომ შევიტანეთ რომ მაგაზე ძველი მონაცემები არასანდოა, მაშინ არც ზუსტი ხელსაწყოები არსებობდა და არც სანდო დაკვირვებები ხდებოდა. შენთვის 5 წელი აბსოლუტურად ამომწურავი იქნება, ინფორმაცია უფასოა ხელმისაწვდომია, 466 გვერდიანი წიგნი წელს გამოვეცით და ელექტრონული ვერსია საიტზეა, ბიბლიოთეკასაც გადაეცა..
სტალინს რაც შეეხება მე როგორც ვიცი მაგისი პირველი სამსახური-პროფესია ყოფილა მეტეოდამკვირვებლობა biggrin.gif
სხვა ქალაქები არ დაგჭირდება, ბათუმი, თბილისი და ქუთაისი თითქმის მთელი საქართველოს ყველაზე განსხვავებული ადგილებია კლიმატის მხრივ, მესტიას თუ არ ჩავთვლით, ასე რომ ზოგადად გეცოდინება მთელი საქართველოს ტემპერატურები.
ცხრილების ქვემოთ შეხედე რაც შენ გჭირდება ეგაა, ამოგიწერ ბარემ მინიმუმებს და მაქსიმუმებს ბოლო 5 წლის სტატისტიკას:
ბათუმში მინიმალური ტემპერატურა თებერვალშია (-5დან 0მდე), დაფიქსირდა 3.92% შემთხვევაში, ყველაზე ხშირად 2200 საათზე.
ბათუმში თებერვალში ძირითადი ტემპერატურა (5დან 9მდე), დაფიქსირდა 38.94% შემთხვევაში.
ბათუმში მაქსიმალური ტემპერატურა ივნისშია (35დან 39მდე), დაფიქსირდა 0.68% შემთხვევაში, ყველაზე ხშირად 1400 და 1800 საათებზე.
ბათუმში ივნისში ძირითადი ტემპერატურა (20დან 24მდე), დაფიქსირდა 55.51% შემთხვევაში.
თბილისში მინიმალური ტემპერატურა თებერვალშია (-15დან -11მდე), დაფიქსირდა 1.4% შემთხვევაში, ყველაზე ხშირად 0530 და 2330 საათზე.
თბილისში თებერვალში ძირითადი ტემპერატურა (0დან 4მდე), დაფიქსირდა 32.84% შემთხვევაში.
თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა ივლისშია (40დან 44მდე), დაფიქსირდა 0.66% შემთხვევაში, ყველაზე ხშირად 1430 საათზე.
თბილისში ივლისში ძირითადი ტემპერატურა (20დან 24მდე), დაფიქსირდა 37.57% შემთხვევაში.
This post has been edited by RadioShack on 28 May 2015, 20:33