შენგან მიკვირს მსგავსი ზედაპირული მიდგომა

პა პუნქტამ:
დავიწყებ იმით რომ, რაც ცნობილაძეს მოუვიდა, არის ძალიან დიდი მსლეობა
მაგრამ
რეპორტაჟს აკეთებს ერთი "გრუზავიკი" ხალხი (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)
რეპორტაჟის რეჟისორი, ხმის რეჟისორი, ოპერატორები, პროდუსერი და ა.შ.
ტიპს, მთელი რვა წუთის განმავლობაში, შეცდომით მიყავდა რეპორტაჟი და რას აკეთებდა ეს ხალხი შეგიძლია მითხრა?
რატომ არავინ მიაქცია ამას ყურადღება და რატომ არავინ უთხრა ყურში რა სლეობას ლაპარაკობო?
აი ეგ არის არაპროფესიონალიზმი თუ არის
კომენტატორმა შეიძლება რაღაც მხლეობა დაახეთქოს, მაგრამ დანარჩენი სტაფი იმისთვის არსებობს რომ ეგ მხლეობა სასწრაფოდ გამოასწოროს
მარტო ცნობილაძის ბრალი იყო ის 8 წუთი?
არა რა თქმა უნდა
დაისაჯა ვინმე მაგის გარდა
ისევ და ისევ, არა რა თქმა უნდა
ახლა შემდეგი:
ცნობილაძე გაუშვა იმ ხალხმა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს მინაშვილს და სასტავს უტრაკებდა - თამაშის წინ და დასრულების შემდეგ განხილვას რომ აკეთებთ, ძაან საფეხბურთო გამოდის და მსახიობები, მომღერლები და ცნობილი სახეები მოიწვიეთო
მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ რეპორტაჟი გამოდის ძალიან საფეხბურთოო!
ხვდები რა ხალხზეა საუბარი?
ეგ ის ხალხია, რომლებსაც დღემდე არ უყიდიათ რაგბის მსოფლიო თასი და ევრობასკეტი და შეიძლება შემოდგომაზე ჩვენი ნაკრებების თამაში ვერ ვნახოთ
ეგ ის ხალხია, რომლებიც პირდაპირ ამბობენ რომ ფეხებზე კიდიათ სპორტი და თუ არც იქნება საზოგადოებრივზე, აი ამ ჩვენს ფეხებსო
ამას არ გეგონოს რომ ჭორებს გიყვები

დავასრულებ იმით, რითიც დავიწყე - ცნობილაძეს რაც მოუვიდა, გაუგონარი სლეობაა
უბრალოდ, აი იმ ზემოთჩამოთვლილი ხალხისგან მსგავს ფრაზებს არ მივიღებ
იმიტომ რომ თვითონ არიან ყველაზე დიდი არაპროფესიონალები და მარტო კაი ხელფასისთვის მისულები მაგ არხზე
დიდი ხანია სპორტული სტუდიის ჩაჩოჩებაზე ჩალიჩობენ და აი, მიზეზიც ნახეს
პ.ს. მოამბემ, რამოდენიმეჯერ რუსული პროპაგანდული ტყუილი რომ გაავრცელა, პირდაპირ რუსული პროპაგანდული საიტებიდან და ტელევიზიებიდან სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, მაგის გამო საინფორმაციო განყოფილების თუნდაც ერთი თანამშრომელი მაინც დაისჯა? ან ბოდიში მაინც მოიხადა ვინმემ?
არა ხომ?
ჰოდა, მანდ ვართ
თორემ, ცნობილაძე იქნება თუ არ იქნება მანდ, მაგ არხს მაინც არაფერი ეშველება
უბრალოდ, შერჩევითი პროფესიონალიზმის და სამართლის დედაც ვქუნემ!
This post has been edited by NAPSTER on 11 Jun 2015, 21:01