მანდ ვცხოვრობ, დავიბადე გავიზარდე, ადიდებული ვერა რეჩკას ღრიალს რა დამავიწყებს, გუშინ ღამე ორი საათი წვიმდა, წვიმდა კი არა თქეშა მოდიოდა, შუქი ჩაქრა არაფერი მოსჩანდა, მაგრამ ვერეს ღრიალი ვიცანი და მაშინ მივხდით რომ ვერე გადმოვიდა და უბეფურება მოხდა , გული კინაღამ გამიჩერდა ისეთი ღირალით მიდიოდა მდინარე, გაიტანა ბარაკები, ქვემოთ კორპუსებს გამოაცალა საყრდენი, საშინელება ხდება.
ყოველთვის მეშინოდა მაG გზის გამო ვერე გვირაბში რომ მოაქციეს, არ მომწონდა, არ ადიდებულიყო და გაეტანა ყველაფერი და აჰა...
მაგრამ
ეგ გვირაბი რომ არა.. ადრე Vერე ვაკე-საბურთალოს ქვეშ რომ გაივლიდა ვერე თავისუფლად მიედინებოდა კალაპოტში, დიდიებოდა და გადმოდიოდა ხოლმე.
ახლაც ასე მოხდებოდა, ოღონდ ისეთი საშინელი წვიმა იყო, ისე იყო ვერე ადიდებUლი, გადაუვლიდა მთელ წყნეთის ქუჩას, კერძო სახლებს, გამოაცლიდა კორპუსებს საძირკველს, არანაკლები უბედურება მოხდებოდა, მაგრამ სვანიძის ქუჩა გადარჩებოდა უბედურებას! ასეთ უბედურებას გადარჩებოდა!
მაგრამ სხვაგან მოხდებოდა იგივე, ასეთი საშინელი წვიმა მე არ მახსოვს, ის მეწყერი რომ Aრ ჩამოწოლილიყო, ეს ავადსახსენებელი Gზა არ ყოფილიყო ....

ჩემი და წვიმა რომ დაიწყო და არ გაჩერდა, გაიძახოდა უბედურეBა მოხდება ადიდება ეს ოხერიო და ...
ისტერიული სირბილი რომ ატეხეს სამაშველოებმა წყნეთისკენ, მივხვდით რომ იქ ხდებოდა რაღაც, მერე შუქი ჩააქრეს და წყნეთის ქუჩის ბარაკების ევაკუაცია დაიწყო...
ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო, მთელი გულით ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, საშინელებაა

სავანიძის ქუჩაზე ბევრს ვიცნობ, მეგობრები მყავს, მოკითხვა მეშინია ვინმე ახლობელი არ იყოს დაღუპული, ვისაც ვკითხეთ, არაფერი დაგვრჩაო გვითხრეს, თავშესაფარი განადგურდა, იქაურებსაც ვიცნობ გადასარევი ხალხია, ვიცი რა დღეში არიან, ვწუხვარ იმ უბედურების გაMო რაც იქ და ზოოპარკში მოხდა.

ყველა მეცოდება ადამიანებიც და ცხოველებიც
მოეშვით Eრთმანეთის ლანძღვას და მთავრობის გინებას, არაა Mაგის დრო, ნუ დაჭამთ ერთმანეთს
Mაგრამ მე იმათ რა ვუთხარი, ვისაც ამ ცხოველების გადარჩენა შეეძლო და ამის ნაცვლად რემბოსავით დაერია საცოდავებს, ამ უბედურებას კიდევ უბედურება დაამატა
Don’t argue with idiots because they will drag you down to their level and then beat you with experience.
Never argue with a fool; onlookers may not be able to tell the difference.
Darkness cannot drive out darkness; only light can do that. Hate cannot drive out hate; only love can do that.