ყოველივე ახალი --- კარგად დავიწყებული ძველია....
ორი უძველესი პროფესია არსებობს კაცობრიობის ხსოვნის დასაბამიდან --- მათხოვარი და მეძავი.
ერთს ხელი აქვს გაშვერილი სამოწყალოს მისაღებად და მეორეს სხეული.... ორნივ სარჩოს აცლიან ადამიანებს.
ამ ორი უძველესი პროფესიის არსებობა იმას ამტკიცებს, რომ ვერცერთ ადამიანურ ფორმაციაში ჯერ ვერ შექმნეს
საზოგადო წყობის ის უნაკლო სისტემა, რომელიც ამ ორი პროფესიის არსებობას საფუძველს გამოაცლიდა.
ამ მხრივ ყველაზე დიდი წარმატების მიღწევა მხოლოდ საბჭოთა სისტემამ შეძლო, რომელმაც უბრალოდ აკრძალა
და დანაშაულად შერაცხა ეს ორი პროფესია შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით და გარანტიებით კანონით.
მაგრამ, სულით მათხოვრებს და სულით მეძავებს ოფიციალური ათეიზმის გამო ვერაფერი მოუხერხა და სწორედ სულიერმა კრიზისმა შექმნა მატერიალურად უმძიმესი კრიზისი და კვლავ დადასტურდა საღვთო სიმართლის მარადიულობა, რომ --- მხოლოდ ჭეშმარიტი სულიერება შობს ჭეშმარიტ მატერიალიზმს და სხვა გზათა ძიება თავად კაცობრიობას მოუტანს უდიდეს კატასტროფულ პრობლემებს.
წარმოიდგინეთ სულიერების მტრის ხელში მოქცეული მატერიალური ტექნოლოგიების მუდმივად მზარდი შესაძლებლობების ბედი...
***
რატომ ვწერ ამეებს?
ამიტომ:
ერთგვარად უფუნქციოდ დარჩენილმა, კომუნისტურ პარტიას ,,შეფარებულმა'' მედროვე ,,მათხოვრებმა და მეძავებმა'' გაიხსენეს ფარისეველ-მწიგნობართა ,,რწმენა'' და მოახდინეს ქამელეონური ტრანსფერები ყველა
საერო-სასულიერო მიმართულებებით, კომპარტია ჩაანაცვლეს ალტერნატიული პროფესიებით --- იგივ მოძალადე მათხოვართა ყალბი პროფესიების კლანური არმიით და მოახდინეს სახელმწიფოს საფუძვლების მონოპოლიური ნგრევის შტურმი.
ბიბლიაში არის ფრიად საყურადღებო პასაჟები, სადაც ისმის შემდეგი:
,,იმკი იქ --- სადაც არ დაგითესავს, მოითხოვ იქ --- სადაც არ გაგიცია არარა, უმძიმეს ტვირთს გვკიდებ და თავად
ბუმბულის თითით დაძვრაც არ გსურს'' და ასე შემდეგ...
და ამას ეუბნებიან, მიმართავენ უშუალოდ ღმერთს.... --- რომელიც, თუ გაწყრა, მოგვივლენს ათასგვარ უბედურებას და არის უამრავი მაგალითებიც, თუ როგორ სასტიკად და ულმობლად გაანადგურა ათასობით ადამიანის საცხოვრისი ოჯახები ქალიან-ბავშვიან-მოხუციანად შინაურ ცხოველებთან ერთად..... ,,მიწამ გააღო პირი და ცეცხლოვნად შთანქა...'' ანუ ჩაცეცხლა.
ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება, თუ დაუშვებ, რომ სახელები განზრახაა შეცვლილი და სიტყვა სატანის ადგილას რატომღაც სიტყვა ღმერთი წერია.
მაცხოვარმა ამხილა ისინი და გვაუწყა ნამდვილი მამის არსი და მამინაცვლისაც!
ფარდაც ჩაიხა და გზაც გაიხსნა სატანის ხერგილებისაგან!
მაგრამ....უფრო გამეტებით ამოქმედნენნ ფარისეველ-მწიგნობრები და სწორედ ზემოხსენებული ორი პროფესია განავითარეს მოძალადეებად...
***
თემასთან რა კავშირშია ეს ყოველივე?
თავშია!
უახლესი ისტორია დღემდის:
,,მოძალადე მათხოვარ-მეძავნი დასვა მართვის ბერკეტებთან დიდმა ფარისეველ-მწიგნობარმა და ურცხვად აყროყინებს მათ მიერვე ქმნილ--- მშიერ და გაღატაკებულ, უსახსრო ხალხთა თავებზედ, რომ რასაც თქვლეფენ... ცოტაა და მათ კიდევ უნდა შემოიჭირონ საკრემატორიუმე ქამრები, მეტი იშრომონ მონურ გროშებზე, რათა მეტი მორჩეს მათთვის და მეტი თქვლიფონ ამ არაფრის შემქმნელებმა და ღიად პატიოსანი, განათლებული შრომის დაუძინებელმა მტრებმა....
***
რატომ ზრდის მეღორე ღორებს?
სატანისათვის შესაწირად?
***
ყველაზე დიდი სიბოროტე:
დაავიწყე ადამიანებს ადამიანობა და მამინაცვალი მოიღებს ბრჭყვიალა და წარმავალ ,,წყალობას''....
***
ამიტომ:
არ ვარგა კაცი ცოცხალი --- მკუდარსა ემსგავსოს...
***
უნაყოფო ლეღვის და სარეველების იგავის ბოლო კი --- დიდი ხანია ცნობილია!
***
წიგნ - ,,ღორთა ვარამის'' ფურცლები იწერება მიწაზეც და ზეცაშიც --- საკალანდე მოკითხვამდის!
***
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა!''
მიმაგრებული სურათი