ambako1ვიცნობ შენნაირ ბიზნესმენებს. "ცოტას ვინც მუშაობს გამოდის 500ლ" ამ ტექსტით ამოგიცანი

ცოტას ვინც მუშაობს და ვინც ცუდად მუშაობს იმას სამსახურიდან უშვებენ და ვინაიდან შენ არ გაგიშვია, ე.ი. ძალიანც მოგწონს რომ მუშაობს და მუშაობს მათხოვრულ ხელფასზე. ამასობაში შენ მილიონერი ხდები და შემდეგ კიდევ და კიდევ შოულობ მილიონებს და ის კიდევ რჩება მათხოვარი ცხოვრების ბოლომდე, მხოლოდ იმიტომ , რომ ქვეყანაა ასეთი, სამუშაოს უქონლობა აიძულებს მათხოვრულ ხელფასზე იმუშაოს. კანონი კი შენს მხარესაა და არავითარი პრევენცია არაა იმისა, რომ აღმოფხვრას ეს სოციალური უფსკრული!
ახლა საქართველოში ყვავის ოფიციალური, გაფორმებული მონათმფლობელობა , რომელიც შერაცხეს კაპიტალიზმად. მასე ათასწლეულების წინ მონებსაც კი აძლევდნენ საჭმელს შიმშილიოთ რომ არ მომკვდარიყვნენ, რა რითი ჯობიხარ ახლა შენ იმ მონათმფლობელს? არაფრით!!!
avto68+1
* * *
პ.ს. და კიდევ რატომაა უმუშევრობა ასეთი მაღალი იცი? იმიტომ, რომ შენნაირი ბიზნესმენები 8 საათის მაგივრად და შაბათ კვირის დასვენების მაგივრად ყოველ დღე ამუშავებენ ხალხს და ხანდახან 10-12 საათიც, აი კანონის მიხედვით რომ იყოს და 8 საათი ამუშაონ და შაბათ-კვირას დაასვენონ, მაშინ კიდევ უნდა დაიქირავონ მუშახელი იმ დამატებითი სამუშაოს შესასრულებლად და სხვებიც დასაქმდებოდნენ. ვოტ ტაკ!:yes:
This post has been edited by tozi777 on 15 Jun 2015, 09:40
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე