#44893774 · 16 Jun 2015, 02:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | გ ვიდეო ნანახი მაქვს და მანდ რა წყაიც მოდის მაგდენი მოდიოდა ვაჟაზეც, პავლოვზეც და კიდევ ბევრგან ეგ იყო თვითონ ქალაქშივე მოსული წვიმის ნიაღვარი. შენ არ გინახავს ვაკესაბურთალოს გზაზე რა ხდებოდა იპოდრომთან. მანქანები ტივტივებდნენ. ვაჟაზე დელისთან ძლივს მოძრაობდა მანქანები. ხო ეგეც უგულავას ბრალია ასფალტი რო დააგო. ეგ წყალი რაც მაგ ვიდეოშია არაა ის წყალი რამაც მანქანები წაიღო. წყლის მოვარდნა მაგ ვიდეოს მერე მოხდა. |
ეს რო წვიმის წყალი იყოს, მოძრაობის მეორე ზოლზეც იგივე რაოდენობის ნიაღვარი უნდა მოდიოდეს.
მაგ გზის გაყოლებაზე მთლიანი ჯებირებია და ისიც გამორიცხულია თქვა, რომ აქეთა ზოლის ნიაღვარი იქით გადავიდაო.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ თუ საიდანაა ეგ ვიდეო გადაღებული, აშკარაა რო მდინარე ვერე გაცილებით ზევით გადმოვიდა კალაპოტიდან. მაგ ვიდეოში ჩანს მდინარე ვერე გზის აქეთა მხარეს და არც ისეთი დიდი დინებაა რო კალაპოტიდან გადმოვიდეს. შესაბამისად ზევით სადღაც, სადაც მდინარე გზის იქითა მხარეს მიედინება, მილებმა ვერ გაატარა ამხელა ნაკადი და გზის იქითა ზოლზე გადმოვიდა წყალი.
იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ მაგ ნაკადში არ ჩანს ნაშალი ქვა-ღორღი და მოწყვეტილი ხეები, სავარაუდოდ მაგ ვიდეოს გადაღების დროს ხდება სვანიძის ქუჩაზე ტრაგედია და ქვედა მხარეს ხალხი და სამაშველო სამსახურები არაინფორმირებულები არიან, რაც მიუთითებს სამაშველო სამსახურის არაკოორდინირებულ მუშაობაზე....
--------------------
იარე ნელა!!!!!!
|