M A N E R A
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7835
წევრი No.: 87331
რეგისტრ.: 24-March 09
|
#44810578 · 6 Jun 2015, 23:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ქადაგიძემ მუშტები უბრახუნა უკრაინელებს, რატომ აპირებთ ამ ბანკში თანხის ჩადებასო?“
გადაცემა „2030“-ის მთავარი თემა 4 ბანკის 4 ისტორია იყო. „ინტელექტბანკი“, „სტანდარტბანკი“, „სახალხო ბანკი“, „ქართუ“, ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლის გვარიც ოთხივე საქმეში ფიგურირებს. მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კი ამბობს, რომ ოთხივე საქმე პროკურატურაშია და კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელია ქადაგიძესაც მოუწიოს. ქადაგიძე თავის მხრივ აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მხოლოდ ბრალდებები ესმის და ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ მზად არის. გადაცემაში მიწვეული იყვნენ „სტანდარტბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორის მოდგილე ლევან თხელიძე, „სახალხო ბანკის“ აქციონერების ადვოკატი დავით ერისთავი და „ინტელექტბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ჯაყელი -ხუნდაძე. ისინი ბანკების დაყაჩაღების ისტორიებს მოყვნენ.
ლევან თხელიძე: _ 2007 წლის 7 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და განხორციელდა პოლიტიკურად მოტივირებული შეტევა ბადრი პატარკაციშვილის აქტივებზე, მთაწმინდის პარკზე, ტელევიზიაზე, მათ შორის ბანკზეც. დაიწყეს ბანკის შემოწმება. ჩხრეკვასა და იქიდან სხვადასხვა დოკუმენტების ამოღებაზე მუშაობდნენ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები. მოიპოვეს კლიენტთა ბაზა და დაიწყეს ზეწოლა ბანკის კლიენტებზე, რომ მათ ანგარიშები და თანხები გადაეტანათ „სტანდარტ ბანკიდან“, ანუ მიზანმიმართულად მიდიოდა ბანკის ლიკვიდობის შესუსტება, რათა ეროვნულ ბანკს ჰქონოდა თეორიული შესაძლებლობა, რომ დაენიშნა დროებითი ადმინისტრაცია, რაც 24 ნოემბერს განხორციელდა კიდეც. დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა მაშინდელი მონიტორინგის სამსახურის უფროსი, გიორგი ქადაგიძე, რომელსაც მთავრობისგან დავალებული ჰქონდა, ეკონტროლებინა ბანკის ფუნქციონირება, რათა მათთვის არასასურველი ხალხისთვის არ მომხდარიყო თანხის გაცემა. ბადრი პატარკაციშვილს უპრობლემოდ შეეძლო ბანკში კაპიტალის შევსება და დროებითი ადმინისტრაციის შესვლა საჭირო არ იყო. არანაირი საფრთხე არ არსებობდა მეანაბრეებისთვის და ლიკვიდურობაც ნორმალური იყო. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების მერე, მთავრობამ მონახა არაბი ინვესტორი და მოხდა მასზე ბანკის მიყიდვა.
ნუგზარ ჯაყელი -ხუნდაძე: _ 2006 წლის 10 თებერვალს , საღამოს 6-ს რომ აკლდა 10 წუთი, სოდის, კუდის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად შემოვიდა ბატონი ქადაგიძე, რომელიც მაშინ მუშაობდა ეროვნულ ბანკში ზედამხედველობის სამმართველოში, მოვიდა დოკუმენტით, სადაც ეწერა, რომ ის უკვე იყო დროებითი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნული, ჩვენი თანამშრომლები სასწრაფოდ გარეთ, ქუჩაში გამოყარეს, თავიანთი დაცვა ჩააყენეს და დაახლოებით 36 საათში 1 ლარად მიყიდეს საქართველოს ბანკს. საქართველოს ყოფილმა მეთაურმა, ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა ჩვენი ბანკი და თქვა, რომ მან ეს ბანკი გადაარჩინა და ის იყო შევარნაძის ნათესავების საკუთრება , რაც აბსოლუტური სიცრუეა. ამ ინტერვიუს შემდეგ ჩვენ უფრო გაგვიმყარდა ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა ქვეყნის უმაღლესი ეშელონებიდან. ბატონი ქადაგიძე და მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, უბრალოდ შემსრულებლები იყვნენ. უკრაინიდან ჩამოსული გვყავდა პარტნიორები, რომლებთანაც ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მათ უკვე გადმორიცხული ჰქონდათ 2 მილიონი, აპირებდნენ ჯერ 5, შემდეგ კი 10 მლნ. ინვესტიციის