http://rustavi2.com/ka/photonews/294http://rustavi2.com/ka/news/18879ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 2 ვეფხვი, 1 დათვი და 1 აფთარი.
თუმცა, ზოოპარკის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ დაკარგულ ცხოველებს ტერიტორია არ დაუტოვებიათ და მათ ზოოპარკში წყლის დონის კიდევ უფრო მეტად დაკლების შემდეგ იპოვიან.
გავრცელებული იყო ინფორმაცია, თითქოს ვაკეში ავაზა ნახეს - თუმცა მისი პოვნა ვერ მოხერხდა, ნუცუბიძის მეოთხე ფერდობის მცხოვრებლებმა კი დათვის ბელს მიაგნეს, დაიჭირეს და ზოოპარკში მიიყვანეს.
MOE: სტიქიის განვითარების გრაფიკა
Published on Jun 15, 2015
მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.
კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონი კუბური მეტრი მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა.
ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.
შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა.
დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.
მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში.

13:34 / 15-06-2015
მეწყერსაშიში ზონები თბილისში: უბნები, სადაც სტიქიის რეალური საფრთხეები არსებობს
13 ივნისს, თბილისში მომხდარმა წყალდიდობამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. არსებობს თუ არა საფრთხე, მოხდეს წყალდიდობა, არსებობს თუ არა თბილისში მეწყერსაშიში ზონები და რამდენად ვართ მისგან დაცულები.
ამ კითხვებზე კომენტარი გეომორფოლოგ მერაბ გონგაძეს ვთხოვეთ:
- მეწყერსაშიში ზონებია მთაწმინდის ფერდობები, რომელიც ვაკისკენ, მთაწმინდის რაიონისკენ და სოლოლაკისკენ ჩამოდის, ასევე მეწყერსაშიში ზონაა მახათას მთისკენაც, ლოტკინის მხარეს და ასევე, გლდანისკენ, სარაჯიშვილის მეტროს რომ გაცდებით (იქ, სადაც ძველი გამგეობაა) მთელი ფერდობი მოძრავი ფენებისაგან შედგება. გლდანის მეშვიდე მკრ-ს ზევით არის ახალი სასაფლაო, რომელიც ასევე მეწყერსაშიში ზონაა და თუ გახსოვთ, დაახლოებით 3 წლის წინ, თითქმის მთელი სასაფლაო წაიღო. მეწყერსაშიში ზონაა მუხათგვერდისკენ არსებული ფერდობებიც, რომელიც სულ იმეწყრება. ესაა ზოგადი სურათი და უშუალოდ ამ კონკრეტულ მომენტში იქ რა მდგომარეობაა, ამას კვლევები სჭირდება.
- წყალდიდობის საფრთხეები რამდენად არსებობს თბილისში?
- მაგალითად, 1972 წელს ისე ადიდდა მტკვარი, რომ გადმოვიდა და რამდენიმე მანქანა წაიღო კიდეც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია წვიმაზე. თუ ნალექი მოდის 1 საათში 30მმ-ზე მეტი, ის უკვე ითვლება კატასტროფულად. 2012 წელს ორთაჭალაში რომ მოხდა წყალდიდობა, მაშინ მოვიდა საათში 60მმ ნალექი, წვიმა გრძელდებოდა 3 საათს, ანუ სამ საათში 180მმ, რამაც გამოიწვია ასეთი ცუდი შედეგი. გუშინწინდელი წყალდიდობის დროს, აქ გაცილებით დიდი იყო ნალექის რაოდენობა, თან ამას დაუმატეთ ისიც, რომ მდინარე ვერეს აქვს ძალიან დიდი წყალშემკრები აუზი და ამ აუზში შემავალმა წყლებმაც დაიწყეს მატება, წვიმდა 4 საათის განმავლობაში და წამოვიდა წყლის უზარმაზარი მასა. მდინარე ვერეს ხეობა არის ვიწრო, არ ხდება გაშლა, ამიტომაც მოდიოდა დიდი სისწრაფით და დიდი რაოდენობით, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა წყალი, გადმოვიდა ზევიდან და მოხდა ის, რაც მოხდა.
- ამ ყველაფრის პრევენცია თუ არსებობს?
- თბილისში არსებული ჩვენი მეტეო-სადგური მუდმივად აწარმოებდა დაკვირვებებს და არსებობს ამის მონაცემებიც, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა ამ მონაცემებს. მეტსაც გეტყვით, როდესაც ვაკე-საბურთალოს გზის მშენებლობა დაიწყეს, საერთოდ ფეხებზე დაიკიდეს ყველანაირი მონაცემი. წარმოიდგინეთ, 2 მილი ჩააგდეს და იქ მოათავსეს ამხელა მდინარე (თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე), ეს იყო დაუშვებელი. უნდა გაკეთებულიყო ძალიან დიდი კოლექტორი, რომ წყალს თავისუფლად ემოძრავა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძველი კოლექტორიც, რომელიც გმირთა მოედნის ქვეშაა (1935 წელს აშენებული), ისიც ამოტენილი იქნება, რადგან კოლექტორი გაწმენდას საჭიროებს და მეეჭვება, ვინმეს ის გაეწმინდოს. რაც შეეხება მეწყერის პრევენციას, როდესაც უკვე დაძრულია, მისი შეჩერება ძალიან ძნელია, მაგრამ მეწყერსაშიში ფერდობების გამაგრება შესაძლებელია. თუმცა აუცილებელია ასეთი ფერდობების დაფიქსირება და მუდმივი კონტროლი. გარემოს დაცვის გეოლოგიური სამსახური ამ თემაზე მუშაობს და აქვს უამრავი მასალა, თუმცა მთავარი ამ მასალის გამოყენებაა.
ლადო გოგოლაძე
This post has been edited by basa-ttt on 16 Jun 2015, 08:47