#44824526 · 8 Jun 2015, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Shota525
| QUOTE | | ევრონიუსი იმიტომ რომ საერთო ევროპულ ტელევიზიად ითვლება მათ შორის მრავალენოვანია და ყველა ქვეყანაში ფილიალობს. ნაციონალური ტელევიზიებს რომ გაყვე მაშინ ასობით ტელევიზიას უნდა მოუყარო თავი მარტო იტალიას აქვს თუ არ ვცდები 35 ნაცინოლური(საკაბელო არა) ტელეკომპანია... გაწვდება ამას საქართველო? |
დემაგოგობ ახლა, ცუდია ასე რომ იქცევი, ეს ნიშნავს რომ არაფერი გაქვს სათქმელი და ჩემი ნათქვამის დამახინჯებას ცდილობ და რაღაცას უტრირებ. 35 ნაციონალური არხი და სისულელე არ მითქვამს მე. რეიტინგები და ყურებადობა ცნობილია ყველა ქვეყანაში, მაგალითად იმავე იტალიაში, რაი-1 ს დარწმუნებული ვარ რომ ევრონიუსზე 10-ჯერ მეტი ყურებადობა აქვს, იგივე იქნება მაგალითად საფრანგეთში ტფ-1 -ის ან ფრანს-2 -ის შემთხვევაში, თუნდაც კანალ+ -ი იყოს. ხოდა შეხედონ რეიტინგებს და თარგეტირებულად მიუდგნენ რა, რა არის აქ გაუგებარი.  (შენ თვითონ ამბობ 10 ქვეყანაში მიდის რეკლამებიო და ეს იმას ნიშნავს, რომ თარგეთი აუღიათ, აბა მაშინ 200-მდე ქვეყანაა დედამიწაზე...  ). | QUOTE | | ის რპომ ევროპის დონეზე არ ხარ გასაგებია მაგრამ უვიზო რომ მოგცენ უნდა აკონტროლო შემომსვლელი ნაკადი,თქო. |
არ არის გასაგები როგორც შენს ნაწერებს ეტყობა. არსად წერია ეგ რასაც შენ ამბობ უვიზო მიმოსვლის თემაზე საქართველოს და ევროკავშირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებში, მე წაკითხული მაქვს ის 1000-ზე მეტ გვერდიანი დოკუმენტი და მილიონჯერ გითხარი უკვე, რომ თუ შენ იპოვი იქ რამეს, მოიტანე და ვილაპარაკოთ. იმის შემდეგ რაც შენივე პირით აღიარე რომ საერთოდ არ წაგიკითხავს და ისე მსჯელობ აქ დარწმუნებით, ამას მეტი არაფერი ქვია თუ არა ახირება. შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო, ამ წყევლასავით არის.  ლოგიკით მაინც იაზროვნე რამის წაკითხვა თუ არ გინდა. 1. ახლა თემაა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში, რაც არ ნიშნავს კონტროლის არ ქონას საზღვარზე რომ წარსდგება ჩვენი მოქალაქე. თუ, მის პასპორტს რომ შეამოწმებენ და ბაზებთან დაადარებენ, რამე ეჭვი გაუჩნდება ევროკავშირის მოცემული ქვეყნის მებაჟეს, მაინც არ შეუშვებს! ანუ 2 დასკვნა აქედან: უვიზო მიმოსვლა არ ნიშნავს საერთოდ უკონტროლოდ შეშვებას, და ეს ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელები რომლებიც საქართველოდან ჩავლენ ევროკავშირში მიიღებიან იქ მათ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებული სავიზო პიროებების მიხედვით (უფრო მეტიც, ასეთი პიროვნება ვერ წავა საქართველოდან თუ საბუთები/ვიზა წესრიგში არ აქვს. პასპორტს ვერ აიღებდა ახლა უცებო, შენ რომ მიპასუხე, ეგ არის იაფფასიანი დემაგოგია, რასაც უკვე ძალიან ხშირად მიმართავ. პასპორტის და მოქალაქეობის მიღებას თავისი წესი აქვს და ვინც მიიღებს პასპორტს ის არის საქართველოს მოქალაქე და ასეთად უნდა იქნას განხილული თავისთავად ცხადია. ახლა მასიურად ხალხი იღებდა საქართველოს პასპორტს, რომ მერე გაქცეულიყვნენ ევროკავშირშიო ამის დაწერას და განვითარებას თუ აპირებ სერიოზულად, გირჩევ შეეშვა, სერიოზულობას დაკარგავ საბოლოოდ და დაიცინები მწარედ). 