Hermyonმოდი ეხლა გეტყვი როგორაა.
ალკოჰოლი არის ლეგალური ხომ? იყიდება ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც მაგრამ არავინ არ ისჯება, ხომაა ასე?
მოჰყავს გლეხსაც ღვინო და სახლიდან რომ გაყიდოს არავინ უტრაკებს გადასახადების დამალვის ამბავში.
შეზღუდვები დაწესებულია არასრულწლოვანთათვის მიყიდვაზე, მაგრამ რამდენად კონტროლდება ეს არ არის ალკოჰოლის ლეგალიზაციის პრობლემა, ესაა სამართალდამცავთა და გამყიდველთა პრობლემა.
ეხლა მარიხუანაზე რა ხდება საქართველოში და სხვაგან. საქართველოში არაა ლეგალური და არც დეკრიმანილიზებული. მოყვანაზე ციხეა, გაყიდვაზე და ყიდვაზე ციხეა და ა.შ. რაც ყიდვა-გაყიდვას შეეხება, უმეტესად ყველა მწეველი იტყვის რომ საქართველოში მოსაწევს იშვიათად ყიდულობ, უმეტესად ან თავად ზრდიან ან სანაცნობო წრეში და მეგობრებში ხდება გაჩუქება. ვიღაც სოფელში ჩავა მიცემენ, მოაწევინებენ, გამოატანენ, გამოუგზავნიან და აშ.
უცხოეთში სადაც ლეგალურია, შეზღუდვაა ასაკზე. სრულწლოვანს შეუძლია შევიდეს და იყიდოს, მოწიოს და აშ. მაგრამ გაყიდვა ლიცენზიის გარეშე არ შეიძლება. რა თქმა უნდა არიან ბარიგებიც, რომლებიც კრიმინალს ჩადიან გაყიდვით, მაგრამ სადაც ლეგალურია ბარიგასთან იშვიათად ვინმე რომ მივიდეს. ბარიგები ასეთ ქვეყნებში მუშაობენ ძირითადად წამალზე და ტაბლეტებზე. და ჯიბით ტარება შეგიძლია.
სადაც დეკრიმინალიზირებულია, იმ ქვეყნებში მიწოდებას ახდენს ბარიგა ან მოჰყავს მომხმარებელს. მოხმარებაზე არავინ ატრაკებს, მოყვანაზე ნაკლებად, ნუ ძალიან იშვიათად თუ ეჭვი არ აქვთ რომ ბარიგობ არ გტისკავენ. ხოლო ბარიგობაზე სროკია.
საზღვარზე გადატანა ყველგან ისჯება.
ბარიგა კი ყველგან ბარიგაა. ბავშვი იყიდის ბარიგისგან.
დავუბრუნდები საქართველოს რა მოხდება დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში: ბარიგების რაოდენობა მნიშვნელოვნად მოიმატებსო რომ თქვა, მთლად მართალი არ იქნება, უბრალოდ ხალხი უფრო თამამად დათესავს ყანებში და ქოთნებში. არ დამიწყო ეხლა ქართველების ხელგაშლილობაზე საუბარი

გადახდას მოყვანა ერჩივნება უმეტესობას. ლეგალიზაციის შემთხვევაში კი გაიყიდება შესაბამის დაწესებულებებში, შესაძლებელია ასევე დასაქმდეს ბევრი ადამიანი ვინც მოყვანა იცის. ბიზნესი? ბიზნესი იქნება ჩვეულებრივი, და კარგი მოვლის შემთხვევაში, როდესაც არ გეშინია ვინმემ გნახოს და მოვლას ახერხებ შეზღუდვის გარეშე, ქართული მოსაწევი ძალიან კარგი რამეა, კაი ოუთდორზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება 'სტარი ზაკალკის' მწეველებისგან. ექსპორტზეც შიძლება ფიქრი

ნუ ქართულ ბაზარს მოამარაგებ მაგრამ მაინც მგონია რომ თუ ლეგალიზაციამ კულტივაციის უფლებაც მისცა მოსახლეობას, მაშინ უფრო ტურისტებზე იმუშავებს მოსაწევის ბიზნესი.
ეხლა რა პრობლემაა კიდევ. როდესაც მოხმარებას უშვებ რისკი იმატებს რომ მომხმარებელი გათამამდება და საჭესთან დაჯდება მოწეული. ასეა ალკოჰოლზეც ლეგალურია, საჭესთან აკრძალულია მთვრალი დაჯდომა მაგრამ მაინც ხშირია ეს დარღვევა და უბედური შემთხვევები.
მაგრამ არსებობს ალკოტესტი, რომელიც თუ გაუმართლა პოლიციას, ავარიამდე შეამოწმებს საეჭვო მძღოლს და შესაბამის ზომებს მიიღებს.
პრობლემა კი მოსაწევის შემთხვევაში იმაშია, რომ საყელმწიფოს აქვს შარდის ბიზნესი, შარდის ნარკოტესტმა კი შეიძლება 1-90 დღის ვადაში მოხმარებაც კი ამოაგდოს. ანუ რეალურად ვერ ამტკიცებს მომხმარებელი რომ ის მანქანას არ მართავდა ზემოქმედების ქვეშ და დავუშვათ 2 კვირის წინ მოწია. ამიტომ სახელმწიფომ უნდა შეიძინოს თანამედროვე ნერწყვის ტესტები, რომელიც ბოლო 4-8 საათის განმავლობაში მოხმარებას აჩვენებს. მოწევიდან 8 სათში კი ადამიანი ფხიზელია.