აქ ვპოსტავ, არ ვიცი სხვა რა გზას მივმართო, გამომწყვდეულები ვართ ფშავის ერთ სოფელში. აი ასეთი მდგომარეობაა გუშინდელი ღამის მერე
uploading imagesაქ წინა დღეს ხიდი იყო

upload imgსოფლის გზა
screen shot pcაქაც გზა იყო
print screen windows 7ერთ-ერთი ეზო.
ახლაც დაუშვა, ვერ გამომიღწევია აქედან, გამგებელმა მითხრა ტრაქტორი გვყავს მაგრამ ტრაქტორისტი არაო, აქ არ არისო. მთის კანონს რომ იღებენ, არ ვიცი, ყველაფერი ფარსია? წავედი თბილისიდან სოფელში, არ მინდა რომ დაცარიელდეს ისედაც 2 ოჯახის ამარა დარჩენილი სოფელი, არადა თურმე რადგან ცოტანი ვართ, ამიტომ გზა არ გვჭირდება. ამ ღამეს ძლიერი წვიმის შემთხვევაში არა მარტო ეზოებს, სახლებსაც საფრთხე ემუქრება.
იმიტომ ვპოსტავ აქ, ეგებ ვინმემ წაიკითხოს ვისაც ეხება და და დაგვეხმარონ, ერთი ტრაქტორი გვინდა ჯებირების აღსადგენად და გზის გასაწმენდად.