ჩადებას ბანკში. მოხდა შეხვედრა ერ. ბანკის მაშინდელ პრეზიდენტთან, რომან გოცირიძესთან. არიან ამ შეხვედრის ცოცხალი მოწმეები. დაგვამახსოვრდა ბატონი ქადაგიძე, რომელმაც სულ მუშტები უბრახუნა მაგიდაზე და პირდაპირ უყვიროდა უკრაინელ სტუმრებს, რატომ აპირებთ ამ ბანკში ამხელა თანხის ჩადებასო. ბ-ნო გოცირიძე კი ჩუმად უსმენდა ამ ყველაფერს. ჩვენ პირველები ვიყავით, ვისზეც ბ-ნმა ქადაგიძემ ისწავლა, პრაქტიკა გაიარა, შემდეგ ამ 2 ბანკის მიმართ გამოიყენა ეს ცოდნა და საბოლოოდ „ქართუსთან“ დააგვირგვინა. აღსანიშნავია „საქართველოს ბანკის“ როლიც ამ ყველაფერში. სანამ ჩვენს თავს ეს უბედურება დატრიალდებოდა, 2005 წლის ზაფხულში ლადო გურგენიძემ გაერთიანება შემოგვთავაზა, რაზეს ჩვენ უარი განვუცხადეთ. ჩვენი გზით გვინდოდა სიარული, რადგან საუკეთესო ბანკების ექვსეულში ვიყავით. ამიტომ გონივრული ეჭვი გვაქვს იმის თაობაზე, რომ ზედა ეშელონებში, გურგენიძის მონაწილეობით გადაწყდა, რომ ჩვენი ბანკი არ უნდა გადარჩენილიყო და უნდა შეერთებოდა „საქართველოს ბანკს“. ჯერ რა საჭირო იყო ბანკში სოდის, კუდის და ნიღბიანი ადამიანების შემოვარდნა, თითქოს რეციდივისტები ვიყავით. ჩვენ საჩივარში ცალკე თავად გვაქვს გამოყოფილი, რომ ჩვენი 15 თანამშრომელი, ახალგაზრდა ბავშვები , მეტწილად გოგონები, 2 დღე-ღამის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ ბანკის შენობაში და არ უშვებდნენ. დავით ერისთავი: _ 2008 წლის დეკემბერში „სახალხო ბანკის“ აქციონერებს, იძულების წესით, დილის 3 -დან 5 სთ-მდე გადააფორმებინეს სახალხო ბანკის 89 %. ამას წინ უძღოდა გარკვეული ქმედებები, რომელშიც ჩარეული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები. იყო ზეწოლა, მუქარა ოჯახის წევრების განადგურების შესახებ. ეს მუქარები მოდიოდა უშუალოდ ქადაგიძის მხრიდან. ის პირადად შეხვდა ერთ-ერთ აქციონერს, ბურჭულაძეს სასტუმრო „მერიოტში” და დაემუქრა, რომ 1 დოლარად გაუყიდიდა ბანკს, თუ ისინი არ გადააფორმებდნენ ბანკს მის მიერ დასახელებულ კომპანიაზე და შესთავაზა 10 მლნ. დოლარი. გიორგი ქადაგიძეს მაშინ ეკავა ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა. ეს ორგანო ახდენდა ფინანსურ მონიტორინგს ბანკებზე. ქადაგიძის მხრიდან იქნა დარღვეული ფუნდამენტური პრინციპები. არ განხორციელდა ბანკის მყიდველის შემოსავლების ლეგალურობის დადგენა, იძულების წესით, გენერალურ დირექტორად დანიშნეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი ღლონტი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს ეროვნული ბანკის შესახებ. აღნიშნული დარღვევები იწვევს ნასყიდობის ბათილობას, ანუ თუ არ იქნა გადამოწმებული ბენეფიციარი, თუ არ იქნა შემოწმებული, რა ფულით ხორციელდებოდა ბანკის შეძენა. მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე უცნობია, ვინ შეიძინა მაშინ „სახალხო ბანკი“. ფორმალურად ეს არის კომპანია „ევროილი” , რომლის დამფუძნებლებიც არიან ოფშორულ ზონებში დაფუძნებული კომპანიები. საქ-ს მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულად სცნო „სახალხო ბანკის“ აქციონერები. ამის შემდეგ ჩვენ გაგვიჩნდა წვდომა სისხლის სამართლის მასალებთან და დღეს მე დოკუმენტებზე დაყრდნობით, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ „სახალხო ბანკში“ გადახდილი ფული ეს იყო შავი ფული. ეს იყო დევნილების საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად გამოყოფილი თანხა. ქადაგიძეს რომ შეემოწმებინა, რა სახსრებით ხორციელდებოდა ბანკის შეძენა, ვინ იყვნენ ბენეფიციარები და ა.შ, რა თქმა უნდა, ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. თავად კომპანია „ევროილი” შექმნილი იყო კონკრეტულად ამ ბანკის ტრანზაქციისთვის. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ „ევროილის“ უკან დგას ცეზარ ჩოჩელი, ლოხუმ კაპანაძე, მერაბ ყუფუნია. ამის შემდეგ ბანკი გადაყიდულ იქნა მის დღევანდელ მფლობელებზე, სადაც ლადო გურგენიძე ფიგურირებს.
--------------------
არ ჩავიციკლოთ !
|