ამ ფოტოებზე გამოსახულია ჩემი უბანი. ეს შიდა გზები უგულავას მერობის დროს დაიგო

გზები უშუალოდ მერის არჩევნების წინ დააგეს.

ჯერ ერთი კვირით ადრე დაასხეს ასფალტი ისე უგერგილოდ, რომ არანაირი წინასწარი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.
უგულავას მოსვლამდე მთელი "ასფალტი" დაიბზარა დაიშალა დაითხარა და მოისპო
ამის შემდეგ მოვიდა ახალი ჯგუფი და ახალი ასფალტი დააგეს. მის გაზიპინებულ ნიმუშებს ფოტოებზე ხედავთ. ინტრიგანი გეტყოდათ რომ ამ ახალი ასფალტის წყალობით წვიმისას გიგანტური გუბეები დგწბა და ისეა დაგებული წყალი არ იქრიტება. და ზოგ სადარბაზოში შედის კიდეც თავსხმის დროს. მაგრამ აბა შევარდნაძის დრო სჯობდა?
საკმაოდ სწრაფად დააგეს ეს ასფალტები. 1-2 დღე პირველ ჯერზე და 5-6 მეორე ჯერზე


ეს უკვე ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქუჩაა. აფხაზეთის ომში დაღუპული პოეტის.

პირველ ორ ფოტოზე ქუჩის დასაწყისია. დაახლოებით ასი მეტრი ან ორასი. რომელიც უგულავამ დააგო. მტერს თვალს უბრმავებს და მოყვარეს კი - გულს
ამ მესამე ფოტოზე იგივე წუჩის კომუნისტების დროინდელი ნაწილია რომელი არანაკლებ 25 წლის წინანდელი დაგებულია. 25 წლის წინაც ამ უბანში ვცხოვრობდი და მაშინაც ასე იყო.
ახლა შეხედეთ
4-5 წლის წინანდელი უკვე იბზარება და იმსხვრევა და ხუთჯერ მეტი ასაკისა ალაგალაგ უკეთეს მდგომარეონაშია

ეს ამ ქუჩის სახეა გუშინდელის მერე
ერთ დღეში გუშინ დილიდან საღამომდე რამდენიმე ასეულ მეტრზე მოთხრილი და მოსწორებულია უკვე გზა და რამდენადაც ვიცი ველის სასაფლაომდე ადიან

ამაზე მოსწორებული ეს გზა ჯერ არ ყოფილა

მემგონი ამ ადგილს გამოტოვებენ. არადა კორპუსებთან მისასვლელი მოკლე გზაა :-(
იმ დაგებული ასფალტის მერე უზარმაზარი ლოდები მოზიდეს თითო 1-7 კილოს ფსრგლებში მაინც და გზაზე დაყარეს. გვეგონა გზას დაგვიგებდა უგულავა. მაგრამ არჩევნები იყო დასრულებული და რამდენიმე თვით ქუჩა კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
წარმოიდგინეთ რომ უზარმაზარ ქვებში ფეხით ძლივს გადაადგილდები. მდიბარის რიყე იყო რა. და მანქანის გავლა ხო საშინელება. ჯერ ძლივს გადიოდნენ და მერე ქვებს რომ ისვრიდნენ იქით აქეთ ზო მტრისას. ერთხელ ფეხში მომხვდა მანქანის ანასხლეტი ქვა და დამალურჯა. და ზემო უბანში ბავშვს კოჭი მოტეხა. თავიდან ზღაპარი მრგონა. მერე მე მომხვდა და დავიჯერე
