მთლად ეგრეც არაა საქმე
საერთოდაც სოფლის მეურნეობის განვითარების და ქვეყნის გადარჩენის ამბიცია უნდა ჩამოვაშოროთ აგრომეურნეობას
და მივცეთ ენთუზიასტ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობა. დანარჩენს დრო და ადამიანები თავად შექმნიან.
ამ მხრივ ძალიან კარგია სოფლის მეურნეობის დაფინანსების ის პროგრამები რაც ახლა ხორციელდება.
არც ისაა საჭირო რომ აუცილებლად გიგანტურ ველებს ფლობდეს მეურნე იმისთვის რომ შემოსავალი იქონიოს. თუ წინა საუკუნის ტექნიკაზე და მეთოდებზე ვსაუბრობთ, ზუსტად ექსტენსიური მეურნეობაა წინა საუკუნის ტენდენცია, რომელიც დროა შეიცვალოს ინტენსიური მეურნეობით - თუ გვინდა რომ არა მხოლოდ ციფრობრივად განვვითარდეთ (ბევრი დოლარები ვიშოვოთ) არამედ სუფთა და კონკურენტუნარიანი პროდუქცია შევქმნათ.
ინტენსიური და ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობის ნათელი მაგალითია ფორტიერების საოჯახო მეურნეობა კანადაში.
https://www.themarketgardener.com/ ამ ხალხმა ნახევარ ჰექტარზე შეძლო ისეთი მეურნეობის მოწყობა, რომელსაც წლიურად საშუალოდ $150 000 მოგება მოაქვს ამ ოჯახისთვის. არც სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ და არც უზარმაზარ ტრაქტორ-კომბაინებს. კონცენტრირდებიან ეფექტურ და კომპაქტურ ტექნოლოგიებზე და სულ 2-3 დაქირავებული ადამიანის შრომას იყენებენ წელიწადში.
ასე რომ ვისაც საქმე უნდა, საქმეს უნდა მიხედოს. ვიღაცის მოლოდინში რომ მოვა და რაღაცას შეგვიქმნის, გავა ცხოვრება
kurdadzeშენ დაგაინტერესებს ფორტიერების მეურნეობა.