#46890979 · 1 Feb 2016, 22:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DRAKONI
QUOTE | სად დავწერე მე რომ არ ჭირდება? ჭირდება და უფრო მეტად იმპორტიორს ჭირდება, ვიდრე მწარმოებელს. ამიტომ ეს შეღავათი უფრო იმპორტიორს აწყობს. |
ლატვიაში არსებობს ერთ-ერთი "მწარმოებელი", რომელიც უახლოეს წარსულში საუკეთესო ექსპორტიორად დასახელდა თავის ქვეყანაში. აღნიშნული კომპანია თავის პროდუქტებს ამზადებინებს ჩინურ ქარხნებს და მას ძირითადი კაპიტალი ჭირდება მხოლოდ ოფისისა და ლოჯისტიკისთვის, ზუსტად იმ დოზით რაც ნებისმიერ იმპორტიორს. ასეთი კიდევ ბევრი სხვა ევროპული და ამერიკული კომპანია ვიცი, მათ შორის ძალიან ცნობილი.
ეხლა მეც რომ იგივე სახით ავაწყო წარმოება ან კონიაკის ქარხანა რომ მქონდეს და წლებით ვინახავდე სპირტს კასრებში, საბრუნავი კაპიტალის გაზრდა რატომ მაწყობს უფრო ნაკლებად, ვიდრე რომელიმე იმპორტიორს?
ბოლოს კი, ისევ გავიმეორებ, რომ იმპორტის შეზღუდვა უნდა მოხდეს შესაბამისი საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკით.
|