http://ladoch.blogspot.nl/2015/06/62.htmlოდესაში 62 ტერორისტი დააკავეს!
უპრეცედენტო მაშტაბის სპეცოპერაცია ჩატარდა უკრაინის ოდესის ოლქში. რომელის დროსაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 62 პირი დააკავეს. უკრაინული გამოცემების მიხედვით ჩატარებული ოპერაცია, ოლქში დაწყებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მეორე ეტაპია, რმელიც მიზნად ისახავს ქალქის გაწმენდას ტერორისტებისგან.
ჩატარებულია წინსასამართლო გამოძიება და სასმართლოში განსახილველად წარდგენილია 18 საქმე, რომლებშიც რამდენიმე ათეული დამნაშავე ფიგურირებს, ძირითადად სეპარატიზმსა და ტერორისტულ დაჯგუფებებში წევრობის ან აქტებში მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით. გარდა აღნიშნული სამქეებისა, სამართალდამცავებს ასევე წარმოებაში აქვთ 29 საქმე, რომლის ნაწილიც მალე ასევე სასმართლოს გადაეცემა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ აღნიშნული ტიპის დანაშაულისთვის დაკავებული 62 პირის გარდა, 9 ძიებაში იმყოფება და კიდევ 78 ადამიანი ეჭვმიტანილია. რაც იმაზე მეტყველებს რომ დაკავებები კიდევ გაგრძელდება.
ის რომ ოდესა მაღალი ინტერესის ზონას წარმოადგენს არა მხოლოდ სააკაშვილის იქ დანიშვნით არის განპირობებული. ოდესა ესაზღვრება მოლდოვის ოკუპირებულ პრიდნესტროვიას, როემლიც უკრაინის მოვლენების პარალელურად პრაქტიკულად ბლოკადაში იმყოფება და იქ ასევე ჩარჩენილია რუსული ე.წ. სამშვიდობო კონტიგენტი. რომელიც რა თქმა უდნა ისეთივე სამშვიდობო ფუნქციას ასრულებს, როგორსაც სამაჩაბლოში და აფხაზეთში ასრულებდა, ღია ანექსიამდე. გარდა პროდნესტროვიის ფაქტორისა, ეს ოლქი იმით არის რუსეთისათვის საინტერესო რომ ოდესის იოლქშია შავი ზღვის პოსტსაბჭოთა ნაწილში ყველაზე მძლავრი გემთმშენებელი საწარმო სიმძლავრეები, რომლის ინტერესი რა თქმა უნდა რომ გააჩნია რუსეთს და ასევე მნიშვნელოვანია, ოდესის პორტი და მასზე გამავალი ტვირთების ნაკადი. მოკლედ ოდესის ოლქი ძალიან ბევრი თვალსაზრისით საჭიროებას წარმოადგენს რუსეთისთვის. შესაბამისად ოლქში რეფორმირების მთავარი საყრდენის სააკაშვილის გაგზავნაც სწორდ ამან განაპირობა. რომელიც ჩემის აზრით ერთგვარად სისტემის ქვემოდან ზემოთ რეფორმირებას ჰგავს და მიმაჩნია რომ შესანიშნავი გამოსავალია იმ არსებულ ვითარებაში რომელშიც უკრაინის სახელმწიფო სისტემა, მანკიერი ბიუროკრატიის გამო იმყოფება.
ყოველივე ზემოთ თქმული კი განაპირობებს იმას რომ ამ რეგიონში ყველაზე მეტად შეურიგბლები იქნებიან სეპარატისტული განწყობების მიმართ და სხვა გამოსავალი არც არის. უადგილოა ასეთ ვითარებაში სიტყვის თავისუფლებასა და აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპების ერთგულებაზე მეამიტური ლაპრაკი, როდესაც ეს სიტყვა და აზრი, პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს ქვეყანას. ჩვენ ეს გამოცდილება მიღებული გავქვს, თუმცა არა გაცნობიერებული!
პარალელურად ტერორისტების დაკავებებისა, მას შემდეგ რაც მათი ვიწრო ჯგუფების მიერ გამოყენების ალბათობა მინიმუმამდე დავა, უნდა ველოდოთ კორუფციული საქმეების გამოაშკარავებასა და დაკავებებს. ოდესის წარმატებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და როგორც ჩანს ძალისხმევაც შესაბამისი იქნება დახარჯული!
მეორე
[SIZE=7],გივის,, ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს.[/SIZE=7]
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინის არმიის მებრძოლებმა, დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკის მიხეილ ტოლსტიხის, მეტსახელად ,,გივის,, ბატალიონ ,,სომალის,, შტაბთან არსებული სეპარატისტების უდიდესი ტყვიაწამლის საწყობი ააფეთქეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული არმიის მიერ გასროლილი რამდენიმე ჭურვი პირდაპირ სამხედრო საწყობს მოხვდა, რამაც ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია გამოიწვია და ,,გივის,, შტაბი მიწისაგან პირისა აღგავა…
"40 წუთის განმავლობაში გაგრძელებულმა აფეთქებებმა ირგვლივ ყველაფერი გაანადგურა, რამაც სეპარატისტების გაშმაგება გამოიწვია და ამ წუთებში ისინი ავდეევკის საცხოვრებელ კვარტალებს ბომბავენ", - წერს უკრაინული მედია, რომელიც ავდეევკის ტერიტორიაზე 4 ჭურვის ჩამოვარდნის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.[SIZE=7]
This post has been edited by კატანკა on 15 Jun 2015, 11:02