2. თუ რამე კონტროლზე შეიძლება იყოს საუბარი (ისევ ლოგიკიდან გამომდინარე) შემომსვლელი ნაკადი კი არ უნდა აკონტროლო, არამედ შენგან ევროკავშირში გამსვლელი ნაკადი, ეს უკანასკნელია პოტენციურად რისკის შემცველი ევროკავშირისთვის, ვინაიდან ეს ნაკადი მიდის იქ. ახლა, შემომსვლელი ნაკადი იქნებ ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება თავისთვის (რავიცი მე, ტურიზმს რომ თავი დავანებოთ, დემოგრაფიის გამოსწორება უნდა ... მილიონი მიზეზი შეიძლება იყოს) და იქნებ უვლის თვითონვე, ეს ვისი რა საქმეა. შენი სიტყვები, შემომსვლელი ნაკადის კონტროლთან მიმართებაში ადეკვატური და რელევანტური იქნებოდა, საუბარი რომ იყოს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ (უფრო სწორად შენგენის ზონასთან ჩვენი მიერთების შესახებ). მაშინ, ვინაიდან ამ ზონის შიგნით ქვეყნებს შორის საგზაო და სარკინიგზო გადასასვლელებზე კონტროლი ძალიან შემსუბუქებულია (საჰაერო მაინც გაძლიერებული კონტროლის ქვეშ არის, ნუ საზღვაოც), მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ზონის (შენგენი + საქართველო) გარე საზღვრებზე ადეკვატური და ერთი სახის კონტროლის არსებობა (რასაც ზუსტად მიმართავს ახლაც ევროკავშირი შენგენის ფარგლებში). | QUOTE | რა არის იცი. შენ მეუბნები რომ ჩემი თუ არ გჯერავსო გადაიკითხეო ხელშეკრულება. მაშ შენ თუ არ გჯერავს შენ გადაიკითხე 1000 ფურცლიანი ხელშეკრულება თუ კაერგია )))) დარწმუნებულიო ვარ რომ არ გაქვს არა თუ წაკითხული არამედ ჩამოტვირთულიც არც გაგიჩნდებოდა ამის სურვილი მისი სიდიდის გამო. და ამბობ რომ სწორი ხარ მარტო სუბიექტური მიზეზით იმიტომ რომ გჯერავს იმ პოლიტიკოსების ვინც ამას ამბობს. ასევე მეც სუბიექტური ვარ ცხადია იმიტომ რომ მჯერა წმინდა ლოგიკური დასკვნის დაყრდნობით რომ ევროპაში შეგიშვან ევროპა მოგთხოვს მოაწესრიგო საზღვრის გადმოსაკვეთი საკითხები... თუ შენ არ იზიარებ ამ ლოგიკას მაშ დავანებოთ თავი ამაზე საუბარს...რადგან სუბიექტივიზმით სუბიექტივიზმს ვერ გადაფარავ და ვერც ერაფერს ვერ დაამტკიცებ... |
შენი თავით არ უნდა განსაჯო სხვები და ასე აღარ დაგემართება. აქ საერთოდ მარტივად არის საქმე, შენ ემხრობი (თავიდანვე შენ დაწერე ეს რაზედაც მე მოგწერე რომ ეს არ წერია ამ ხელშეკრულებებში) რომ ეს ევროკავშირმა დაგვავალდებულა ასოცირების ხელშეკრულებით (არ დაგიკონკრეტებია, მაგრამ სხვა ვერაფრით დაგვავალდებულებდა, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის თემები რაზედაც შენ საუბრობ ამ ხელშეკრულებებშია, ეს ერთი და მეორეც სხვა არანაირი დოკუმენტისთვის საქართველოს და ევროკავშირს ხელი არ მოუწერიათ. რაც არის, არის ეს 2 ხელშეკრულება, ნუ 2 ერთში: ეგრეთწოდებული AA - "ასოცირების ხელშეკრულება" და DCFTA -"ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება") ანუ იგივე ბოდვას ავითარებ რასაც წულუკიანი, როდესაც ის ატყუებს ქართველებს. მისი ქმედება გასაგებია, ქულებს იწერს თავის პოლიტიკურ გუნდთან და მარჩენალთან და კომკავშირლობს, თავს აჩვენებს აი მე საქართველო გადავარჩინე უცხოტომელების შემოსევას და ამის უარყოფითის თავის ტავზე აღების ერთი ადგილიც არ აქვს და აბრალებს ევროპას და ა.შ. (თუმცა, სავალალო შედეგებმა რომ არ დააყოვნა, უკვე ყველა მიხვდა რა ხვითოც არის), და შენ რა გამოძრავებს ამ ტყუილებს რომ ავითარებ, თან რომ არაფერი წაგიკითხავს ისე და თან უტიფრად აქეთ რომ მაბრალებ იგივეს მე?  წესით უნდა გრცხენოდეს მეგობარო.  | QUOTE | | კარგი ერთი )) პასპორტის აღება ხომ გაუჭირდებოდა ))) |
ამაზე მოგწერე უკვე ზევით. დამატებით გეტყვი რომ ბოდავ აქაც, და შენი იხიდნური ჩაცინებები სრულიად უადგილოა. გაუჭირდებოდა რათქმაუნდა, ეს ერთი. და რომც არ გაჭირვებოდა, ამას კავშირი არ აქვს უცხოელი მოქალაქეების მიერ ევროკავშირში უკონტროლოდ შესვლასთან, რასაც შენ აწვებოდი, რომ ამას აღმოვფხვრითო ვიზების გართულებით საქართველოში შემოსვლელებისთვისო.
