vasiliiმემგონი, შენ ვერ ხვდები

წიაკითხე საქსტატის მეთოდოლოგია და მერე გამოიტანე დასკვნები

წაიკითხე განმარტებები მაინც
ეკონომიკურად აქტიური – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც
მუშაობს ან სთავაზობს თავის შრომას იმ საქონლისა და მომსახურების
საწარმოებლად, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო)
ეროვნული ანგარიშების სისტემაში ეროვნული პროდუქტის განსაზღვრის
ჩარჩოებში ხვდება (დასაქმებული და უმუშევარი პირები).
დასაქმებული (დაქირავებული ან თვითდასაქმებული) – 15 წლის და
უფროსი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის
განმავლობაში მუშაობდა (სულ მცირე, ერთი საათი მაინც) შემოსავლის
(ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგების და ა.შ.) მიღების მიზნით,
ეხმარებოდა უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს, ან რაიმე მიზეზით
არ იმყოფებოდა სამუშაოზე, თუმცა ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ.
დაქირავებული – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო
პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან
სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე,
პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ დროებით არ მუშაობს
შვებულების, ავადმყოფობის, წარმოების დროებით გაჩერების, სამუშაოდან
დროებით დათხოვნის ან მსგავსი მიზეზების გამო.
თვითდასაქმებული – მესაკუთრის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში,
მოგების ან ოჯახური შემოსავლის (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით,
აგრეთვე ოჯახურ საწარმოში/მეურნეობაში უსასყიდლოდ მომუშავე პირი.
უმუშევარი – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა
(ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში,
ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად
მომავალი 2 კვირის განმავლობაში.
ეკონომიკურად არააქტიური – 15 წლის და უფროსი ასაკის პირი, რომელიც
არ მუშაობდა (ერთი საათითაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის
განმავლობაში და არ ეძებდა სამუშაოს გამოკითხვის მომენტის წინა 4 კვირის
განმავლობაში. აგრეთვე პირი, რომელიც ეძებდა სამუშაობს გამოკითხვის
მომენტის წინა 4 კვირის განმავლობაში, მაგრამ სამუშაოს მოძებნის
შემთხვევაში არ იყო მზად მუშაობის დასაწყებად უახლოესი 2 კვირის
განმავლობაში.
უმუშევრობის დონე – უმუშევართა პროცენტული წილი ეკონომიკურად
აქტიურ მოსახლეობაში.
დასაქმებულად ითვლება არა მხოლოდ მოსახლეობის ის ნაწილი,
რომელიც დაქირავებით დასაქმებულია კერძო ან სახელმწიფო სექტორში და
იღებს გასამრჯელოს ხელფასის სახით, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილიც,
რომელიც მოგების, შემოსავლის (ფულით ან ნატურის სახით) ან სხვა სახის
სარგებლის მიღების მიზნით ეწევა გარკვეულ საქმიანობას.თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც საკუთარ საწარმოში ან
საკუთარ მეურნეობაში მუშაობს და გააჩნია საკუთარი შემოსავალი.შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, იმისათვის, რომ
ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, არ არის აუცილებელი რომ მას ჰქონდეს
ხანგრძლივვადიანი შრომითი ხელშეკრულება ან დაქირავებული იყოს ვინმეს
მიერ. მიუხედავად იმისა, რომ თვითდასაქმებულთა გარკვეული ნაწილის
სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ არის და შესაძლოა ისინი ეძებდნენ
დამატებით სხვა სამსახურს, ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიის თანახმად, თუ
ადამიანი საკუთარი შრომით შემოსავალს იღებს ის დასაქმებულად უნდა
ჩაითვალოს.გეიგევი?

მეწაღე ("საპოჟნიკი", რაღა

) სახლში რომ ზის, მეზობლების ფეხსაცმელს ქუსლზე რეზინს აკრავს და 2 ლარს იღებს ამაში, ეგ ადამიანი დასაქმებულიაო

ჰოდა, დაანებეთ ამ სტატისტიკებს, გამოკითხვებს და ათასი ჯური რეიტინგებს თავი, თვქენ რა გაუგონარი ხალხი ხართ, ტო?!
* * *
erfiro ტაბლეტმა გადამიბირა
* * *
აჰა, ესეც იმათ, ვისაც სტატისტიკა გევასებათ

კოვარიაცია:

კორელაცია:

დადექით და ითვალეთ
This post has been edited by Shurige on 31 May 2015, 14:09