ბაიბურთს თუ გულისხმობ, გასაგებია, მაგრამ
ვარდან აივაზიანი - სომხეთის პარლამენტის წევრია
სომეხი დეპუტატი საქართველოში ბიზნესს იწყებს
სომხეთის პარლამენტის წევრი "რესპუბლიკური პარტიიდან" ვარდან აივაზიანი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ საქართველოში თევზსაშენ ფერმებს დააფუძნებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ნეტგაზეთი" სომხური გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომეხი ჟურნალისტების ინფორმაციით, აივაზიანი თბილისში, სასტუმრო "შერატონში", საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შეხვდა, რომელიც უწევდა "ორგანიზებას" სომეხი დეპუტატის დაკავშირებას შესაბამის პირებთან საქართველოში თევზის ბიზნესის წამოწყების თაობაზე.
სომხური მედიის მტკიცებით, აივაზიანს კონკრეტული ტერიტორები საქართველოში თევზსაშენების მოსაწყობად უკვე გამოეყო.
http://tvb.ge/index.php?name=Video&op=view&id=297Zurab Kumsiashvili · Top Commenter · Center of Bioengineering at Georgian Technical University
ვარდან აივაზიანი საქართველოს დაუძინებელი მტერია! მას მიშამ 1832 ლარად აჩუქა უნუკალური ტაბაწყურის ტბა, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სასმელი წყლის მარაგია და შედის დაცულ ტერირორიებში. ამას გარდა მიშამ 1 ლარად გადასცა ტაბაწყურის მიმდებარედ ხელოვნური ტყე ალპურ ზონაში 22 ჰექტარი და სხვა ძვირფასი ტერიტორიები ნაკრძალის ზონიდან 40 ჰექტარამდე. აივაზიანმა 18 ტონა კიბორჩხალა შემოიტანა სასომხეთიდან და ჩაუშვა ტაბაწყურის იხტიოფაუნით მდიდარ ტბაში, სადაც 13 სახეობის უნიკალური თევზები ბინადრობდა. აღნიშნული კიბორჩხალა იკვებება თევზის ქვირითით და ამ 13 სახეობის თევზიდან 2 შემორჩა, ისიც 90%-ით შემცირებულია. აივაზიანმა გაუგონარი ეკოციდი მოაწყო საქართველოში და განაგრძობს იგივეს. ის სასწრაფოდ მოსაშორებელია ჩვენი ქვეყნიდან.
პ.ს. ბაიბურთმა გაიყვანა მერაბიშვილზე და გაინაწილეს....
http://www.vinews.ge/news/5980/tba_romelic...larad_gasxvisdaზღვაზე გასასვლელს ჩალიჩობს
http://ipress.ge/new/178-vardan-aivaziani-...uleba-sheudzliaსომხეთის პარლამენტის მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი ვარდან აივაზიანი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხში სომხეთს მხოლოდ შუამავლის მისიის შესრულება შეუძლია,-ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც აივაზიანმა აღნიშნა, საქართველო ახალი ინტეგრაციული პროექტების მომხრეა, მაგრამ არა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
“სომხეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენით, მაგრამ აქ არის პოლიტიკური პრობლემა, რომელშიც სომხეთს შეუძლია მხოლოდ შუამავლის მისია შეასრულოს. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხში არის პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც ეკონომიკურ ველში უნდა განიხილებოდეს”,-განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენით მრავალი სტრატეგიული მიზეზის გამო არის დაინტერესებული. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ მოლაპარაკებების წარმოებას რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელ პირებთან უარყოფენ.
This post has been edited by anthropod on 7 Jun 2015, 14:27