| QUOTE | | აი ევრონიუს არ უყურებს ევროპელი და ამერიკულ სიენენს უყურებს ხო? )) |
შენ მემგონი ან მეღადავები, ან შეგნებულად პროვოკატორობ, ან მართლა სერიოზულად წაკითხულის აღქმის პრობლემა გაქვს. გადაიკითხე ჩემი დაწერილი და იქ თუ სადმე აღმოაჩენ, რომ მე სადმე ვთქვი, რომ ევროპელი არ უყურებს ევრონიუსს და თავს იკლავს სნნ-ის ყურებითთქო, მაშინ ჩათვალე, რომ საერთოდ არაფერი არ მომიწერია შენთვის და ერთ დიდ ბოდიშს მოგიხდი და დასრულდება. მე გწერდი, რომ სნნ-ს 100-ჯერ უფრო მეტი მაყურებელი ჰყავს ვიდრე ევრონიუსს მეთქი, რათქმაუნდა მისი მაყურებლების აბსოლიტური უმრავლესობა არის ამერიკელი. მაგრამ უფრო მეტსაც გეტყვი თუ გინდა გასაგები რომ იყოს შენთვის, ისე არ/ვერ იგებ გეტყობა... სნნ-ის არაამერიკელი მაყურებელიც მეტი ჰყავს ვიდრე ევრონიუსის მთლიანი მაყურებელი.
| QUOTE | | შენ ეტყობა ევროპელი მეგობრები არ გყავს... რადგან ამბობ რომ არ უყურებენო.... |
ოკ.  | QUOTE | | ნაციონალურზე დავწერე უკვე. |
არაადეკვატურია ის რაც დაწერე. თარგეთირებას თუ აკეთებენ, რასაც შენ თვითონ წერ, მაშინ დაათარგეთირონ იმ ქვეყნებშივე რეიტინგული ნაციონალური და იქ გააკეთონ რეკლამა, ამას მილიონჯერ მეტი ეფექტი ექნება ვიდრე ევრონიუსზე უაზროდ რეკლამას (თან რომ არ იცი რა უჯდებათ, ისე... ).
| QUOTE | | ევრონიუსზე რამდენი იხარჯება არ ვიცი მაგრამ ღირს რადგან ევროპელები ბევრი ჩამოდის და ემერიკელები რაც არ უნდა ეხვეწო ბევრი არ ჩამოვა და ამდენის დახარჯვა ამ ბაზარზე არ ღირს... |
თუ არ იცი რამდენი იხარჯება, მაშინ საიდან ამბობ და ასკვნი რომ ღირს? იქნებ იმდენი იხარჯება, რომ არაფერიც არ ღირს. ძალიან სასაცილოა. სნნ-ს რომ მარტო ამერიკელები არ უყურებენ ამაზე უკვე აგიხსენი ზევით, და ის პოტენციური ამერიკელები ვინც ჩამოვა და ისინი (დანარჩენი მსოფლიო) რომელიც სნნ-ს უყურებს და ჩამოვა, მაინც მეტია ევრონიუსის მაყურებელ და პოტენციურ ჩამომსვლელებზე. ისევ მარცხნივ ხარ სამწუხაროდ (თემიდან მარცხნივ).
This post has been edited by grou on 8 Jun 2015, 17:13
|