ყვარელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან აქციის მონაწილეები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილზე მისულ ბიზნესმენ ვალერი შოშიაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერები „ქალუსიას“ ეძახიან.
ასევე, სკანდირებენ „მიშა მაგარიას“ და მას სიმღერას უძღვნიან.
ყვარელში იმყოფება ადვოკატი გიორგი ონიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვიოლის სახლში შეჭრის უფლებას არავის მისცემენ.
„ჩემი ჩამოსვლის მიზეზია ხელისუფლების და შოშიაშვილის უკანონო ერთობლივი ქმედება. როდესაც ხელისუფლება ავალებს ე.წ. ბიზნესმენ შოშიაშვილს, რომ შეიჭრას სხვის საკუთრებაში და ძალით დაიკავოს ეს შენობა. ამ დროს, როდესაც ხელისუფლება არ ასრულებს თავის უფლებამოსილებას და არ იცავს კონკრეტული ადამიანის საკუთრებას, ამას დაიცავს ხალხი.
ეს იყო პრეზიდენტი და ადამიანი, რომელსაც ჰყავს ბევრი მომხრე. არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ, მიშა დაბრუნდეს და გააგრძელოს საქმიანობა, თუმცა არიან მოწინააღმდეგებიც. მაგრამ არავინ უნდა მისცეს უფლება საკუთარ თავს, შეიჭრას სხვის საკუთრებაში. ჩემი მიზანია დავიცვა არა მარტო კერძო საკუთრება, არამედ ყველა ის ადამიანი, ხელისუფლების აგრესიისგან და შოშიაშვილისნაირი ადამიანებისგან, რომელსაც, როგორც მე ვიცი დადასტურებულად აქვს მოპარული ბიუჯეტიდან თანხები“, - განაცხადა გიორგი ონიანმა.
ყვარელში, სააკაშვილის სახლთან ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად მივიდა. როგორც მან განაცხადა, ვიდრე ის ყვარელში ჩავიდოდა, მთავარი პროკურატურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი საქმის გამოძიება დასრულებულია.
http://www.info9.ge/sazogadoeba/121667-gio...html?lang=ka-GE
მიშა ჩამოდი გელოდებიან.
This post has been edited by Z A Z A on 5 Jun 2015, 22:23
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo