ამ რთულ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არის, მაგრამ როგორც შენ ამბობ მთლად მასე არაა.
მთავრობის ზოგიერთი წევრი და თავად ბიბი ასეთ კომენტარს აკეთებს:
კალაძე: მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით კანონი არაადეკვატურია ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით სასჯელი არაადეკვატურია და საჭიროებს კანონის გაუმჯობესებას.
როგორც კახი კალაძემ თავის ტრადიციულ ვიდეოდიალოგში განაცხადა, მარიხუანის ლეგალიზაციით მძიმე ნარკოტიკების ჩანაცვლების მოლოდინი კვლევის საგანია და ხელაღებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, უფრო პოპულიზმის ელემენტებს შეიცავს, ვიდრე საკითხის გააზრებას, სერიოზულ გაცნობიერებას და პრობლემის მოგვარების სურვილს.
„მინდა მთელმა საზოგადოებამ გავაცნობიეროთ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლა, ახალგაზრდებში სინთეტიკური ნარკოტიკების მოხმარების კატასტროფული მაჩვენებელი კომპლექსურ მუშაობას მოითხოვს“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი.
მისი აზრით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხის გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს შსს, იურისტები, ექიმები, ფსიქოლოგები, მასწავლებლები, სოციოლოგები და ყველამ ერთად მოაგვარონ საკითხი.
„როდესაც ვიძახით განახლებას და სახელმწიფოებრივი აზროვნების, ჩვევის გამომუშავებას, ეს არ არის არც პროპაგანდისტული ლოზუნგი და არც გაუაზრებელი სიტყვები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრობლემებისა და ბარიერების დაძლევა. არა ერთჯერადი ეფექტისთვის, არამედ საფუძვლიანი და შორს მიმავალი დადებითი შედეგისთვის“ - მიაჩნია კახი კალაძეს.
http://www.info9.ge/politika/121454-kaladz...html?lang=ka-GE"ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ ეს კანონპროექტი გააიოლებს კანონმდებლობას და მარტივ დარღვევებზე აღარ იქნება პასუხისმგებლობა. მეორე მხრივ, ვთქვათ, ხიფათი იგრძნობა, რომ ამით არ გაიზარდოს მოხმარება. მე არ მაქვს განსაკუთრებული პოზიცია. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ალბათ განვითარებული ევროპის ქვეყნები იქცევიან"-
ამბობს ივანიშვილი.http://www.netgazeti.ge/GE/105/News/45924/ This post has been edited by gudiani_kaci on 4 Jun 2015, 20:18