ეროვნული ნაკრები
+ -
საქართველო VS მზ.იტალია - ხუთი ახალი "ბორჯღალოსნების" რაზმში
11:23 17-06-2015
დღეს საქართველოს ნაკრები თბილისის თასის გათამაშების მეორე ტურში "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მზარდი იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 19 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" შემოგვთავაზებს.
"ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ხუთი ისეთი მორაგბეა, რომლებიც პირველი მატჩის განაცხადში არ იყვნენ.
საქართველოს ნაკრებმა რიგი მიზეზების გამო კაპიტნის ვარჯიში არ გამართა. გუნდმა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" 16 ივნისს დილით ყველას თვალთაგან მოწყვეტილმა ივარჯიშა. გადაწყდა, რომ მატჩზე დასასწრები გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ.
მზარდ იტალიასთან, როგორც უკვე ვთქვით, ხუთი ახალი მორაგბე ითამაშებს. პირველ ხაზში შერკინების მარცხენა ბურჯი (#1) ანტონ ფეიქრიშვილი იქნება. კვაჭის პოზიციას კი სიმონ მაისურაძე (#2) დაიკავებს. თადარიგიდან ძირითადში გადაინაცვლებს ირაკლი მირცხულავა (#3).
ურუგვაისთან სასტარტოში მოთამაშე პირველი ხაზი, ამჯერად, მთლიანად თადარიგშია.
უკანა ხაზში ორი ახალი გარემარბია: მურაზ გიორგაძე (#14) და ალექსანდრე ხუციშვილი (#11). სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან შუამარბები თამაზ მჭედლიძე (#13) და გიორგი ტალახაძე (#12), ასევე ცხრა ნომერი ვაჟა ხუციშვილი. ახალი მორაგბეა სათადარიგოთა შორის, ეს მესამეხაზელი ოთარ გიორგაძეა.
ექსპერიმენტული და მთლიანად ახალგაზრდულია მესამე ხაზი. აქ საბა შუბითიძე, ბექა ბიწაძე და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერი ბექა გორგაძე ითამაშებენ.
განაცხადში არ არიან რეზო გიგაური, მერაბ შარიქაძე, გიორგი თევდორაძე და გიორგი თეთრაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მზარდი იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი მზარდი ირლანდიის ნაკრებთან გამართა და 0:25 წააგო.
სტრიმი სადაა ბლიად???????????
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...