რა კოჭლი პოპულიზმია
ქართველებს აეშენებინათ უშლიდათ ვინმე?
სხვათა შორის, ეგ შენობა სასტუმრო აჭარის მესაკუთრისა იყო
სახელმწიფოსგან ეგ მიწა ზუსტად ცათამბჯენის აშენების პირობით იყიდა
მაგრამ ვერ ააშენა
მერე ადგა და გაყიდა
უცხოელებს დაასაქმებენ რას ქვია? მენეჯერი შეიძლება იყოს უცხოელი მაგრამ რა გგონია ახლა მიმტანებს, მწმენდავებს, დამლაგებლებს და სხვებს უცხოეთიდან ჩამოიყვანენ?

ქართველი რომ ვერ შევა ეგ არ არის არგუმენტი. ჯერ ერთი, როგორ ვერ შევა. ძალიანაც შევა ის, ვისაც მაგის ფული აქვს. აუცილებელია მთელი საქართველო შევიდეს იქ?

თანაც ძალიან ბევრი ადამიანი მოიძებნება დღევანდელ საქართველოში, ვისაც ქუდი რო შეუგდო შიგნით, არ შევა
მაგათ რაღა ვუყოთ?

) მოკლედ, ის რომ ზოგი ქართველი ვერ შევა შიგნით, არ არის იმის არგუმენტი რომ შენობა არ აშენდეს. ეგრე ძალიან ბევრ სხვა შენობაშიც ვერ შედის ძალიან ბევრი ადამიანი და ისინიც დავხუროთ?

) მოკლედ, თავადაც ხვდები რომ სულელური არგუმენტია. თუ ვერ ხვდები, შენთვისვეა ცუდი.
ალიევის სკვერში ააშენონო და ალიევის სკვერიდან რამდენიმე ათეულ მეტრში უკვე შენდება რაღაც. ამიტომ ეგ ადგილი დაკავებულია

ბუშის მოედანი არ ვიცი სადაა. მე ბუშის ქუჩა ვიცი.
მოკლედ, რაც შენი პოსტიდან გამომდინარეობს ისაა, რომ არ გინდა ვინც იმ შენობაში დასაქმდება, რომ ისინი მაინც დასაქმდნენ ამ ბედკრულ საქართველოში

სხვა ახსნა არ აქვს ამხელა შენობის აშენებაზე გაჩმახებას. მესმის რომ თქვა ამხელა შენობის ადგილი მოედანზე არ არის, გზას გადატვირთავს და ა.შ. მაგრამ ქართველი მანდ ვერ შევა არგუმენტი ძალიან დაძველდა და აღარ ჭრის