ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ თუ იოზეფ ბლატერი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ უეფამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოიკოტირების საკითხი უნდა დააყენოს, რომელიც რუსეთში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო რამდენიმე დღით ადრე ფიფას მაღალჩინოსნები კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.
"არანაირი აზრი არ ექნება ინგლისის წასვლას, თუ სხვები დარჩნენ. ეს არაფერზე იმოქმედებს. ამის შესახებ, უბრალოდ, დაივიწყებენ. მაგრამ თუ წავლენ ის ქვეყნები, რომლებიც უეფაში არიან წარმოდგენილნი, ამას ეფექტი ექნება.
თუ ბლატერი ხელახლა აირჩიეს, მაშინ ბოიკოტირების საკითხი უნდა განვიხილოთ.
მტკიცებულებები, რომლებიც ამერიკელებმა მოიყვანეს, შოკში გვაგდებს და არ მგონია, რომ ბლატერი ამის მერე სუფთა გამოვიდეს. მისი მმართველობის დროს კორუფციამ უმაღლეს დონეს მიაღწია", - თქვა დაიკმა Sky Sports-თან საუბარში.
აქვე გეტყვით, რომ ფიფა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, 29 მაისის ნაცვლად, 30 მაისს გაახმოვანებს. ამის შესახებ ინფორმაცია ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე
ყველა გავლენისთვის იბრძვის

აგერ კიდო ცხელ ცხელი ინფო... ტერორისტებსაც უნდა გავლენა
ფიფა-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს
15:35 29-05-2015
ფიფა-ს კონგრესის წევრებმა აფეთქების მუქარის შეტყობინება მიიღეს ფიფა-ს კონგრესის წევრებმა დღეს, ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურების მუქარის შეტყობინება მიიღეს.
ამის შესახებ გერმანული და სხვა ევროპული მედიასაშუალებების ცნობით, შვეიცარიის ქალაქ ციურიხის პოლიცია იტყობინება.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მივიღეთ ბომბის გააქტიურების მუქარის შეტყობინება", - განაცხადეს ციურიხის პოლიციაში.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის იმ ადგილას, სადაც ფიფა-ს კონგრესის წევრები პრეზიდენტის არჩევნებისთვის უნდა შეიკრიბონ, პოლიცია იმყოფება და მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებს.
დღეს ფიფა-ს მომდევნო პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ერთმანეთის კონკურენტებს მოქმედი პრეზიდენტი, ზეპ ბლატერი და იორდანიის პრინცი, ალი ბინ ალი ჰუსეინი წარმოადგენენ.