#44843078 · 10 Jun 2015, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
LKLK
| QUOTE | | და რატომ უნდა შეიცვალოს ტენდენციები? რამე ობიექტური ფაქტორი არსებობს? რამ უნდა გაზარდოს ტურისტები, ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები? თუ გადმორიცხვები მოიმატებს? ეს რაც ხდება, უკვე ტენდენციაა წინა წლიდან მოყოლებული. არ ჭირდება ამას მე-2,3,4 კვარტლების შედეგების ნახვა და შეფასება. ნათელია ისეც ყველაფერი. |
ან მე ვერ ვამბობ საკმარისად გასაგებად ან შენ გაქვს გაგების პრობლემა. მე-2,3,4 კვარტლების შედეგების ნახვა და შეფასება ჭირდება-ო მე არასოდეს მითქვამს, მე ვთქვი, რომ მე-2,3,4 კვარტლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი (იგულისხმება, რომ უნდა იმუშაონ, გაიხენ შუაზე) რომ ეს წინა წლიდან მოყოლებული და ამ წლის 1 კვარტლის ტენდენცია (ცუდი) შეიცვალოს სხვა ტენდენციით (კარგით), რაც წლის ბოლოს დადებს უკეთეს შედეგს ვიდრე თუნდაც 1 კვარტალში. რა არის აქ გაუგებარი? რაც შეეხება იმას თუ რა უნდა გააკეთონ, რა ობიექტური ფაქტორი არსებობს იმისათვის, რომ მაგალითად გაიზარდოს ტურისტები, ან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგას თუ მთხოვ მე მისამართი შეგეშალა, მე არ ვარ მთავრობა. ზოგადად კი, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ვიზების რეჟიმის სულელური გამკაცრების გაუქმება (რაც გააკეთეს კიდეც დღეს, მაგრამ 100%-ით მაინც არ არის კარგად გაკეთებული, მაგალითად სიაში ვიზებია ისევ სომხეთზე, ჩინეთზე და.ა.შ. მაგრამ ეს მაინც კარგია, ვინაიდან იმას რაც იყო სჯობს), რაც აუცილებლად წაადგება ტურისტების ნაკადის გაზრდას. გარდა ამისა უნდა გააასმაგონ ძალისხმევა გაანალიზების და ფიქრის შედეგად შერჩეულ სამიზნე ქვეყნებში და სარეკლამო კამპანიები აწარმოონ ტურისტების მოსაზიდად. უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად დღე და ღამე უნდა ქონდეთ გასწორებული და როუდ შოუებს აწყობდნენ და არსებულებში მონაწილეობას იღებდნენ, ბიზნესმენები უნდა ყავდეთ ამოყენებული გვერდში და ეხმარებოდნენ ბაზრების გახსნაში, ექსპორტის გაადვილებაში, ახალი ბაზრების მოძიებაში, პარტნიორების მოძებნაში და იმის მტკიცებასა და დარწმუნებაში უნდა იყვნენ გაუჩერებლად საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე თუ აქ როგორ სჯობს ფულის ჩადება და არ სხვაგან. ამის სალაპარაკო საფუძველი რომ იყოს, აქაური საგადასახადო გარემო უნდა გააუმჯობესონ, ამაზეც სასწრაფოდ უნდა იმუშაონ. რავიცი ათასი რამის მოფიქრება შეიძლება თუ მთავრობა გქვია, მონდომებული ხარ, ტვინს გაანძრევ და მუხლჩაუხრელად იმუშავებ, და არა ისე როგორც ახლა არის, მხოლოდ რომ მავნებლობენ ძირითადად.
This post has been edited by grou on 10 Jun 2015, 16:32
|