ქურდული სახელმწიფოს პირამიდა:
ცრუ მღვდელნი სულებს პარავენ ღმერთსა.
ათეისტები ღმერთსაც და სატანასაც.
მედროვე ჩინოვნიკები ბიუჯეტს.
ვაი-ბიზნესმენები ღიად ძარცვავენ მოსახლეობას.
მევახშეები კონტრაქტებით.
პოლიტიკოსები სახელმწიფოს და ყველა ერთად მშრომელი ადამიანის ჯიბეშია ჩამძვრალი და ჯიბიდან სხეულზე გადადიან წურბელებად ქცეულნი.
სახელმწიფოს ბიუჯეტს განკარგავენ თავიანთი არსებობის უზრუნველსაყოფად და იმუქრებიან ჯარით და პოლიციით.
,, მოღრუტუნე მშვიდი ძილის'' ,,კანონიერ'' დამრღვევებს კი საღორის ქურდებს ეძახიან და უქსევენ დროებით მონად დაქირავებულ ვაი-მართლმსაჯულებას და უშიშროებას ავალებენ მხოლოდ შინაური ღორების დაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა-გარჯას, ,,საზარბაზნე ხორცის'' წარმოებას და ყიდვა-გაყიდვის დაცულ სისტემას საბანკო
ინსტრუმენტების კონტროლით.
ეს ხელოვნური არეულობა მოჩვენებითია და ფარდის მიღმა ცდილობს დამალოს ულმობლად აწყობილი სატანური სისტემა დათითოების თვითმკვლელური რეჟიმით.
***
ცხოვარნი მიხვდნენ --- რომ ,,იგი'' ბალახს არ ჭამს და მათ ჭამს...
კითხვა: სადაა ამ დროს მოღალატე მწყემსი?
This post has been edited by triumpi on 9 Jun 2015, 14:24
მიმაგრებული სურათი