თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
13 ივნისს თბილისში მოსული სტიქიის გამო დროებითი ცვლილებებია მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში. კერძოდ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე და მოედანზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, შეიცვალა შესაბამისი ავტუბუსების მოძრაობის მარშრუტები:
მარშრუტი № 6, 92, 140 და 150 - იმიძრავებს სპორტის სასახლის მიდებარე ტერიტორიამდე;
№ 21 - წერეთელის გამზირიდან - სააკაძის მოედნის და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე;
№ 14, 51 - იმოძრავებს სააკაძის მოედნამდე;
№ 31, 37 - იმოძრავებს აღმაშენებლის გამზირით;
№ 34 - ვაჟა-ფშაველას გამზირით - თამარაშვილის ქ. - წყნეთამდე.
გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს ნაწილობრივ დახურვის გამო დროებით შეზღუდულია შემდეგი მარშრუტების მოძრაობა - № 9, 42, 59, 61, 66, 78, 85, 87 და 88.
გზების გაწმენდის პარალელურად მოხდება აღნიშნული მარშრუტების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სატრანსპორტო კომპანიის ცხელ ხაზზე 2 93 44 44
გუშინდელ სტიქიას დაზიანებები არ გამოუწვევია თბილისის მეტროს ინფრასტრუქტურისთვის, შესაბამისად თბილისის მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
თქვენი აზრIთ გააჯვავს ნარმანია /?